როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი წერს, მადრიდის „რეალის“ ლიდერებს კრიშტიანუ რონალდუს, იკერ კასილიასსა და სერხიო რამოსს კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ცუდი ურთიერთობა აქვთ.
მეკარე უკამაყოფილოა, რომ პერესი რამდენიმეჯერ მის ადგილას ჯანლუიჯი ბუფონის მოწვევას ცდილობდა და მას მხარი მოურინიოსთან კონფლიქტის დროს არ დაუჭირა.
მადრიდელთა პოორტუგალიელი ლიდერი კი გულდაწყვეტილია, რომ კლუბმა კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა და გადაწყვეტილების მიღებისას მისი აზრი არ გაითვალისწინა.
გარდა ამისა, ფეხბურთელები უკმაყოფილონი დარჩნენ, როდესაც კლუბმა ექიმ ხესუს ოლმოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს. მათი აზრით, ტრავმის დროს სპეციალისტის მეთოდები ნაკლებად ეფექტურია.
რაც შეეხება რამოსს, ის უკმაყოფილოა იმით, რომ კლუბმა „ბარსელონას“ მხრიდან მისსადმი ინტერესი ოფიციალურად არ უარყო. თანაც, მხარეები ახალ კოტნტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ცნობისთვის, მოქმედი შეთანხმება მათ 2017 წლამდე აკავშირებთ.