ვანდა ნარა: “იკარდიმ ბევრ გრანდს უთხრა უარი”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელის, მაურო იკარდის მეგობარმა გოგონამ და წარმომადგენელმა ტრანსფერებში, ვანდა ნარამ საკუთარი ქმრის მიმართ სხვადასხვა გუნდის ინტერესზე ისაუბრა.

“მაურო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ბევრი კლუბია, რომლებიც მის მიმართ ინტერესს იჩენენ. მართალია, რომ მისი მსგავსი შემტევები მსოფლიოში ბევრნი არ არიან. თუმცა, მაურო მხოლოდ “ინტერზე” ფიქრობს და იქ ძალიან ბედნიერია. მწვრთნელებმა იციან, რომ მან ისეთ გუნდებს უთხრა უარი, რომლებსაც ბევრი დასთანხმდებოდა.”

“არ ვიცი, გუნდი მოინდომებს, თუ არა, რომ მაუროსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ახლა ეს ხელშეკრულება მხოლოდ 2021 წლამდეა. თუმცა, ჩვენი გადაწყვეტილება მაინც მთავარი იქნება,” – აცხადებს ვანდა ნარა.

კარიკატურა: იკარდის არგენტინის ნაკრებში გამოძახებას მესი და მარადონა ვეღარ ეწინააღმდეგებიან

ლიონელ მესი და დიეგო არმანდო მარადონა წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მაურო იკარდის არგენტინის ნაკრებში ეთამაშა. მაქსი ლოპესი, რომელსაც მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ცოლი მოპარა, “ბარსას” ლიდერის ახლო მეგობარია. ასევე, გვახსოვს, მარადონას განცხადებები იმის შესახებ, რომ იკარდის ეროვნულ გუნდში თამაში სამარცხვინო იქნებოდა.

მაურო საოცარ სეზონს ატარებს. მან სერია ა-ს ათ შეხვედრაში თერთმეტი გოლი გაიტანა. შედეგად, სექტემბრისა და ოქტომომბრის სამ ოფიციალურ შეხვედრაში საკუთარი ქვეყნის მაისურიც მოირგო.

ომარ მომანი აღნიშნულ სიტუაციას ასე ეხმაურება

 

მარადონა: “არგენტინის ნაკრების თამაშის ცქერა მაშინებს”

არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრის საფრთხის წინაშე დგას. სამხრეთამერიკელებს 16 ტურის შემდეგ 24 ქულა აქვთ და მეხუთე, საპლეიოფო პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა, მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ჩილე. უკანასკნელ ტურში ამ გუნდმა ვენესუელასთან გააგორა ფრე.

დიეგო არმანდო მარადონამ საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე ისაუბრა.

“მათი ცქერა მაშინებს. ეს ის არაა, რასაც ჩვენი გუნდისგან ველით. ვფიქრობ, მწვრთნელს სასტარტო შემადგენლობაში უკეთესი ფეხბურთელების დაყენება შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი, გონსალო იგუაინია. მისი სათადარიგოთოა სკამზე დასმა უპატივცემულობაა.”

“მართალია, იგუაინმა ბევრი ისეთი შანსი ვერ გამოიყენა, რომელიც მთლიანად არგენტინული ფეხბურთის ისტორიას შეცვლიდა, თუმცა შენ არ შეგიძლია ყველასთვს ცნობილი მოთამაშე სხვა უცნობი ფეხბურთელით ასე უცებ ჩაანაცვლო. თუ მათ უნდათ, რომ იკარდი ბატისტუტად გარდაქმნანა, ცდებიან!” – აცხადებს მარადონა.

კარიკატურა: მაურო იკარდის ცოლი არგენტინის ნაკრების მწვრთნელსა და მესის უტევს (ფოტო)

მაურო იკარდის არგენტინის ნაკრებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ იძახებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მან თანამემამულე ფეხბურთელს, მაქსი ლოპესს ცოლი მოპარა. ლოპესმა ყოფილი მეუღლე, ვანდა ნარა 2013 წელს ღალატში დაადანაშაულა და მას გაშორდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ნარას იკარდისთან ჰქონია ურთიერთობა. ეს წყვილი 2014 წლის მაისში შეუღლდა. სწორედ ამ სამარცხვინო საქციელის გამო, უკვე მესამე წელია “ინტერის” თავდამსხმელს ეროვნული გუნდის ფორმა არ მოურგია.

