მარკო როისმა გერმანიის ნაკრებში საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო როისმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც გერმანიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.

29 წლის მოთამაშემ მესუთ იოზილი გამოარჩია და ისიც თქვა, თუ რატომ მიიჩნევს მას საუკეთესოდ.

“მესუთ იოზილი… ის არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე თანაგუნდელებს კარგად ხედავს. მას გოლების გატანა და ბევრი საგოლე პასის გაკეთება შეუძლია. იოზილი ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. მასთან ერთად თამაში ყოველთვის მსიამოვნებს და რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მესუთ იოზილის დამატების ვარიანტს “ჩელსიშიც” განიხილავენ

გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მესუთ იოზილის გადაბირების ვარიანტს ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებიც განიხილავენ.

როგორც იცით, მიმდინარე კონტრაქტი, რომელიც მესუთ იოზილს “არსენალთან” აკავშირებს, მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და შესაბამისად, ძალიან დიდია შანსი, რომ “მეთოფეებმა” არჩევანი იოზილის ზამთარში გაყიდვაზე გააკეთონ.

უცხოურ პრესაში 29 წლის გერმანელი ფეხბურთელის გადაბირების მთავარ პრეტენდენტებად “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბარსელონასაც” ასახელებენ. ახლა კი მათ სიას ლონდონის “ჩელსიც” შეუერთდა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში იოზილმა 10 მატჩი ჩაატარა და ამ დროის მანძილზე მხოლოდ ერთი გოლისა და სამი საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა პირად აქტივში.

ვენგერი: “არსენალი” იოზილს და სანჩესს იანვარში არ გაყიდის”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავისი გუნდის ლიდერების იანვარში გაყიდვა გამორიცხა.

“რა თქმა უნდა, იოზილისა და სანჩესის წასვლას გამოვრიცხავ. ამაზე ყოველ დღე არ ვფიქრობ. იმ დროის მანძილზე, რაც ისინი ჩვენთან არიან, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს გუნდისთვის. ჩემი ხედვით, ეს დუეტი სეზონის ბოლომდე დარჩება ჩვენთან. თუ რამე წარმოუდგენელი არ მოხდა, ეს მართლაც ასე იქნება. ხოლო, სეზონის ბოლოს ისინი თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ჩემზე, ამ მხრივ, ბევრი რამ ნამდვილად არაა დამოკიდებული.”

“უილშირი? ყველამ და პირველ რიგში მან იცის ყველაზე კარგად, რომ მის სურვილს ბოლომდე ვითვალისწინებდი. ჩემი პრიორიტეტი იმის გაკეთება იყო, რაც მისთვის იქნებოდა საუკეთესო. თუ ჩავთვლი, რომ მას აქ დარჩენა სურს, ამისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები,” – ამბობს ვენგერი.

მესუთ იოზილი: “ამასთან შეგუება მიწევს”

მესუთ იოზილმა მის ამჟამინდელ კარიერაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მიუხედავად პოზიციის ცვლილებისა, გუნდში არსებული სიტუაციით კმაყოფილია.

“აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი სამუშაოს შესრულებისას ასი პროცენტით ვიხარჯები ხოლმე. ვცდილობ, მოედანზე ყველაფერი დავტოვო. ჩემთვის ფეხბურთში მთავარი ეს არის. ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი საქმით დიდი სიამოვნებას ვიღებ. რა მოხდება მომავალში, ამას მალე ვიხილავთ.”

“ყველაზე კარგად, მოედანზე ჩემი თავის შესაძლებლობები მე ვიცი. ყველა ხვდება, რომ საყვარელი პოზიცია გამთამაშებლის ადგილია. თუმცა, ბოლო ხანებში მწვრთნელი მარჯვენა ფლანგზე მათამაშებს. ამასთან შეგუება მიწევს და ვცდილობ, სწორედ აქ გამოვავლინო დადებითი თვისებები,” – აცხადებს იოზილი.

იოზილი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა

მესუტ იოზილის დამატებით, რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

საქმე იმაშია, რომ გერმანელ ფეხბურთელს “არსენალთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. როგორც ჩანს მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, ამიტომაც, დიდი ალბათობით, იოზილი კლუბს დატოვებს.

