ფიგუ: “იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის უნდა იყოს”

ყოფილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუ აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის უნდა იყოს.

“ჩემი აზრით, ზლატანი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის უნდა იყოს. რომელ გუნდშიც არ უნდა თამაშობდეს, იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ჩემპიონი ხდება. ის უმაღლესი დონის მოთამაშეა, რომლის ყოლაზეც უარს ვერავინ იტყვის”, – ამბობს ფიგუ.

“რეალის”, “ბარსელონასა” და “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა კომენტარი იბრაჰიმოვიჩის თანაგუნდელ ტიაგო სილვაზეც გააკეთა.

“ვფიქრობ, სილვა ძალიან ძლიერი მცველია, რომლის მოტყუებაც ყველას უჭირს.”

იბრაჰიმოვიჩი: “პსჟ” “რეალის” დონის გუნდი ჯერ არ არის”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ “პსჟ” მადრიდის “რეალის” დონის გუნდი ჯერ არ არის, თუმცა პარიზელებს არერთი ტიტულის მოგება მაინც შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში, “სამეფო კლუბმა” “პარი სენ-ჟერმენი” მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

“ვფიქრბობ, კარგი მატჩი გამოდგა. “რეალს” ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ჩემი აზრით, “პარი სენ-ჟერმენი” “სამეფო კლუბის” დონის გუნდი ჯერ არ არის, თუმცა ჩვენ არაერთი ტიტულის მოგება მაინც შეგვიძლია”, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი.

იბრაჰიმოვიჩი ანჩელოტის თმებზე წაეთამაშა

როგორც იცით, 2 იანვარს, ამხანაგურ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “პარი სენ-ჟერმენი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მეორე ტაიმის დაწყების წინ, სახალისო რამ მოხდა – შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “რეალის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის თმებზე წაეთამაშა.

იბრაჰიმოვიჩმა და სერხიო რამოსმა მაისურები შესვენებისას გაცვალეს

2 იანვარს, დოჰაში, “პარი სენ-ჟერმენსა” და მადრიდის “რეალს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

საინტერესოა ის, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და სერხიო რამოსმა ერთმანეთთან მაისურების შესვენებისას გაცვალეს.

იბრაჰიმოვიჩი: “სელტიკში კარიერას დიდი სიამოვნებით დავასრულებდი”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ ის კარიერას გლაზგოს “სელტიკში” დიდი სიამოვნებით დაასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიურ კლუბში არაერთი სეზონი ჩაუტარებია ზლატანის თანამემამულე ჰენრიკ ლარსონსაც.

“სელტიკი” დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. გლაზგოელებს ბრწყინვალე გულშემატკივრები ჰყავთ. ვფიქრობ, ამ კლუბში კარიერის დასრულებაზე უარს ვერავინ იტყვის. შესაბამისად, მეც მათ რიცხვში ვარ”, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი.

იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის სპოტსმენი გახდა

“პსჟ”-ს და შვედეთის ნაკრების ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისი ქვეყნის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა. გამოკითხვე შვედურმა “აფტონბლადეტმა” ჩაატარა. იბრაჰიმოვიჩმა ხმების 59 პროცენტი მიიღო და ისეთ სპორტსმენებს გაასწრო, როგორებიც არიან: მოთხილამურეები შარლოტა კალუ, მარკუს ჰელსენი და იოჰან ოლსონი ასევე ჰოკეისტი ჰენრიკ ლუნდკვისტი.

ეს ტიტული იბრამჰიმოვიჩმა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.

ეზიკელ ლავესი იბრაჰიმოვიჩის ცხვირს ერჩის

14 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “რენმა” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, 52-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გოლის გატანა მოახერხა, მისი აღნიშვნისას კი, ლავესიმ იბრას ცხვირზე ხელი მოუჭირა.


ტიაგო სილვა: იბრა-კავანი წყვილი მესი-ნეიმარზე ძლიერია

“პსჟ”-ს ცენტრალურმა მცველმა და ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა ტიაგო სილვამ ფრანგულს პრესასტან ინტერვიუს დროს საკმაოდ “ბარსელონას” და  პარიზული კლუბის შეტევის ხაზი შეადარა ერთმანეთს.

