იაპონელმა ფეხბურთელმა გოლი სუმოს სტილში აღნიშნა (ვიდეო)

1 თებერვალს, ავსტრალიის ჩემპიონატში, “მელბურნ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “უესტერნ სიდნეი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში “უესტერნ სიდნეის” იაპონელმა ფეხბურთელმა იოჯირო ტაკაჰაგიმ გახსნა, რომელმაც გოლი ორიგინალურად აღნიშნა.

არაბმა ფეხბურთელმა იაპონიის ნაკრებს პანენკას სტილში გაუტანა (ვიდეო)

23 იანვარს, აზიის თასზე, იაპონიისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებებს შორის გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა. არაბთა მხრიდან ომარ აბდულრაჰმანმა თერთმეტმეტრიანი შესანიშნავად შეასრულა.

კეისუკე ჰონდამ რამდენიმე მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა (ვიდეო)

აზიის თასზე ერაყისა და იაპონიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში კეისუკე ჰონდამ ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა რამდენიმე მეტრიდან ვერ მოახერხა.

იაპონიის სარაგბო ნაკრების თავკაცს გვარდიოლა ეხმარება

იაპონიის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნზმა განაცხადა, რომ 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ სტადიაზე მას მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ეხმარება.

“ტაქტიკური თვალსაზრისით უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ. საფეხბურთო მატჩისთვის მზადებას იმიტომ გადიან, რომ ფეხბურთელები შეხვედრას ტაქტიკურად მომზადებულნი შეხვდნენ.

“ბაიერნის” ვარჯიშს ვუცქირე და გუნდის მთავარ მწვრთნელსაც შევხვდი. ვფიქრობ, ჩვენს საწვრთნელ პროცესს კორექტირების მეშვეობით უფრო მეტად გავაუმჯობესებთ. გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ყოველთვის საუკეთესოებისგან უნდა ისწავლო.

Eddie Jones

ფეხბურთი და რაგბი ერთმანეთს ჰგავს — ბურთი ყოველთვის თავისუფალ ზონაში უნდა მოძრაობდეს. “ბაიერნი” და “ბარსელონა” ბურთის გადაცემის მხრივ საუკეთესო გუნდები არიან”, – ციტირებს ჯოუნზის სიტყვებს “გარდიანი”.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 23 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ედი ჯოუნზის გუნდი ანგარიშით 35:24 დაამარცხა.

 

იაპონელმა მეკარემ საკუთარ გუნდს 92-ე წუთზე შესანიშნავი გოლით მოაგებინა (ვიდეო)

29 ნოემბერს, იაპონიის რანგით მეორე დივიზიონსი, “ჯუბილო ივატასა” და “მონტედიო იამაგატას” შორის გამართულ მატჩში (1:2), 92-ე წუთზე “მონტედიო იამაგატას” მეკარემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ედი ჯოუნსი: “შესვენებამდე ყველაფერი გარკვეული იყო”

საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნსმა და კაპიტანმა კენსუკე ჰატაკეიამამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ედი ჯოუნსი: “ქართველების შერკინება აშკარად გაუმჯობესებული იყო. შესვენებამდე ყველაფერი გარკვეული იყო, მხოლოდ თავის დაცვა გვიწევდა. ტესტ-მატჩებში ხშირად ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. კარგია, რომ ახალგაზრდებმა ასეთ ძლიერ მეტოქესთან თამაშის გამოცდილება მიიღეს. რა არ უნდა ტექნიკური გუნდი გყავდეს, საქართველოსთან თამაში მაინც რთულია.”

კენსუკე ჰატაკეიამა: “კარგია, რომ ქულების მოგროვება მაინც შევძელით. თამაშის დასაწყისშივე ვიგრძენი, რომ ქართველები შერკინებაში გვჯობდნენ. გამოჩნდა, რომ ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ.”

საქართველომ იაპონიას სძლია

23 ნოემბერს, რაგბში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრები მიიღო. “ბორჯღალოსნება” ირლანდიისა და ტონგის ნაკრებებთან გამართულ შეხვედრასთან შედარებით, თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯობესეს, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა.

ნათელი იყო, რომ ქართველები იაპონელებს შერკინაბაში ჯობდნენ, რასაც მილტონ ჰეიგის შეგირდები კარგად იყენებდნენ. სწორედ შერკინების დახმარებით, მე-16 წუთზე პირველი ლელო დადეს. 27-ე წუთზე, ისევ შერკინების დახმარებით ქართველები მეტოქის ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ, ლაშა ლომიძე ბურთის დამიწებას აპირებდა, თუმცა მეტოქე გუნდის მოთამაშემ ბურთი წესების დარღვევით გამოიტანა, მსაჯმა კი საჯარიმო ლელო ჩათვალა – 12:0.

