ხორვატიის დასუსტებულმა გუნდმა ისლანდია დაამარცხა (ვიდეო)

მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის D ჯგუფი ძალიან საინტერესო გამოდგა და ბოლო მომენტამდე ოთხივე გუნდს ჰქონდა მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვების შანსი.

მართალია, ხორვატებს უკვე განაღდებული ჰქონდათ მერვედფინალებში თამაში და დასუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ, მაგრამ მაინც შეძლეს მოტივირებული ისლანდიელების დამარცხება.

ანგარიში ბადელმა შეხვედრის 53-ე წუთზე გახსნა, რასაც ისლანდიელთა მხრიდან სიგურდსონმა უპასუხა თერთმეტმეტრიანის საშუალებით. გადამწყვეტი გოლი კი შეხვედრის 90-ე წუთზე პერიშიჩმა გაიტანა,

მსოფლიოს ჩემპიონატი
D ჯგუფი (3 ტური)
ხორვატია – ისლანდია 2:1 (0:0)
გოლები: ბადელი 53′, პერიშიჩი 90′ – სიგურდსონი (პენ’) 76′

ნიგერიამ ისლანდია დაამარცხა, არგენტინა შანსს ინარჩუნებს (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა. ჯგუფის მეოთხე მატჩში ნიგერიისა და ისლანდიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ მატჩს დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს არგენტინის ფანებიც.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი არც ისე სანახაობრივი გამოდგა. მოგების შემთხვევაში ისლანდია თითქმის ინაღდებდა მომდევნო ეტაპის საგზურს, გამომდინარე აქიდან, ევროპელები ძალიან მოტივირებულები იყვნენ.

უღიმღამო მატჩში ხალისი აჰმედ მუსამ შემოიტანა, რომელმაც შეხვედრის 49-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 75-ე წუთზე კი ამ უკანასკნელმა ანგარიში ორამდე გაზარდა. ისლანდიელებმა საპასუხო გოლი ვერ გაიტანეს.

ჯგუფის ბოლო ტურში არგენტინა ნიგერიას დაუპირისპირდება, ხორვატია კი ისლანდიას.

მსოფლიოს ჩემპიონატი
D ჯგუფი (2 ტური)
ნიგერია – ისლანდია 2:0 (0:0)
გოლები: აჰმედ მუსა 49′ 75′

ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: “ნაკრების წარმატება გუნდის ერთიანი სულიდან მოდის!”

გუშინ ისლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვო ანგარიშით, 2:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, გუდნი ბერგსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“სასიხარულოა, როცა ასეთი პატარა ქვეყნის ნაკრები წარმატებას აღწევს. გუნდი ძალიან ორგანიზებული და შეკრულია – მისი გატეხვა ურთულესია. სწორედ ამიტომ, მან ერთ დიდ მიზანს უკვე მიაღწია. ჩვენთვის დაუჯერებელია, რომ მუნდიალზე მივდივართ. ყველა ძალიან აღელვებული და გაოცებულია. ეს ჩვენთვის ფასადაუდებელი გამოცდილება იქნება.”

“ფეხბურთელებმა დიდებული სამუშაო შეასრულეს. ეს თაობა დიდი ხანია ერთად თამაშობს, რის გამოც ისინი ერთმანეთს მშვენივრად უგებენ. ერთიანმა სულმა განაპირობა ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება! ევროპის ჩემპიონატზე ფანები შესანიშნავად გვგულშემატკივრობდნენ. გუნდის სულისკვეთება მათზეც გადადის. იმედი მაქვს, მხარდაჭერა რუსეთშიც ასეთივე იქნება,” – განაცხადა ბერგსონმა.

ინგლისთან გამარჯვების შემდეგ – ახალშობილთა რეკორდული რაოდენობა ისლანდიაში

ისლანდიური საავადმყოფო საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც იმის წარმოდგენის საშუალებასაც გვაძლევს, თუ რამდენმა ადამიანმა აღნიშნა ევრო 2016-ზე ისლანდიის ნაკრების ინგლისის ნაკრებთან გამარჯვება.

