ელიტ-რაუნდის მეორე ტური: 17-წლამდე ნაკრებმა ირლანდიასთან წააგო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში ირლანდიასთან 0:2 დათმო. გიორგი ნემსაძის გუნდმა პირველ ტაიმში გაუშვა ორივე გოლი და მიუხედავად მცდელობებისა, თავად ვეღარ გაიტანა, არადა, მომენტები იყო.

სამწუხაროდ, პოლონეთთან (2:2) მატჩის დარად, ტრავმამ ამჯერადაც საწყის წუთებში გამოაკლო ჩვენს გუნდს ფეხბურთელი – შოთა ნონიკაშვილი მე-10 წუთზე გახდა შესაცვლელი.

ხარშილაძე, ნონიკაშვილი (კალანდაძე), ჭინჭარაული, მექვაბიშვილი, ჯანგველაძე, ჩოთალიშვილი (შვარცი), ტალახაძე, მესიაჩენკო, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია.

ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთმა 3:0 მოუგო მაკედონიას, რომელსაც საქართველოს ნაკრები 27 მარტს დაუპირისპირდება.

Gff.Ge

საქართველოს ნაკრები დღეს “დინამო არენაზე” ივარჯიშებს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფის ერთერთ ლიდერთან, ირლანდიასთან მზადების ფარგლებში ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე ბოლო ვარჯიში გამართა. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისისა და 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის შეთანხმების საფუძველზე, ჯიმი ტაბიძე ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა. ფეხბურთელი უკვე ჯანმრთელადაა და 21 წლამდე ნაკრებთან ერთად უკვე ივარჯიშა. საქართველოსა და პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრებთა დაპირისპირების შემდეგ ფეხბურთელი კვლავ ეროვნულ გუნდში დაბრუნდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ჩაატარებს. 1 სექტემბერს ეროვნული გუნდი დინამო არენაზე 19.30 წუთიდან ივარჯიშებს.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ

1 სექტემბრის სრული განრიგი

17:30 – ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 – ირლანდიის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის)

19:00 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დასწრება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის)

Gff.Ge

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ეროვნული გუნდი სასტუმრო “ჰუალინგში” განთავსდა. სადებიუტო ვარკიში ს.კ. “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე შედგა. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საკლუბო მატჩების გამო გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კაკაბაძე და ჯაბა ჯიღაური ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეურთდებიან და სავარჯიშო პროცესში 29 აგვისტოს ჩაერთვებიან. ტრავმის გამო  დღევანდელი ვარჯიში ჯიმი ტაბიძემ და გიორგი ლორიამ გამოტოვეს. ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ ნაკრებთან ერთად დღეს პირველი სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ხვალიდან სავარჯიშო პროცესში თბილისის “დინამოს” წევრი ნუკრი რევიშვილიც ჩაერთვება.

29 აგვისტოს ეროვნული გუნდი ორჯერად ვარჯიშს ჩაატარებს.

გაგაცნობთ ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების შემადგენლობას

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩის, საქართველო-ირლანდიის ბილეთების რეალიზაცია როგორც ონლაინ-რეჟიმში,აგრეთვე “დინამო არენას” სალაროებში მიმდინარეობს.

საქართველო-ირლანდიის მატჩი, “დინამო არენაზე” 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

Gff.Ge

გარეთ ბეილი: “ირლანდიასთან მატჩში საქართველო წაგებას არ იმსახურებდა”

მადრიდის “რეალისა” და უელსის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა უელსისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართ დაპირისპირებამდე პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“ბოლო თამაშებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთში სუსტი მეტოქეები აღარ არსებობენ. ავსტრიასთან გამართული რთული მატჩიდან გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

ჩვენი დღევანდელი მეტოქის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. თუმცა, მატჩისწინა დღეს მათ ახლოდან შევისწავლით.