მორიგი სანაკრებო შესვენების წინ ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: “თუ სიუჟეტი და მთავარი მოქმედი პირი არ იცვლება, ფილმის დასასრული ყოველთვის ერთი და იგივეა.”

 

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ომარ მომანიმ ასეთი კარიკატურა შემოგვთავაზა.

იკარდი: “ინტერს” სიმეონე კი არა, ეს მწვრთნელი სჭირდება”

ბოლო დროს მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთელს, დიეგო სიმეონეს ხშრად უკავშირებენ მილანის “ინტერს”.

მილანელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, მაურისიო იკარდიმ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და სასურველი მწვრთნელიც დაასახელა. ბევრის გასაკვირად, ეს დიეგო სიმეონე არაა.

“სიმეონე? ეს, ალბათ, ჭორია, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩემი აზრით, სხვა მწვრნელი არ გვჭრდება. პიოლი შესანიშნავი ტაქტიკოსია. იმედი მაქვს, ამას ხელმძღვანელობა მხვედველობაში მიიღებს და ის თანამდებობაზე დარჩება.”

“ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვსურს და ამ მიზნის მიღწევას ბოლომდე ვეცდებით. დღემდე ვერ ვხვდები, ასე მოასოარეზე გუნდი, რატომაა მეექვსე ადგილზე.”

“სეზონი შესანიშნავად დავიწყე და ბევრი გოლიც გავიტანე. იმედი მაქვს, გუნდს ბევრჯერ დავეხმარები და ერთად მოვხვდებით სანატრელ ტურნირზე,” – განაცხადა იკარდიმ.

მარადონა: “იკარდი მოღალატეა”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ “ინტერის” კაპიტან მაურო იკარდიზე მორიგი განცხადება გააკეთა.

როგორც იცით, იკარდი “სამპდორიაში” ყოფნის დროს თანაგუნდელ მაქსი ლოპესთან მეგობრობდა. საბოლოოდ, კი ის ლოპესის მეუღლეზე დაქორწინდა.

“იკარდი მოღალატეა. ის კარგი ფეხბურთელი იქნება, მაგრამ გაბრიელ ბატისტუტა მასზე ათჯერ უკეთესი თავდამსხმელია. იკარდი პასუხს აგებს იმისათვის, რაც მაქსი ლოპესს გაუკეთა”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს Goal.Com-ი.

“ვესტ ჰემს” იკარდი სურს

ინგლისური გამოცემა, The Sun-ი იტყობინება, რომ “ვესთ ჰემი” მილანის “ინტერის” შემტევით, მაურო იკარდით ინტერესდება.

არგენტინელს სულ ცოტა ხნის წინ გულშემატკივრებთან დაპირისპირება მოუვიდა და ეს უფრო ზრდის ტრანსფერის შანსს.

“ჩაქუჩები” მაუროს შეძენას იანვარში გეგმავენ და მასში ნორმალურ თანხას – 25 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

 

გიორგი ჭანტურია: “მესი ფეხბურთის მეფეა, მე კი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვარ”

ეკატერინბურგის “ურალის” ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ჭანტურიამ თავისი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კარიერის განვლილ წლებზე და საქართველოზე ისაუბრა.

– გიორგი, რა გახსოვთ ყველაზე მეტად თქვენი ბავშვობიდან?
– კონკრეტულ ამბავს ვერ ვიხსენებ. მახსოვს, რომ ბავშობაში მეგობრებთან ერთად ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდი.

– ეზოში გატანილი რომელი გოლი იყო ყველაზე ლამაზი?
– ასეთი ბევრი იყო. (იცინის)

– რას ნიშნავს ახალგაზრდა ადამიანისთვის ის, რომ “ბარსელონაში” გიწვევენ?
– ეს არის ის, რაზეც ყველა ბიჭი ოცნებობს. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვასპარეზობდით, სადაც კარგად ვითამაშე და რამდენიმე გოლი გავიტანე. როცა შინ დავბრუნდი, “ბარსელონას” წარმომადგენლებმა დამირეკეს. მათ ჯერ ერთი კვირით მიმიწვიეს, რის შემდეგაც კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ამრიგად, მე ოცნება ამიხდა.

– როგორ შეხვდნენ ამ ამბავს შენი მშობლები?
– მათ ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ. ისინი ესპანეთში წამომყვნენ და ერთი თვის განმავლობაში ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ.