საქმე ისაა, რომ ამ მატჩიდან ზუსტად 9 თვის გასვლის შემდეგ, ერთ-ერთ ისლანდიურ საავადმყოფოში მშობიარობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

როგორც ვხვდებით, ლარს ლაგერბეკის გუნდის ამ შესანიშნავ გამარჯვებას ისლანდიაში საკმაოდ დიდი ზეიმი მოჰყვა, ინგლისელებმა კი, ალბათ, მალევე დაიძინეს…

დრამა მესხზე: საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისლანდიასთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოსა და ისლანდიის 21-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩში ანგარიშის გახსნა არნორ რაგნარსონმა მე-15 წუთზე მოახერხა. ორ წუთში ლუკა ზარანდიამ უძლიერესი დარტყმით ლამაზი გოლის გატანა შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. ოთხ წუთში კი ისლანდეიელმა დუბლი შეასრულა და სტუმრები ისევ წინ გაიყვანა. 30-ე წუთზე ჩვენებმა კვლავ შეძლეს გატანა: ამჟამად ირაკლი  ბიძინაშვილი გამოირჩა.

მეორე ნახევარში მაყურებელმა ორი გოლი იხილა, სამწუხაროდ, ორივე ისლანდიელებისგან. ჯერ 51-ე წუთზე ალფონს სამპსტედმა წინ გაიყვანა სტუმრები, ხოლო  69-ე წუთზე აქსელ ანდერსონმა საერთოდ ორ ბურთიანი გახადა სხვაობა.

თუმცა, 89-ე წუთზე ქართველთაგან იმნაძე გამოირჩა. ხოლო, სულ მალე ზარიამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ამ საოცარ მატჩში ბოლო წერტილი დასვა.

საბოლოოდ, ეს მატჩი, ანაგრიშით, 4-4 დასრულდა.

ისლანდიის ნაკრების ვინგერი, გუდმუნდსონი ინგლისში გადაბარგებასთან ახლოსაა

ისლანდიის ნაკრებისა და “ჩარლტონის” ნახევარმცველი, იოჰან გუდმუნდსონი კარიერას ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

დიდი ალბათობით, 25 წლის ფეხბურთელი “ბარნლში” სამედიცინო შემოწმებას მომავალი 24 საათის განმავლობაში გაივლის, მის თანაგუნდელ ნიკომ პოუპოსთან ერთად.

გუდმუნდსონმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ისლანდიის ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი იყო.

გუდმუნდსონი “ჩარლტონში” 2014 წელს გადაბარგდა. მას შემდეგ, ჩემპიონშიპის 81 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 15 საგოლე გადაცემა.

ისლანდიის ნაკრების კაპიტანი: “ეს მხოლოდ დასაწყისია”

საფრანგეთთან, ევრო 2016-ის მეოთხედფინალურ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, ისლანდიის ნაკრების კაპიტანმა, არონ გუნარსონმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი ამ გაკვეთილების სწავლას აპირებს.

“იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ამავდროულად დაუჯერებლად ამაყები. უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. თუმცა, ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა. ფანები ფანტასტიკურები იყვნენ. ისინი ჯერ კიდევ მღერიან, დაუჯერებელია.

ფრანგებს ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, ისინი კვლავ აქ არიან. ეს აჩვენებს იმას, თუ რა ჩავდეთ ამ მატჩში. მატჩის პირველი ნახევარი სრული საშინელება იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ ხარვეზები გამოვასწორეთ. გადავწყვიტეთ, რომ ჩემპიონატი ასე არ უნდა დაგვეტოვებინა.

ამ ყველაფრისგან ვისწავლით. ეს მხოლოდ დასაწყისია.”

ლაგერბეკი:”ფრანგებს დიდ პრობლემებს შევუქმნით!”

დღეს “ევრო 2016” მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართება საფრანგეთისა და ისლანდიის ეროვნულ გუნდებს შორის. ტურნირის დასაწყისში ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ეს უკანასკნელი ნაკრები აქამდე მოაღწევდა.

მას შემდეგ, რაც ისლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიელებს, ჩეხებს და თურქებს სძლიეს, არც თუ ადვილ ჯგუფში მოხვდნენ გათამაშების ფინალურ სტადიაზე. მაგრამ ისინი მეოთხედფინალამდე დაუმარცხებლები მოვიდნენ!

ამ პატარა ქვეყნის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მთავარი მწვრთნელი, ლარს ლაგერბეკია, რომელმაც დღეს გასამართ მატჩზე ისაუბრა.

“დღევანდელ შეხვედრაში ფრანგები ნამდვილად არიან ფავორიტები, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ მათ რამე გარანტირებული ჰქონდეთ. მე შანსებს 60:40-ზე შევაფასებდი. მთავარი ჩვენთვის რწმენაა! რწმენა გამარჯვებისა, რომელიც მხოლოდ უდიდესი ბრძოლის შედეგად მოვა. ჩვენ აუცილებლად შევუქმით ფრანგებს პრობლემებს!”