“რთული სათქმელია, ვინ უფრო ძლიერია: იბრა და კავანი თუ მესი-ნეიმარი, ნეიმარიც და თანაგუნდელებიც ჩემი საკმაოდ კარგი მეგობრები არიან. ფაქტია, რომ ოთხივე ტოპ კლასის ფეხბურთელია და დღეს ეს ორი საუკეთესო დუეტია მსოფლიოაში. მაგრამ, იბრა-კავანი ერთად უფრო ხშირად თამაშობენ და სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება. ასე რომ, ამ ეტაპზე იბრაჰიმოვიჩი-კავანის დუეტს უფრო ძლიერად მივიჩნევ” – განაცხადა ფეხბურთელმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის სასწაულებრივად ძლიერი დარტყმა

7 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “სოშო” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გოლის გატანა საჯარიმო დარტყმით მოახერხა.

იბრაჰიმოვიჩმა მეტოქეს თავში ფეხი ჩაარტყა

5 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ევიანმა” საკუთარ მოედანზე “პსჟ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, პარიზელთა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეტოქე გუნდის მოთამაშეს თავში ფეხი ჩაარტყა.

მუნდიალს მიღმა დარჩენილი ვარსკვლავები

გთავაზობთ 23 კაციან განაცხადს, რომელიც იმ ცნობილი ფეხბურთელებისგან შედგება, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი პლეი-ოფების წილისყრის შემდეგ, საფეხბურთო სამყარო ფაქტის წინაშე დადგა. მუნდიალი კრისტიანო რონალდოს ან ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე ჩაივლის. საბოლოოდ, ამ ვარსკვლავურ დუელში გამარჯვება პორტუგალიელს დარჩა, ზლატანს კი დასვენება მოუწევს.

ახლა კი გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა “ვარსკვლავურ გუნდს”, რომლებმაც იბრაჰიმოვიჩის ბედი გაიზიარეს.

მეკარეები:

პეტარ ჩეხი (ჩეხეთის ნაკრების, ჩელსი)

სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი, სლოვენია)

ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, პოლონეთი)

მცველები:

ნევენ სუბოტიჩი (ბორუსია, სერბეთი)

ბრონისლავ ივანოვიჩი (ჩელსი, სერბეთი)

ლუკაშ პიშჩეკი (ბორუსია, პოლონეთი)

მარტინ შკრტელი (ლივერპული, სლოვაკეთი)

დანიელ აგერი (ლივერპული, დანია)

ვლად ჩირიჩესი (ტოტენჰემი, რუმინეთი)

დავიდ ალაბა (ბაიერნი, ავსტრია)

ნახევარმცველები:

გარეთ ბეილი (რეალი, უელსი)

იაკუბ ბლაშიკოვსკი (ბორუსია, პოლონეთი)

არდა თურანი (ატლეტიკო მადრიდი, თურქეთი)

გილფი სიგურდსონი (ტოტენჰემი, ისლანდია)

გენრიხ მხიტარიანი (ბორუსია, სომხეთი)

აარონ რემსი (არსენალი, უელსი)

კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი, დანია)

ანდრეი იარმოლენკო (დინამო კიევი, უკრაინა)

თავდამსხმელები:

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, შვედეთი)

რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია, პოლონეთი)

ოსკარ კარდოსო (ბენფიკა, პარაგვაი)

მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი, სლოვაკეთი)

პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ბორუსია, გაბონი)

ასევე საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება. რომელი ფეხბურთელი დაგაკლდებით მსოფლიო ჩემპიონატზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში

იბრაჰიმოვიჩმა “ლიონს” პანენკას სტილში ლამაზი პენალტი გაუტანა

2 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლიონი” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში მეორე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პანენკას სტილში შესრულებულ თერთმეტმეტრიანით გაიტანა.