იხილეთ ვიდეო
chanturia barca

– “ბარსელონაში” ყველაზე მეტად რამ გაგაოცა?
– გაოცებული ვიყავი იმით, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელები ყოველთვის ერთად იყვნენ. ბრწყინვალე ფეხბურთელები ერთი დიდი ოჯახივით იყვნენ. ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობენ.

– რატომ არ დარჩი “ბარსელონაში”?

– “ბარსელონასთან” კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი მქონდა დარჩენილი. მე მეორე გუნდში ვიყავი, მაგრამ მსურდა, რომ უფრო მაღალ დონეზე მეთამაშა. “ჩელსიდან” შემოთავაზება მივიღე და მათთან ხელშეკრულებაც გავაფორმე, რადგან ლონდონელებმა “ბარსელონაზე” უკეთესი პირობები შემომთავაზეს. ამის შემდეგ, ერთი წლით “ვიტესში” გამანათხოვრეს.

– ახლა, თუ გაქვთ იმ ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობა, რომლებიც თავის დროზე, შენთან ერთად “ბარსელონაში” ვარჯიშობდნენ?
– ყოველდღიური ურთიერთობა არავისთან მაქვს, მაგრამ მაური იკარდის ვესაუბრები ხოლმე – ის ახლა “ინტერის” ფეხბურთელია. ასევე, ურთიერთობას ვინარჩუნებ რაფინიასთან და სერხი რობერტოსთან. როცა ესპანეთის ნაკრებს ვეთამაშეთ, ბარტრასთანაც ვისაუბრე.

– შენ ხშირად “ქართველ მესის” გიწოდებენ. ეს ზედმეტსახელი პირველად როდის გაიგონე?
– პირველად “ვიტესში” გავიგე. პირველი ხუთი მატჩი იმ პოზიციაზე ჩავატარე, სადაც მესი თამაშობდა. ოთხი გოლი გავიტანე, ლიონელის სტილში ვმოქმედებდი. ფანებმა კი ტრიბუნაზე დიდი ბანერი გამოფინეს, რომელსაც ეწერა: “ჩვენ არ გვჭირდება “ბარსელონა”. ჩვენ ჩვენი მესი გვყავს.”

– მე მათ ვეთანხმები. ვფიქრობ, რომ მისი მსგავსი მანერა გაქვთ.
– საერთო არაფერი გვაქვს. მესი ფეხბურთის მეფეა, მე კი მხოლოდ ფეხბურთელი ვარ. რა საერთო უნდა გვქონდეს?

– რას გვეტყვით ჰოლანდიის ჩემპიონატზე?
– ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის, ამ ჩემპიონატში თამაში თავის წარმოჩენის კარგი საშუალებაა. იქ თამაშის შემდეგ, შეგიძლია, რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში წახვიდე. როცა ჰოლანდია დავტოვე, იტალიაში, “ვერონას” შევუერთი, რომელიც ძალიან კარგი გუნდი იყო.

– “ვიტესში” ჩატარებული რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

– ყველაზე მეტად “ნაიმეგენთან” გამართული შეხვედრა დამამახსოვრდა, ეს დაპირისპრიება დერბის სტატუსს ატარებს. ჩვენ სტუმრად ვთამაშობდით, “ვიტესს” კი ამ გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება 11 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოპოვებული. მეტოქე 1:0 დავამარცეთ, ერთადერთი გოლი მე გავიტანე. ასევე, ამ მატჩში წითელი ბარათიც მივიღე. ეს შეხვედრა არასოდეს დამავიწყდება.

იხილეთ ვიდეო
chanti

– წითელი ბარათი რის გამო მიიღე?
– მეტოქესთან შელაპარაკების გამო, მსაჯმა ორივე გაგვაძევა.

– 2012 წელს, რუსეთის ჩემპიონატში გადმოსვლის გადაწყვეტილება ადვილად მიიღე?

– ჰოლანდიაში, მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა. “ალანიამ” ექვსი თვით მათთან თამაში შემომთავაზა. გუნდი ბოლო ადგილზე იყო და ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მახსოვს, კარგი მატჩები ჩავატარე. სამწუხაროა, რომ “ალანია” დაქვეითდა.