ლაგერბეკს ჰკითხეს, მისი აზრით ვინ თამაშობს ყველაზე კარგ ფეხბურთს ამ ევროპის ჩემპიონატზე:”კარგი ფეხბურთი? რა არის “კარგი ფეხბურთი” და “ცუდი ფეხბურთი”? ყველა გუნდს თავისი სტილი აქვს და ყველა თავისებურად ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს. მაგალითად, იტალიელების და პორტუგალიელების თამაში არც ისე სანახაობრივი იყო, მაგრამ ორივემ დამსახურებულად მიაღწია მეოთხედ- და ნახევარფინალამდე.”

7 საინტერესო ფაქტი ისლანდიაზე

1. ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე

ევროპის ჩემპიონატის ისტორიას არ ახსოვს ისლანდიაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა, რომელმაც დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ბოლოს ასეთი რეკორდი ტრინიდადსა და ტობაგოს ეკუთვნოდა (1.2 მილიონიანი მოსახლეობა; 2006 წელი), რომელმაც მუნდიალზე მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, წელს ფეხბურთის ისტორიაში 332,559 ისლანდიელი მცხოვრები შევიდა.

2. გუნდს სტომატოლოგი თავკაცობს

ბრიტანულ პრესაში შეთანხმდნენ, რომ ისლანდიელებთან, ევრო 2016-ის 1/8-ფინალურ ეტაპზე განცდილი მარცხი “ყველაზე გამანადგურებელი და ყველაზე სამარცხვინოა ისტორიაში”. განცდილი მარცხი გაცილებით უფრო მტკივნეული ხდება, როცა აანალიზებ, რომ “გამოგაგდო გუნდმა, რომელსაც სტომატოლოგი თავკაცობს.”

3. ისლანდიაში უფრო მეტი ვულკანია, ვიდრე ფეხბურთელი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისლანდიას მხოლოდ 120 პროფესიონალი ფეხბურთელი ჰყავს. ამასთანავე, 23-კაციან განაცხადში მოხვედრილი ფეხბურთელებიდან არც ერთი მათგანი არ თამაშობს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში.

ყველაზე გასაკვირი კი არის ის ფაქტი, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ვულკანია, ვიდრე პროფესიონალი ფეხბურთელი – ზუსტად 126 მთას აქვს მინიჭებული ეს სტატუსი.

4. მოსახლეობის 8% საფრანგეთში იმყოფება

8% ისლანდიის მოსახლეობისა საფრანგეთში გადაბარგდა, რათა სტადიონებიდან, ან თუნდაც გიგანტური ეკრანიდან ეგულშემატკივრა საკუთარი გუნდისათვის.

5. ისლანდიაში უფრო მეტი ცხვარი ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი

ისლანდიაში ყველგან მთებია, სადაც არ უნდა გაიხედოთ, თქვენ დაინახავთ მხოლოდ ერთს – თვალუწვდენილ მთებს. და თუ უფრო ახლოდან დავაკვირდებით შევნიშნავთ ამ მთებზე გამოფენილ ცხვრებსაც. ისლანდიაში არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც იქაურ ცხვრებს ხეზე ასვლაც შეუძლიათ. უბრალო ვიკინგური ახირება. ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ ამ ქვეყანაში დაახლოებით 2-ჯერ მეტი ცხვარია, ვიდრე ადამიანი, ანუ 600,000-ზე მეტი.

6. “სამეფო კარის თამაშების” “მთა” ისლანდიის ყველაზე ერთგული გულშემატკივარია

ჰაფთორ ბიორნსონმა, უძლიერესმა ადამიანმა მსოფლიოში და ერთ-ერთმა ყველაზე სისხლმოწყურებულმა პროტაგონისტმა “სამეფო კარის თამაშებში”, ევრო 2016-ის დაწყებამდე საკმაოდ მკაფიო მესიჯი გაუგზავნა კრიშტიანუ რონალდუს. როგორც ჩანს, ამან გაამართლა, რამეთუ იმ მატჩში რონალდუმ გოლის გატანა ვერ შეძლო.

7. ისლანდიაში არ არიან ჭიანჭველები

ისლანდია ერთ-ერთია იმ იშვიათ ადგილთაგან, სადაც ჭიანჭველები არ სახლობენ. მეცნიერულად ჯერაც არ არის გამოკვლეული, თუ რამ უნდა გამოიწვიოთ მათი არყოფნა. იქნებ, ეს სიცივის ბრალია?