31-ე წუთზე, იაპონელებმა ჯარიმა კარგად შეასრულეს და პირველი სამი ქულაც მოიპოვეს. დაახლოებით ორ წუთში კი მათ ლელოს დადება და გარდასახვის ზუსტად შესრულება მოახერხეს – 12:10. საბოლოოდ, ტაიმი ისე დასრულდა, რომ კვირიკაშვილა ერთი ლელოს დადება კიდევ მოახერხა – 17:10.

მეორე ტაიმის 54-ე წუთზე, კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა, ორ წუთში კი ხმალაძემ ლელო დადო – 25:10. 72-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში ისევ შეამცირეს – 25:17. დაახლოებით, ორ წუთში არბიტრმა ჩვენი ლელო არ ჩათვალა.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა, თამაშის ბოლო წუთები, ქართველები იაპონელებს 18-ქულიანი უპირატესობითაც კი უგებდნენ (35:17), მაგრამ შეხვედრა საბოლოოდ, 35:22 დასრულდა.

საქართველო-იაპონია_798745

საქართველო-იაპონია_696535

საქართველო-იაპონია_90856

საქართველო-იაპონია_80957

საქართველო-იაპონია_79656

საქართველო-იაპონია_79076

საქართველო-იაპონია_79074

საქართველო-იაპონია_78906

საქართველო-იაპონია_09754

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

მილტონ ჰეიგმა იაპონიის ნაკრებთან გამართული მატჩი შეაფასა

23 ნოემბერს, იაპონიის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.

მილტონ ჰეიგი: “კაჭარავა და შარიქაძე თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. დაცვა კარგად გამოიყურებოდა. სხვა მატჩებთან შედარებით, დისციპლინა უკეთესი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ამ კომპონენტში მაინც მოვიკოჭლებდით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს იშვიათად ვჯარიმდებოდით. ლომიძით და აფციაურით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, აფციაური ტრავმის გამო შევცვალეთ.”

მილტონ ჰეიგი: “იაპონიის ნაკრების დამარცხება გაგვიჭირდება”

როგორც იცით, 23 ნოემბერს, რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება. მატჩის წინა დღეს, “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა.

მილტონ ჰეიგი: “ტრავმირებული მორაგბეები კვლავაც გვყავს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ნაკრების სხვა წევრებს თავის წარმოჩენის შანსი აქვთ. ჩვენთვის, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია. ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია, მათ წინააღმდეგ მოგება გაგვჭირდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კარგად ვითამაშოთ. ხვალ, უპირველეს ყოვლისა, დისციპლინაა საჭირო. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.

იაპონელები თამაშის ხარისხს სწრაფად აუმჯობესებენ. მათ მოლის კარგად შექმნა შეუძლიათ და რაც მთავარია, ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან სწრაფი გუნდია.

ირლანდიის ნაკრებთან პირველ ტაიმში, დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი ბევრი შეცდომა დავუშვით. რაც არ უნდა იყოს, 14 კაცით ვთამაშობდით. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. მსაჯი? მოკლედ რომ ვთქვათ, მას ბევრი რამ გამორჩა.

როცა გუნდს უმეტესად თავის დაცვა უწევს, ეს ძალიან დამღლელია. როგორი მორაგბეც არ უნდა იყო, აუცილებლად დაიღლები.

წინა შეხვედრებში ბევრი შეცდომა დავუშვით, ხვალ კი იგივე აღარ უნდა გავიმეოროთ.”

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში_98686

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში_5ყ5567

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში_305535

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში_99789

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

94-ე წუთზე გატანილი გასაოცარი გოლი (ვიდეო)

9 ნოემბერს, იაპონიის რანგით მეორე დივიზიონში, “ოიტა ტრინატასა” და “მიტო ჰოლიჰოკს” შორის გამართულ მატჩში (2:3), გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გავიდა.