– “ალანია” – “დინამოს” შეხვედრის მიმდინარეობისას მოედანზე არეულობა მოხდა, რომელშიც შენც მონაწილეობდი. როგორ იხსენებ იმ ინციდენტს?
– ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. 88-ე წუთი იყო, როცა კოკორინმა ჩემი თანაგუნდელის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, ყველანი გავბრაზდით. თუმცა, ეს დიდი ხნის წინ მოხდა და ახლა ამაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ.

იხილეთ ვიდეო
cats

– კოკორინს ხელი ჩამოართვი?
– რა თქმა უნდა. ჩვენ პატარა ბავშვები არ ვართ.

– როდის გამოგიძახეს ეროვნულ ნაკრებში პირველად?
– ეს ოთხი წლის წინ იყო, როცა ჰოლანდიაში ვთამაშობდი. ნაკრებში ჩატარებულ პირველივე მატჩში კარგად ვითამაშე და გოლი გავიტანე.

– როდესაც ნაკრებში გიძახებენ, თუ გრჩებათ დრო იმისათვის, რომ სახლში მიხვიდეთ?
– ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული. ზოგჯერ, გვაძლებენ იმის საშუალებას, რომ დღე ოჯახთან ერთად გავატაროთ. უმეტესად, სასტუმროში მიწევს ყოფნა, სადაც ნათესავები მაკითხავენ და მნახულობენ.

– საქართველოს ნაკრებში ვის ესაუბრებით ყველაზე ხშირად რუსეთის ჩემპიონატზე?
– ყველას, ვისაც ამ ჩემპიონატში უთამაშია. მაგალითად, კვირკველიას, ოქრიაშვილს, ჯანოს. ასევე, ამ თემაზე გურამ კაშიასთანაც მისაუბრია, რომელსაც გასულ წელს რუსეთიდან ჰქონდა წინადადება, თუმცა ის “ვიტესში” დარჩა.

– შეძლებს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლას?
– იმედი მაქვს, რომ შევძლებთ. ჩვენს ჯგუფში ძლიერი გუნდები მოხვნდნენ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა და რუსეთში ვითამაშებთ.

– მოასწარი თუ არა ეკატერინბურგი ქართული რესტორნების ნახვა?
– რა თქმა უნდა (იღიმის). აქ 3-4 რესტორიანია, სადაც შესანიშნავ ქართულ კერძებს ამზადებენ.

– მზარეულობა გეხერხებათ?

– არა, ეს არ გამომდის. მზარეულობა ბიძაჩემს ეხერხება, რომელიც რუსეთში ჩემთან ერთად ცხოვრობს. ინტერვიუს შემდეგ სწორედ მისი მომზადებული კერძი უნდა დავაგემოვნო.

– თბილი ტანსაცმელები შეიძინე?
– ზოგი რამ უკვე ვიყიდე. ყველა მეუბნება, რომ წინ ძალიან ცივი დღეები გველის, მაგრამ ჯერ არაფერი მიგძვრნია.

– ბოლო მატჩებში მოედანზე უფრო მეტ დროს ატარებ…
– დიახ. როცა ფიზიკურად, ფორმაში ხარ, მწვრთნელის დავალებების შესრულება უფრო ადვილია. ჩემი თამაშის ხარისხიც უმჯობესდება. ვფიქრობ, გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია.

– შენ ხშირად იღიმი. ეს ქართველებისათვის დამახასიათებელი რამ არის?
– დიახ, ყოველთვის ვცდილობ, რომ გავიღიმო. გუნდშიც კარგი გარემაო.

– მოგვეცი რჩევა: თბილისში რომ ვიყო, სად უნდა წავიდე პირველ რიგში?
– როცა თბილისში იქნები, უნდა დამირეკო და სადაც არ უნდა იყო, გნახავ. თბილისში ბევრი კარგი ადგილია.

verrrr

– ღვინოებში კარგად ერკვევი?
– რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ქართულ ღვინოებში. საქართველოში ღვინის კულტურა ძალიან განვითარებულია. მას ჩვენ ეკლესიაშიც კი ვსვამთ. ერთი ჭიქა ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

– ეკატერინბურგში ქართული ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია?
– ვფიქრობ, არა. აქ ქართული ღვინო ჩემმა მეგობრებმა ჩამომიტანეს.

– სოციალური ქსელების მომხარებელი როდის გახდი?
– დაახლოებით, სამი წლის წინ, როდესაც 20 წლის გავხდი. იქამდე, სოციალურ ქსელებს არ ვიყენებდი. მხოლოდ WhatsApp-ი მქონდა, რომელსაც ოჯახთან ურთიერთობისათვის ვიყენებდი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველას აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ ფეხბურთელები, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ.