სიგურდსონი:”რაიმე განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობდით”

ისლანდიის გოლეადორმა და ევრო 2016-ის ბოლო მერვედფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, რაგნარ სიგურდსონმა ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გამათანაბრებელი გოლის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ყველაფერი კარგად წავიდა, თუმცა ნამდვილად არ გვიგრძნია განსაკუთრებული ზეწოლა. ისინი შორი დისტანციებიდან ცდილობდნენ კარის აღებას, ჩვენ კი უბრალოდ ვბლოკავდით მათ დარტყმებს.

ეს მეორე თუ მესამე გოლია, რომელიც გრძელი ჩაწოდებიდან გავიტანეთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი იარაღია, ასე რომ გასაკვირი არაფერია.

მათ ეგონათ, რომ ეს პარკში გასეირნებისავით იქნებოდა. ინგლისელებმა თამაში კარგად დაიწყეს, მაგრამ ჩვენს მიერ გატანილმა გოლებმა ისინი შოკში ჩააგდო.”

ინგლისი 1-2 ისლანდია: ისლანდიელებმა შეუძლებელი შეძლეს!

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის ბოლო მერვედფინალური მატჩი ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებებს შორის. ამ მატჩის უდავო ფავორიტად ინგლისელთა გუნდი სახელდებოდა, თუმცა კუნძულელებმა შეუძლებელი შეძლეს და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ.

მატჩს საკმაოდ საინტერესო სტარტი ჰქონდა – უეინ რუნიმ ანგარიში მე-4 წუთზე, თერთმეტმეტრიანის საშუალებით გახსნა, მალევე, მე-6 წუთზე წონასწორობა სიგურდსონმა აღადგინა, რომელიც “სუონსის” ღირსებას იცავს. ამის შემდეგ სიტუაცია შედარებით დაწყნარდა, თუმცა სიგთორსონის მიერ მე-18 წუთზე გატანილმა გოლმა ყველაფერი არია.

ევრო-2016
მერვედფინალი
ინგლისი — ისლანდია 1:2 (1:2)

ინგლისი: ჰარტი, უოლქერი, როუზი, კეჰილი, სმოლინგი, სტერლინგი (ვარდი 60′), კეინი, უეინ რუნი (რეშფორდი 84′), სტარიჯი, დაიერი (ვილშეარი 46′), ალი.

მთავარი მწვრთნელი: როი ჰოჯსონი.

ესპანეთი: ჰალდორსონი, სევარსონი, რაგნარ სიგურდსონი, გუდმანდსონი, ბიარნასონი, სიგტორსონი (ბიარნასონი 77′), სიგურდსონი, არნასონი, ბოდვარსონი, გუნარსონი (კ), სკულასონი.

მთავარი მწვრთნელი: ლ. ლაგერბეკი

გოლები: უეინ რუნი 4′ – სიგურდსონი 6′, სიგთორსონი 18′
გაფრთხილებები: სტარიჯი 47′ – სიგურდსონი 38′, გუნარსონი 65′
მთავარი მსაჯი: სკომინა (სლოვაკეთი).

ისლანდია 1-1 უნგრეთი: F ჯგუფში სიტუაცია იძაბება

ახლახან დასრულდა F ჯგუფის მატჩი ისლანდიისა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

პირველ ნახევარში სიგურდსონის მიერ გატანილი პენალტის წყალობით ისლანდიელები კარგა ხნის მანძილზე იგებდნენ მატჩს, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთებზე უნგრელებმა გათანაბრება და მნიშვნელოვანი ქულის გადარჩენა მოახერხეს.

ევრო-2016
F ჯგუფი
ისლანდია – უნგრეთი 1:0 (1:0)

ისლანდია: ჰალდორსონი, სევერსონი, რ.სიგურდსონი, გუდმუნდსონი, ბიარანსონი, სიგტორსონი (გუდიენსენი 84′), გ.სიგურდსონი, არნანსონი, ბოდვარდსონი (ფინბოგასონი 69′), გუნარსონი (ჰალფრედსონი 67′), სკულასონი.

მთავარი მწვრთნელი: ლაგერბეკი.

უნგრეთი: კირალი, ლანგი, კადარი, ჯუჯაკი, ნაგი, გერა, კლაინსენი, სტიბერი (ნიკოლიჩი 67′), პრისკინი (ბოდე 67′), გუზმიკსი, იუჰაჟი (სზალაი 85′).

მთავარი მწვრთნელი: სტორკი.

გოლები: სიგურდსონი 40′ – სევერსონი 88′ (ავტოგოლი), ნაგი 90+1′.

გაფრთხილებები: გუდმუნდსონი 42′, ფინბოგასონი 75′, სევერსონი 79′ — კადარი 81′, კლაინსენი 83′
მთავარი მსაჯი: კარასევი (რუსეთი)