მათი თამაშები მეც არ მაქვს ნანახი, თუმცა ვიცი, რომ მათ წარსულში კარგი შედეგები ჰქონდათ. მათ ესპანეთის დამარცხება მოახერხეს და ვფიქრობ, რომ ირლანდიასთანაც არ იმსახურებდნენ წაგებას. ასე რომ, წინ რთული მატჩი გველის.” – განაცხადა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი კარდიფში, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

ცისკარიძე: “ვფიქრობთ, როგორ შევაჩეროთ ბეილი”

დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში უელსის გუნდს დაუპირისპირდება.

ქართველმა მარცხენა მცველმა, ზურაბ ცისკარიძემ წინასამატჩოდ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ირლანდიასთან კარგი  მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ იმ შეხვედრაში დავმარცხდით, სადაც სამ ქულას ვიმსახურებდით. დაახლოებით, იგივე სიტუაცია იყო ავსტრიასთან შეხვედრაში. იმ მატჩშიც 3-4 ას პროცენტიანი შანსი გვქონდა, თუმცა მომენტების რეალიზება ვერ შევძელით.”

“იმედია, უელსელებთან შანსებს გამოვიყენებთ.”

“გარეთ ბეილი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. იგი პროფესიონალი მოთამაშეა. ვფიქრობთ, როგორ შევაჩეროთ ბეილი. დიდი პატივი იქნება, თუ მის წინააღმდეგ მომიწევს თამაში. იმედია, ამის საშუალება მომეცემა,” – განაცხადა ცისკარიძემ.

მარტინ ო’ნილი: “პირველი ტაიმი საშინლად ჩავატარეთ, თუმცა მეორეში ყველაფერი გამოვასწორეთ”

6 სქტემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს  საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ირლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა, მარტინ ო’ნილმე შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. მეორე ნახევარში ბევრი ხარვეზი გამოვასწორეთ და ამან შედეგი მოიტანა.”

“ირლანდიას ისეთი მატჩების მოგებაც შეუძლია, რომლებშიც მთლად მოწოდების სიმაღლეზე ვერაა. ეს დღეს დავამტკიცეთ!”

“შეხვედრის წინ ჩემი სპორტსმენები თავდაჯერებულნი გავიდნენ მოედანზე. მაგრამ როცა მეტოქე მოულოდნელად აგრესიულად იწყებს თამაშს, ბურთის ართმევა გიჭირს და ის შენს ნახევარს მიგაჯაჭვებს, ამის შემდეგ რთულია, თავდაჯერებულად იასპარეზო. ცოტა დრო დაგვჭრდა აზრზე მოსასვლელად. საბოლოოდ, მისაღები შედეგი დაფიქსირდა.”

“მეორე ტაიმში ურო აქტიურად ვთამაშობდით პრესინგზე. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ რაღაც პერიდის განმავლობაში  ბურთის კონტროლზე უპირატესობა ჩვენ გვქონდა. კოულმენმა გაიტანა… ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენთვის! ეს გამარჯვება, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა!” – განაცხადა ო’ნილმა.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა ეროვნული ნაკრების მარცხს ქართველ გულშემატკვივრებში?

6 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ამ ფაქტს ქართველ გულშემატკივარში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

“საქართველო დიდი გუნდებისთვის ყოველთვის ქუჩაში დაგდებული ბანანის ქერქს წარმოადგენს”

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ საკმაოდ დაძაბულ მატჩს ირლანდიელი გულშემატკივრების მხრიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ საუკეთესო კომენტარებს:


“3 ქულა არის! საქართველო დიდი გუნდებისთვის ყოველთვის ქუჩაში დაგდებული ბანანის ქერქივითაა.”

“საშინელი პერფრომანსი. ამ მატჩის შემდეგ იმისიც მრცხვენია, ირლანდიელი რომ ვარ.”

“მარტინ ო’ნილს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ მოახერხა ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება”

“საქართველო ძალიან უცნაური გუნდია, ისინი ყოველთვის გვჯაბნიან, მაგრამ ყოველთვის აგებენ.”

“ყოჩაღ ქართველთა კაპიტანს, რობი ბრედის ტრავმაზე მყისიერი რეაგირებისთვის.”

“ამ მატჩში საუკეთესო მსაჯის საბოლოო სასტვენი იყო. საშინელება იყო. არსებობს იმის რაიმე შანსი, რომ ერთხელაც ნორმალურად ვითამაშოთ ფეხბურთი?”