ბორჯღალოსნების სანოემბრე რაზმი ცნობილია

2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის პირველ საშინაო მატჩამდე 8 დღე რჩება და დადგა დრო ქართული სანოემბრე რაზმიც გაიცნოს სარაგბო სამყარომ – ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩებისთვის საშინაო შეკრებას ორშაბათიდან, 3 ნოემბრიდან შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგებიან. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 28 მორაგბეა. მილტონ ჰეიგმა განაცხადა: “წელს ჩვენ გამოცდილი მოთამაშეებისა და რამოდენიმე იმ ახალგაზრდა მორაგბის ნაზავი გამოგვივიდა, რომლებმაც თავიანთი თავდაუზოგავი ვარჯიშით დაამტკიცეს, რომ ნამდვილად იმსახურებენ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას.“

 

„წინ ძალზე რთული თვე გველის, აქედან გამომდინარე მწვრთნელებმა ისეთი მოთამაშეები შევარჩიეთ, ვინც  „დიდი თამაშისთვის“ დამახასიათებელ ზეწოლას ისე გაუძლებენ, რომ სათამაშო გეგმიდან არ ამოვარდებიან. ამ მოთამაშეებს ძლიერ მოწინააღმდეგესთან თავიანთი პოტენციალის გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ.”

 

თბილისამდე ტულუზაში ივარჯიშეს

 

ქართულ შეკრებამდე ჩვენმა ნაკრებმა 26-29 ოქტომბერს ტულუზაში  3 დღიანი შეკრება გაიარა, სადაც შესაძლებელი გახდა მოთამაშეთა კონდიციის შეეფასება. მსგავსი შეკრებების გამართვა მიღებული პრაქტიკაა, რაც რაგბის საერთაშორისო საბჭოს დებულების მე-9 მუხლით არის გათვალისწინებული.

 

ტულუზაში ნოემბრის საერთაშორისო სერიისთვის მზადებას ასევე ფიჯის ეროვნული ნაკრები გადიოდა. 29 ნოემბერს გუნდებმა ერთობლივი ვარჯიში გამართეს. ვარჯიშისას ქართულ-ფიჯურმა შერკინებამ და ხაზმა ცალ-ცალკე გაუსინჯეს ერთმანეთს გემო.

 

„აი არ ბის დებულების შესაბამისად, ოფიციალურ შეკრებამდე, საფრანგეთში სამ დღიანი მზადების კურსი გავიარეთ. ეს ძალზე წაგვადგება, ვინაიდან ამ დროს მოგვეცა, როგორც მოთამაშეების შეფასების, ასევე სათამაშო სისტემაზე, გეგმაზე თუ სტრუქტურაზე ყურადღების გამახვილების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ქართულ შეკრებაზე უფრო მეტ დროს დეტალებს დავუთმობთ“ – დასძინა მთავარმა მწვრთნელმა.

 

ისევ ტრავმები

 

სამწუხაროდ უტრავმოდ ვერც ამ სანაკრებო სეზონს ვხვდებით. როგორც მოგეხსენებათ მამუკა გორგოძეს მუხლის ტრავმა აქვს – შერკინების ბურჯ, დავით ზირაქაშვილს კი, ტვინის შერყევა. მუხლის დაზიანების გამო ვერც შალვა სუთიაშვილის გამოძახება მოხერხდა. ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი.

 

„ტრავმები აწუხებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც აუცილებლად მოხვდებოდნენ შემადგენლობაში, რაც გულდასაწყვეტია. მეორესმხრივ ეს საქმეში მათი შემცვლელების ნახვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომლებმაც უნდა დაამკტკიცონ, რომ რაზმში მოხვედრას იმსახურებენ. ხშირად გუნდში „ახლების“ ენთუზიაზმი დანარჩენ მოთამაშეებს გადაედებათ ხოლმე, მეც ამის იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბრის სერიის განმავლობაში, ყოველი მათგანი თავდაუზოგავად ივარჯიშებს და გამორჩეულად ითამაშებს“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი

 

ქართულ სამწვრთნელო შტაბს ახალი წევრი –  ფიზ.მომზადების ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი ქელვინ მორისი შეემატა.

 

ბორჯღალოსნების ნოემბრის ტესტ სერიის რაზმი:

1 2 cats

Rugby.Ge

იაპონიის ნაკრები ხავიერ აგირემ ჩაიბარა

იაპონიის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრების პოსტზე ხავიერ აგერი დაინიშნა.

ფეხბურთის მექსიკელმა სპეციალისტმა „ლურჯი სამურაის“ თავკაცის პოზიციაზე იტალიელი ალბერტო ძაკერონი შეცვალა, რომელმაც ნაკრები ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

აგირე უკანასკნელად კატალონიურ „ესპანიოლს“ ედგა სათავეში.