რა თქმა უნდა, მისი დამატება ყველას ძალიან უნდა, მათ შორის პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოსა, რომელსაც აქამდე, გერმანელ ფეხბურთელთან მადრიდის “რეალშიც” უმუშავნია. თავის მხრივ ბედს ცდის მილანის “ინტერი”, მაგრამ ერთი განსხვავებით, იტალიელები მზად არიან მესუტი სატრანსფერო ფანჯრის დროს, ზამთარში აიყვანონ.

“ბარსელონა” შესაძლოა, იოზილის ტრანსფერზე გადაერთოს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ნეიმარის მომავალი ჰაერშია. არავინ იცის, როგორ განვითარდება ბრაზილიელის გარშემო მიმდინარე მოვლენები. “ბლაგურნას” ხელმძღვანელობაც თავს იზღვევს და აქტიურად ეძებს 25 წლის ვარსკვლავის შემცვლელს. ერთ-ერთი ასეთი “ლივერპულის” ფეხბურთელი, ფილიპე კოუნტინიოა.

როგორც Don Balon-ი იუწყება, მერსესაიდელთა მოთამაშის ვერშეძენის შემთხვევაში, “ბარსა” მესუთ იოზილის ტრანსფერზე გადაერთვება. გერმანელს ლონდონის “არსენალთან”, კონტრაქტის თანახმად, მხოლოდ ერთი სეზონიღა აკავშირებს. შესაბამისად, სწორედ ახლაა იმის შანსი, რომ მესუთი ყველაზე იაფად გაიყიდოს. ესპანელებს თურქული ფესვების მქონე სპორტსმენის შეძენა 60 მილიონ ევროდ სურთ. ტრანსფერის შანსს ისიც ზრდის, რომ “ბარსას” მესვეურებს წარსულშიც სურდათ იოზილის შეძენა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

ვენგერი: “იდეალურია, როცა ფეხბურთელებს კონტრაქტის ბოლო წელსაც ინარჩუნებ”

ლონდონის “არსენალმა”, თუ კონკრეტულ შვიდ ფეხბურთელს არ გაყიდის, შესაძლოა, დაკარგოს ის 100 მილიონი ფუნტი (დაახლოებოთ), რომელსაც ის ტრანსფერებით გამოიმუშავებდა. საქმე იმაშია, რომ იოზილს, სანჩესს, კასორლას, უილშირს, ჩემბერლენს, გიბსს და დებუშის კონტრაქტები მომავალ ზაფხულში ეწურებათ. თუ ისინი არ გაიყიდებიან ან ახალ ხელშეკრულებას არ დადებენ, შეეძლებათ, ამ სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღონ და წავიდნენ გუნდიდან.

არსენ ვენგერმა ზემოთ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.

“იდეალურია, როცა ფეხბურთელებს კონტრაქტის ბოლო წელსაც ინარჩუნებ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი პერიოდის მანძილზე გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯონ. ზოგი ამბობს, რომ სწორედ უკანასკნელ სეზონში სპორტსმენები სათანადოდ არ ირჯებიან. არ მესმის, ჩემი კლუბის წევრებთან დაკავშირებით ასეთი რამეები საიდან მოაქვთ. თუნდაც მათ არ გააფორმონ ახალი კონტრაქტი, მაინც დადებითად მიმაჩნია გუნდში მოთამაშეების წინასწარ განსაზღვრული დროის ბოლომდე დარჩენა,” – აცხადებს ვენგერი.

იოზილი “რეალში” დაბრუნების ვარიანტს არ გამორიცხავს

ლონდონის “არსენალის” გერმანელი ვარსკვლავი, მესუთ იოზილი თავის ყოფილ კლუბში, მადრიდის “რეალში” დაბრუნების სამომავლო ვარიანტს არ გამორიცხავს.

“მადრიდში დაბრუნება? ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთ დიდ კლუბში რომ ვთამაშობ, როგორიც “არსენალია”, რომელსაც გასაოცარი გულშემატკივრები ჰყავს.

ლონდონში ყოფნა მსიამოვნებს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ვერ ვუარყოფ, “რეალი” უდიდესი კლუბია, სადაც რამდენიმე ფანტასტიკურ ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობდი. მათი გულშემატკივრები კი ნამდვილად ლოიალურები არიან, ისინი ახლაც კი მხარში მიდგანან.

იქ სამი დიდებული წელი გავატარე, ახლა კი მოგონებებიღა დამრჩა.”