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

6 ოქტომბერს რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

თავისი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა, რომელშიც იგი ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

პირველი ტაიმი მთლიანად ქართველების უპირატესობით წარიმართა. ჩვენმა ბიჭებმა რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, თუმცა ანგარიში ვერ გახსნეს.

მეორე ნახევარში ირლანდიელები გონს მოეგნენ, გამოცოცხლდნენ და მატჩის სადავეები ხელთ იგდეს. 56-ე წუთზე ირლანდიელთა მარჯვენა მცველი, კოულმენი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, გასცდა ნავალოვსკის, საჯარიმოში შევიდა და მახვილი კუთხიდან შეძლო გოლის გატანა.

ამის შემდეგ ქართველები მინიმუმ ქული აღებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და ჩვენი ნაკრები ირლანდიასთან ზედიზედ მერვედ დამარცხდა.

ამ წარუმატებელი დაპირისპირების შემდეგ საქართველოს 0 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება.

 

ვლადიმერ ვაისი: “გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი მყავს”

დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში სტუმრად ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

“იმედია, წარმატებას მივაღწევთ ხვალინდელ შეხვედრაში, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. როცა წარსულში სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს ჩავუდექი სათავეში, მაშინაც იგივე სიტუაცია იყო, რაც ახლა ამ ნაკრებშია.”

“მიუხედავად დასაწყისში არსებული პრობლემებისა, ჩვენ ვპროგრესირებთ და ვცდილობთ, ყველა ასპექტში განვვითარდეთ. როცა ქართველების მწვრთნელობა შემომთავაზეს, მე ამ გუნდის ბევრ მატჩს ვუყურე, ვნახე წარუმატებლობა, ძალიან ბევრი წაგებული შეხვედრა… მაგრამ დავინახე, რომ საქართველოს ნაკრებში დიდი ტალანტის მქონე ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, რათა დიდ წარმატებებს მივაღწიოთ.”

“ჩემი სპორტსმენები უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ჩვენ ყველა ხარვეზზე ვმუშაობთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ახლა არ ვიცი რა იქნება, თუმცა მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს,” – განაცხადა ვაისმა.

პრევიუ: ირლანდია – საქართველო

6 ოქტომბერს რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკავლიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიის ეროვნულ გუნდს სტუმრად დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი აღნიშნული შეხვედრის პრევიუს გთავაზობთ.

ირლანდია – საქართველო

სტადიონი: “ავივა სთეიდიუმი”

დაწყების დრო: 22:45 საათი, 6 ოქტომბერი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: ტონი შაპრონი

ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტურის შეხვედრა 5 სექტემბერს ჩაატარა “დინამო არენაზე” ავსტრიის წინააღმდეგ და, ანგარიშით, 1-2 დამარცხდა. მიუხედავად დიდი იმედებისა, ისევ წარუმატებლად დავიწყეთ მორიგი საკვალიფიკაციო და ახლა 0 ქულით მეხუთე ადგილზე ვიმყოფებით.

ნაკრები ირლანდიაში არც თუ ისე დიდი დანაკლისით გაემგზავრა. მთლიანობაში, სამი მოთამაშის არყოფნას განვიცდით. პირველ რიგში, გუნდის კაპიტანი, ჯაბა კანკავა უნდა აღვნიშნოთ. ჯაბას უკვე დიდი ხანია ტრავმა აწუხებს და უცნობია, როდის დაბრუნდება იგი. ასევე, დაზიანება აქვს მეორე საყრდენს, ნიკა კვეკვესკირს, რომელიც ლაზარეთში 2 კვირის წინ მოხვდა. კვეკვესკირს მალე ელოდებიან, თუმცა იგი ვერც ირლანდიასთან და ვერც უელსთან ვერ დაიცავს ნაკრების ღირსებას. ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს ახალგაზრდა შემტევი, გიორგი აბურჯანია. “სევილიას” ქართველ ლეგიონერსაც უკვე დიდი ხანია დაზიანება აქვს.

