იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი აცხადებს, რომ “როსონერის” ფეხბურთელებს მისი სჯერათ.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ატალანტამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
“კლუბის ხელმძღვანებლობას შეუძლია დაინახოს, რომ ეს ფეხბურთელები კარგად თამაშობენ. ბოლო ოთხ-ხუთ მატჩში ნამდვილი გუნდი ვიყავით. კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს. ჩემს ფეხბურთელებს ჩემი სჯერათ”, – ამბობს ინძაგი.