იოზილმა და დი მარიამ გეზი უკან, მადრიდისკენ აიღეს

მადრიდული გამოცემა, Marca ძალზედ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მადრიდის “რეალის” ყოფილი ლიდერები, მესუთ იოზილი და ანხელ დი მარია “ბერნაბეუზე” დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ-არგენტინული დუეტი მადრიდელთა ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა, სანამ 2013 წელს იოზილი “არსენალში” გადაბარგდებოდა. ერთი წლის შემდეგ კი, დი მარიამ “ბლანკოსი” “მანჩესტერში” გაცვალა.

მართალია, იოზილს ლონდონის “არსენალთან” არსებული კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, დი მარიას კი 2019 წლამდე, მაგრამ ესპანელები გვარწმუნებენ, რომ ეს მათ მადრიდში დაბრუნებას ხელს არ შეუშლის.

მიზეზად კი მარკა იმას ასახელებს, რომ ეს ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობენ.

კარიკატურა: ოზილი “რეალზე” ოცნებობს (ფოტო)

ლონდონის “არსენალის” მესვეურები ცდილობენ, ოზილი შეინარჩუნონ. ზოგი ფირქობს, რომ მესუთს ვენგერის გუნდში დარჩენა არ სურს.

რატომ?

ომარ მომანის აზრით, ოზილი “რეალზე” ოცნებობს…

როგორ გამოიყურება იოზილისა და პოგბას Adidas-ის ახალი ბუცები? (ფოტო)

ცნობილმა გიგანტურმა ფირმამ, Adidas-მა ფეხბურთელებისთვის ახალი ბუცები შექმნა. ესაა ე.წ. “მთვარისგან შთაგონებული ბუცები”. მათი მორგების ბედნიერება, პირველად, პოლ პოგბასა და მესუთ იოზილს მიეცემა.

იოზილი მომავალ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ შეხვედრაზე იასპარეზებს ამ სპორტული ფეხსაცმლით.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (11 აგვისტო)

Sport Bild: იოზილს გული “სანტიაგო ბერნაბეუსკენ” მიუწევს

Sport Bild-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მესუტ იოზილი ლონდონურ “არსენალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას მანამდე არ აპირებს, სანამ “რეალში” გადასვლის მიზერული შანსი მაინც ექნება.

ოფიციალურად: ტიმ კეჰილი პირლოს, ვილიასა და ლამპარდს შეუერთდა

“მელბურნ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კლუბმა “ევერტონის” ყოფილი ნახევარმცველი, ტიმ კეჰილი გადაიბირა. ტიმმა ავსტრალიურ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი – პირველი ორი წელი კეჰილი “მელბურნს”, როგორც ფეხბურთელი, ისე მოემსახურება, ბოლო წელი კი როგორც მწვრთნელი.

მუსტაფი “მეთოფეთა” რიგებში ეწერება

16 მაისი: “ბარსელონას” მუსტაფის გადაბირება სურს (Sport)
17 ივლისი: “ჩელსიმ” ყურადღება შკოდრან მუსტაფის მიაქცია (Daily Mirror)
25 ივლისი: “ვალენსიამ” მუსტაფი “მილანს” შესთავაზა (Cadena SER)
27 ივლისი: “ვალენსია” მუსტაფის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს (Cadena Cope)
28 ივლისი: “არსენალმა” “ვალენსიასთან” მოლაპარაკებები წამოიწყო (Sky Sports)
4 აგვისტო: მუსტაფისთვის ბრძოლაში “ჩელსი” ჩაერთო (BBC Sport)
11 აგვისტო: “არსენალმა” მუსტაფისთან შეთანხმებას მიაღწია

ასე და ამგვარად, სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება – როგორც ჩანს, გერმანელი ფეხბურთელი არსენ ვენგერის გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

ოფიციალურად: დემიკელისი “ესპანიოლში” გადავიდა

ესპანური “ესპანიოლის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ სიტის” 35 წლის მცველი, მარტინ დემიკელისი კარიერას “ესტადიო კორნელიაზე” გააგრძელებს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, ადნან იანუზაი “სანდერლენდში” გაუშვას

Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ადნან იანუზაის “სანდერლენდში” გაშვებას აპირებენ. მიუხედავად მოიესის სურვილისა, სრული უფლებები მოეპოვებინა ბელგიელ ფეხბურთელზე, “მანჩესტერელები” მხოლოდ მის განათხოვრებაზე დათანხმდნენ.

პელეგრინი ესპანეთს უახლოვდება

Marca-ს ცნობით, ესპანური “ვილიარეალის” ხელმძღვანელები მარსელინიოს დათხოვნას (რომელმაც გუნდი მე-4 ადგილზე გაიყვანა) და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის მიღებას აპირებენ.