რონალდოს წარმატების საიდუმლო – დინამიური სექსი

ექიმები ამტკიცებენ: სპორტსმენები და ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და რეგულარულად ვარჯიშობენ, სექსუალურ ცხოვრებას საშუალოდ ათი წლით იხანგრძლივებენ. 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში, რომლებიც კვირაში თუნდაც სამი საათი უთმობენ სირბილს, იმპოტენციის რისკი 30 პროცენტით დაბალია, ვიდრე იმავე ასაკის კაცებში, რომლებიც არასპორტულად ცხოვრობენ.

სხვათა შორის, იმ ორ აზარტულ საქმიანობას შორის, რასაც მამაკაცები მთელი ერთგულებით ასრულებენ, გარკვეული უკუპროპორციული დამოკიდებულება შეინიშნება. მოსაზრებას, რომ სექსი სპორტია, თუმც ნაკლებად რუტინული და უფრო მეტად სასიამოვნო, ეს ციფრები ამტკიცებს: როდესაც ადამიანი სიყვარულით კავდება, გულისცემა წუთში 70-დან 200-მდე იზრდება, სუნთქვის სიხშირე კი სამჯერ იზრდება. დაახლოებით ამავე მაჩვენებელს გვაძლევს ასმეტრიან დისტანციაზე სირბილი. სიამოვნების მიღებასთან ერთად, ფიზიკურადაც იტვირთებით, რაც ორმაგად მომგებიანია. ასე რომ, საწოლი საუკეთესო სპორტული მოწყობილობა ყოფილა, რაც ოდესმე გამოუგონიათ.

აღნიშნულის მიუხედავად, ზოგიერთი მწვრთნელი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების წინ სპორტსმენს სექსით დაკავებას უკრძალავს. აქ აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება.

გამოჩენილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ კარიერის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ სექსი საფეხბურთო შედეგზე უარყოფითად მოქმედებსო. თავისივე მაგალითზე ბრაზილიელი თავდამსხმელი ამბობდა, რომ მასტურბაცია გაცილებით დამქანცველია. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე სექსი – აი, მისი წარმატების საიდუმლო! თამაშების წინ სექსზე უარს არც არგენტინელი დიეგო მარადონა ამბობდა. სხვათა შორის, მწვრთნელი მარადონაც აძლევდა თავის ფეხბურთელებს ცხოვრებით ტკბობის საშუალებას.

ამავე დროს, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების ავტორიტეტული ექიმები შეკრებებზე ფეხბურთელებს თითქმის ბერებად აქცევენ ხოლმე. მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ანტისექს-რეჟიმი სასარგებლოა, ზიგმუნდ ფროიდმა განავითარა. გამოჩენილი ფსიქოლოგი ამტკიცებდა, რომ თითოეულ ადამიანს ენერგიის გარკვეული რაოდენობა აქვს და თუ მას ერთი საქმისკენ მიმართავ, მეორესთვის აღარ გეყოფა. როგორც აღმოჩნდა, ფროიდი ცდებოდა.

ხარჯავს თუ არა ფიზიკურ ძალას სექსი? ამის გასარკვევად მეცნიერებებმა სპეციალური კვლევები ჩაატარეს. შედეგები ნათელია: არ შეინიშნა მტკიცებულება, რომ ინტიმური ურთიერთობა რაიმე გავლენას ახდენს ძალაზე, გამძლეობაზე, გონებრივ ბალანსზე, რეაგირების სისწრაფეზე ან რაიმე სხვა პარამეტრზე, რამაც შეიძლება სპორტსმენის მოქმედებაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. სამაგიეროდ, ბედნიერების ჰორმონები, რომელიც სექსუალური ურთიერთობის დროს გამოიყოფა, ამაღლებს სპორტსმენის სულისკვეთებას და ის ბრძოლის იშტაზე მოჰყავს.

სექსს შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი ამ საქმით მთელი ღამის განმავლობაში დაკავდება, შესაბამისად – ვერ გამოიძინებს. გარდა ამისა, რეკომენდირებული არ არის ინტიმური ურთიერთობა იმ დღის დილას, როდესაც მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი: ერექცია აღშობს ემოციებს, კლებულობს აგრესიის დონე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სპორტულ არენაზე. თუმცა, ყველაფერი ინდივიდუალურია.

სექსისგან ხანგრძლივი თავშეკავება ნამდვილად ავნებს სპორტსმენს. ადრე თუ გვიან, ეს ერექციის პრობლემებს გამოიწვევს. ერექციული დისფუქცია საკმაოდ გავრცელებული დიაგნოზია მთელს მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი.

ამ შემთხვევაში, მამაკაცები ვიაგრას, დინამიკოსა და სხვა პრეპარატებს მიმართავენ იმისთვის, რომ ერექციის ნორმალიზება მოხდეს.

იცით, რატომ მოსწონთ ლამაზ ქალებს ფეხბურთელები? არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგ სპორტსმენებს ფული თავზე საყრელად აქვთ, არამედ ისინი ლოგინშიც ისეთივე ენერგიულები არიან, როგორც საფეხბურთო მოედანზე.