სხვა მხრივ, ჩვენი ნაკრების მოთამაშეები სრულ მწყობრში არიან.

რაც შეეხება, მოწინააღმდეგეს… ირლანდიამ პირველი შეხვედრა 5 სექტემბერს სერბეთთან სტუმრად ჩაატარა და ერთ ქულის აღება (2-2) მოახერხა.

ირლანდიელებს მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვთ. დარილ მერფმა წვივი დაიზიანა და ქართველებთან დაპირისპირებაში ვერ იქნება. ნახევარმცველი, აიდენ მაკგიდიც ლაზარეთშია – მას მყესი პრობლემა აწუხებს. გარდა ამ ორი ფეხბურთელისა, ირლანდიას ვერ დაეხმარებიან: ენტონ პილკინგტონი, მარკ ვილსონი, ჰარი არტერი და კეირან ვესტვუდი.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები აქადე ერთმანეთს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ; სამწუხაროდ, მეტოქესთან შვიდივეჯერ დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე, მჭედლიძე.

cats

 

ვლადიმირ ვაისი: “იმედია, წარმატებას მივაღწევთ ხვალინდელ შეხვედრაში, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. როცა წარსულში სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს ჩავუდექი სათავეში, მაშინაც იგივე სიტუაცია იყო, რაც ახლა ამ ნაკრებშია.”

მიუხედავად დასაწყისში არსებული პრობლემებისა, ჩვენ ვპროგრესირებთ და ვცდილობთ, ყველა ასპექტში განვვითარდეთ. როცა ქართველების მწვრთნელობა შემომთავაზეს, მე ამ გუნდის ბევრ მატჩს ვუყურე, ვნახე წარუმატებლობა, ძალიან ბევრი წაგებული შეხვედრა… მაგრამ დავინახე, რომ საქართველოს ნაკრებში დიდი ტალანტის მქონე ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, რათა დიდ წარმატებებს მივაღწიოთ.”

“ჩემი სპორტსმენები უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ჩვენ ყველა ხარვეზზე ვმუშაობთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ახლა არ ვიცი რა იქნება, თუმცა მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს.”

როი კინი: “საქართველოს ნაკრებთან რთულ თამაშს ველით. ვიცით, რომ გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იქნება, ამიტომ მოედანზე დიდი მოტივაციით უნდა გავიდეთ.

კარგია, რომ შინ ვთამაშობთ, რადგან ბრწყინვალე გულშემატკივრები გვყავს. საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ მოლდოვაში მივემგზავრებით. რთული კვირა გველის, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია.”

იტალია 0-1 ირლანდია: ირლანდიელებმა 1/8-ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის E ჯგუფის მესამე ტურის მატჩი იტალიისა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. მატჩის უდავო ფავორიტად “სკუადრა აძურა” სახელდებოდა, რომელსაც უკვე განაღდებული ჰქონდა მომდევნო ეტაპზე გასვლა, თუმცა ირლანდიელებმა ყველასდა გასაკვირად სანატრელი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

ანტონიო კონტეს ბიჭები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე ირლანდიელთა შესანიშნავ შეტევას ბრედის გოლი მოჰყვა, რამაც ირლანდიელებს მომდევნო ეტაპის საგზური მოუტანა.

ევრო-2016
E ჯგუფი
იტალია 0:0 ირლანდია (0:0)

იტალია: სირიგუ, დე შილიო (ელ შაარავი 81′), ოგობონა, ძაძა, ფლორენცი, ტიაგო მოტა, იმობილე (ინსინიე 74′), შტურარო, ბარძალი, ბონუჩი, ბერნარდესკი (დარმიანი 60′).

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი, კეო, მაკარტი (ჰულაჰანი 77′), ლონგი, მაკლინი, დაფი, ჰენდრიკი, ბრედი, უორდი, მერფი (მაკგიდი 70′).

მთავარი მწვრთნელი: ო’ნილი.

გოლები: ბრედი 85′
გაფრთხილებები: ეკდალი 33′, იოჰანსონი 36′ – მეუნიორი 30′, ვიტსელი 45+1′
მთავარი მსაჯი: ჰატეგანი (რუმინეთი).