– გაქვს თუ არა ისეთი ფოტოები, რომლებიც უჩვეულო სიტუაციაში გადაიღე?
– რამდენიმე წლის წინ დავქორწინდი, შემდეგ კი მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით, ამიტომ მაშინდელი ფოტოები წავშალე (იცინის). ახლა, ის ფოტოები მომწონს, რომლებშიც გოლების შემდეგ, ჩემი ემოციებია აღბეჭდილი.

“ბაიერნმა” “ინტერს” სძლია (ვიდეო)

დღეს დილაადრიან, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, ერთმანეთს მილანის “ინტერი” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. ამერიკელმა ახალგაზრდა მოთამაშემ, იულიან გრინმა, რომელიც წელს გადმოვიდა “ბაიერნის” მთავარ გუნდში, ჰანდანოვიჩის კარი აიღო. მე-13 წუთზე რიბერიმ ბენკოს პასით გაიტანა. უკვე ნახსენებმა გრინმა, 30-ე და 35-ე წუთებზე შეძლო ჰეთრიკის შესრულება და ანგარიშის 4-მდე გაზრდა.

“ინტერის” მხრიდან პრესტიჟის გოლი იკარდიმ 90-ეზე შეაგდო.

საბოლოო ანგარიში 1-4 დაფიქსირდა.

ვენგერი “ინტერის” შემტევით ინტერესდება და სერიოზულ თანხას ჩამოდის

“Corriere dello Sport”-ი იტყობინება, რომ “არსენალის” მწვრთნელი, არსენ ვენგერი სერიოზულად არის დაინტერესებული “ინტერის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, მაურისიო იკარდის შეძენით. მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ 23 წლის მოთამაშის აგენტი და ცოლი, უანდა ნარა ლონდონში “მეთოფეთა” ბოსებს შეხვდა და ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა.

ირკვევა, რომ ინგლისელები 40-დან 50 მილიონ ევრომდე თანხას ჩამოდიან არგენტინელში. თუ იკარდი “არსენალში” გადავა, ის 6 მილიონ ევროს მიიღებს ყოველ წელს ხელფასის სახით.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში მაურისიომ “სერია ა”-ს 29 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

“ინტერის” განაცხადი “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე”

დღეს “იუვენტუსის” მსგავსად, მეორე იტალიურმა კლუბმაც, მილანის “ინტერმაც” დაასახელა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც გუნდს ავსტრალიაში გაჰყვებიან და  “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” მიიღებენ მონაწიელობას. საგულისხმოა, რომ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ არც ერთი ის მოთამაშე არ შეიყვანა სიაში, რომლებმაც “ევრო 2016” ან “კოპა ამერიკაზე” მიიღეს მონაწილეობა.

ფეხბურთელთა ჩამონათვალი ასეთია:

მეკარეები: ჰანდანოვიჩი, კარიზო, ბერნი, დი გრეგორიო.

მცველები: რანოკია, ანსალდი, ერკინი, მირანდა, დ’ამბროზიო, ნაგატომო, მიანგუე, დელა ჯოვანა.

ნახევარმცველები: კონდოგბია, ბესა, ნიუკური, მელო, ძონტა.

ფორვარდები: პალასიო, იკარდი, იოვეტიჩი, ბიაბიანი, ბაკაიოკო, პინამონტი.

ESPN: იკარდი “ჩელსისთვის” მნიშვნელოვანია

ESPN-ის ცნობით, “ინტერის” შემტევი, მაურო იკარდი ლონდონის “ჩელსის” მთავარი სატრანსფერო მიზანი იქნება. ჟოზე მოურინიოს შეტევის ხაზის გაძლიერება იმ მიზეზით სურს, რომ ლოიკ რემი, დიდიე დროგბა და დიეგო კოშტა ხშირად ტრავმიანობენ, რის გამოც “არისტოკრატებს” შეტევაში ხშრიად პრობლემები ექმნებათ.

მიუხედავად “ინტერის” წარუამტებელი სეზონისა, სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 22 წლის იკარდიმ 29 მატჩში 16 გოლის გატანა შეძლო

წყარო იმასაც იუწყება, რომ ლონდონელები დაცვის გაძლიერებაზეც მუშაობენ. ჩეხის წასვლის შემთხვევაში კი მეკარითაც გაძლიერდებიან.