ჩემპიონთა ლიგაზე იგორ აკინფეევის წარუმატებელი სერია შეწყდა

მოსკოვის “ცსკა”-ს რუსმა მეკარემ, იგორ აკინფეევმა ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე (ჯგუფურ ეტაპსა და პლეი-ოფში) კარის მშრალად შენახვა. აკინფეევის კარის აღება “ბენფიკამ” ვერ შეძლო, ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში – 2:0.

ბოლოს აკინფეევმა ჩემპიონთა ლიგაზე კარის მშრალად შენახვა 2006 წლის პირველ ნოემბერს მოახერხა, როდესაც მისი გუნდი “არსენალს” ხვდებოდა. მას შემდეგ აკინფეევი გოლს ზედიზედ 43 მატჩში უშვებდა.

გეტყვით იმასაც, რომ ოთხშაბათს გამართულ მატჩში აკინფეევს დიდი გარჯა არ დასჭირვებია, თუ არ ჩავთვლის ალმეიდას აქტიურობას.ასე რომ, აკინფეევის ღამის კოშმარი უკვე დასრულებულია.

რაც შეეხება უშუალოდ რუსულ კლუბს, ჯგუფური ეტაპის ხუთი ტურის შემდეგ, მოსკოველები 9 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და ბოლო ტურში “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდებიან.

აკინფეევმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 37-ე მატჩში გაუშვა

„პსვ ეინდჰოვენთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მოსკოვის ცსკა გასვლაზე ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აქედან გამომდინარე, „არმიელთა“ მეკარემ იგორ აკინფეევმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 37-ე მატჩში გაუშვა.

ბოლოს აკინფეევმა მშრალად კარი „არსენალთან“ 2006 წლის პირველ ნოემბერს გამართულ მატჩში შეინახა. ჯამში რუსეთის ნაკრების მეკარის ანგარიშზე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 5 მატჩია.

ამ მხვრივ, ტურნირის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი სერია აკინფეევის შემდეგ პსვ-ს მეკარეს რონალდ ვატეროისს ეკუთვნის, რომელმაც კარი მშრალად ზედიზედ 16 თამაშში ვერ შეინახა.

იგორ აკინფეევმა ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი გააუმჯობესა

მოსკოვის ”ცეესკას” მეკარემ, იგორ აკინფეევმა, ”რომასთან” მატჩში ანტირეკორდი გააუმჯობესა. მან, ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ 22-ე მატჩში გაუშვა გოლი.

გავიხსენოთ, რომ აკინფეევმა, ეს რეკორდი ჯერ კიდევ გასულ სეზონში, ”ვიქტორია” პლზენთან(3-2) საშინაო მატჩში დაამყარა და პსვ-ს ყოფილ მეკარეს, როლანდ ვატერესს გადაუსწრო, რომელსაც 16 ბურთი ჰქონდა გაშვებული.

ფეხბურთის რუსი ექსპერტი გადაცემის წამყვანს ეჩხუბა და ეთერი დატოვა

ფეხბურთის რუსი ექსპერტი ალექსანდრ ბუბნოვი ერთ-ერთი რუსული რადიოსადგურის გადაცემის წამყვანს ეჩხუბა და სტუდია გაბრაზებულმა დატოვა. სტუმარსა და მასპინძელს შორის აზრთა უთანხმოება ჯერ იგორ აკინფეევის შესახებ გაჩნდა. ბუბნოვი დაჟინებით ამბობდა, რომ რუსეთის ნაკრებს არ ჰყავს დიდებული მეკარე და არგუმენტად ის მოჰყავდა, რომ აკინფეევი ცსკა-ს ვერ გასცდა. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ დაეთანხმა გადაცემის წამყვანი, რომელმაც ბუბნოვს მსოფლიოს ჩემპიონატის G ჯგუფის შესახებ გაკეთებული არასწორი პროგნოზი გაახსენა. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა და საბოლოოდ, სტუმარმა ეთერი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ბუბნოვი ეპატაჟურ პიროვნებად ითვლება და მას ოდიოზური განცხადებების გაკეთებაც ახასიათებს, თუმცა ამ შემთხვევაში რამდენად არამართებული იყო მისი სიტყვები, ეს თქვენი გადასაწყვეტია.

გთავაზობთ ვიდეომასალას.

აკინფეევი „მილანში“?

მოსკოვის ცსკა-ს გოლკიპერი იგორ აკინფეევი შესაძლოა, შემდეგი სეზონიდან „მილანის“ შემადგენლობაში ვიხილოთ.

რუსეთის ეროვნული ნაკრების მეკარეს „არმიელებთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, შესაბამისად, უკვე ზამთრიდან მას ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების წარმოების საშუალება ექნება.

მოგეხსენებთ, „როსონერის“ ხელმძღვანელობა 36 წლის კრისტიან აბიატის შემცვლელის ძებნას ცდილობს.

ცნობისთვის, დიდი ალბათობით, ზამთარს იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოსკოვური კლუბის იაპონელი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა შეუერთდება.

ალექსანდრე მატევოსოვი