იურგენ კლოპმა “ლივერპულის” ქამბექი შეაფასა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “სტოკ სიტისთან” მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“მატჩის მეორე ტაიმი პირველისგან ძალიან განსხვავდებოდა, კარგად ჩავატარეთ. თითქოს, ფირმინოსა და კოუტინიოს შემოსვლამ გუნდი დამუხტა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში “სტოკი” ჩვენზე უკეთესი იყო, მეორე ნახევარში საკუთარ თავში დარწმუნებულები ვთამაშობდით.

ორმა ახალგაზრდა ყმაწვილმა სწორედ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.

სივრცეებს უკეთ ვიყენებდით და ყველაფერი კარგად მიდიოდა. მინოლე კი შესანიშნავად თამაშობდა, მან რამდენიმე გასაოცარი სეივი განახორციელა.

საერთო ჯამში, ჩვენი საქმე გავაკეთეთ, თავს კარგად ვგრძნობთ. 63 ქულა გვაქვს და უკეთ არც შეიძლება ვიყოთ. ყველა მატჩს დიდებულად ვერ ჩაატარებ, მთავარია მოიგო, ” -აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

პეპ გვარდიოლა: “ის გერმანელია, მე კი კატალონიელი “

“მანჩესტერ სიტის” ესპანელმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე მერსესაიდელთა გერმანელ თავკაცზე, იურგენ კლოპზე ისაუბრა.

“ის ძალიან ქარიზმატული მწვრთნელია, მის შესაძლებლობებს დიდ პატივს ვცემ და ვაღიარებ. ის უმაღლესი დონის მწვრთნელია.

როდესაც გერმანიაში უცხოელი მწვრთნელის რანგში წავედი და მას შევხვდი, ის ძალიან თბილად მომექცა. პირველად, როდესაც სუპერთასის მატჩში წავაგე და მერეც ის ყოველთვის სასიამოვნოდ იქცეოდა ჩემთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, მე კატალონიელი ვარ, ის კი გერმანელი.

ვაღიარებ, რომ გატანილ გოლს ის უფრო კარგად აღნიშნავს ვიდრე მე. ასეთი დონის მწვრთნელების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, ” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

იურგენ კლოპი: “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთულია”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიზე” ისაუბრა, რომელიც მესამეზეა და ერთი ქულით უსწრებს გერმანელი სპეციალისტის გუნდს.

“პრემიერ ლიგის თითოეული თამაში უმნიშვნელოვანესია.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა შეუძლია “მანჩესტერ სიტის”. “მონაკოსთან” მათ საკმაოდ კარგად ითამაშეს და მომდევნო ეტაპზეც შეეძლოთ გასვლა. უბრალოდ, ისინიც ადამიანები არიან, ამიტომაც გამოვარდნენ.

მათი შეტევებისაგან თავის დაცვა ძალიან რთულია. მოსაგებად აუცილებელია ორთაბრძოლებში გამარჯვება. ისინი ნამდვილ ფეხბურთს თამაშობენ.

ჩემი გადმოსახედიდან, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთულია. ეს სეზონის უმნიშვნელოვანესი მომენტია და ვთვლი, რომ ამ მატჩში ფავორიტები ჩვენ არ ვართ,” – აცხადებს იურგენ კლოპი.

იურგენ კლოპი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავს

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, რომელიც თავად განაგებს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა.

“სწორი გადაწყვეტილებების მიღება გვმართებს, მხოლოდ საჭირო ტრანფერები გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ტრანსფერები დაგვჭირდება.

ბუნებრივია, თუ მაღალ დონეს აჩვენებ, ახალი ფეხბურთელები არავის სჭირდება, მაგრამ თუ არა, მაშინ ყველას სიახლეებზე უჭირავს თვალი.

სწორედ ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით ჩვენ ახლა. დიახ, ზაფხულში ფულს დავხარჯავთ,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

ბოატენგი: “კლოპი საუკეთესოა, ფეხბურთელები მისთვის თავსაც კი გასწირავენ”

კევინ პრინს-ბოატენგმა, რომელსაც იურგენ კლოპთან მუშაობის საშუალება 2009 წელს ჰქონდა, როდესაც “ტოტენჰემმა” ის “დორტმუნდში” გაანათხოვრა, მისი ყოფილი დამრიგებელი შეაქო.

“კლოპი საუკეთესოა, ეს საკმაოდ ადვილად შესამჩნევი რამ არის. მან იცის, თუ როგორ მოეპყრას ფეხბურთელებს, როგორ შეუქმნას მათ კომფორტი. ჰკითხეთ ფეხბურთელებს და ისინი გეტყვიან: “ის საუკეთესოა, მისთვის თავსაც გავწირავ”.

მან ზუსტად იცის, თუ რა სჭირდება თითოეულ ფეხბურთელს. “დორტმუნდშიც” იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც 6 თვეში მხოლოდ 5 წუთი უწევდათ თამაში, მაგრამ ისინი მაინც ბედნიერები იყვნენ – ბედნიერები იმით, რომ ვარჯიშისა და მუშაობის საშუალება ეძლეოდათ.

“ლივერპულში” ყველაფერი ბრწყინვალედ არის, ხალხს ის უყვარს. პარიზში რომ წასულიყო, ეს საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა, განსხვავებული ტიპის გზავნილი. მაგრამ მან უკეთ იცის.

იქ რომ დავრჩენილიყავი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებდი, ლიგასა და თასსაც მოვიგებდი. მაგრამ ასე არ მოხდა. ისეთი კარიერა მაქვს, რომელზეც ბევრი ოცნებობს. ბედნიერი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ უკეთაც შეიძლებოდა.”

იურგენ კლოპი: “ვერ დაიჯერებთ, რამდენ კითხვას ვუსვამ ამ მომენტში საკუთარ თავს”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი აცხადებს, რომ კლუბის ბოლოდროინდელ ფორმაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და მაქსიმალურად ცდილობს ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას.

“ვერ დაიჯერებთ, რამდენ კითხვას ვუსვამ ამ მომენტში საკუთარ თავს. ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. არ ვფიქრობ, რომ უნაკლო ვარ. ასეთი რაღაცები უბრალოდ არ იცვლება.

პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მთელი ცხოვრების მანძილზე ასე იყო და ასე იქნება, წაგებებზე პასუხისმგებელი ვარ.

100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი არსებობს. ფეხბურთი ასეთია, უნდა წამოვდგეთ და შეცვლები გავაკეთოთ,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

კლოპი აღიარებს, რომ “ლივერპულს” ახალი სახეები ესაჭიროება

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აღიარებს, რომ მის გუნდში ახალი ფეხბურთელების დამატების საჭიროება არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანელ სპეციალისტს დიდად არ უაქტიურია.

“დიახ, ფეხბურთელები გვჭირდება, ჩვენ ფეხბურთელებს დამატებული ახალი სახეები. ამ ყველაფერთან ერთად კი, თვითრწმენაც გვაკლია, ჩვენი შესაძლებლობების უნდა გვჯეროდეს.

ცივი გონების შესანარჩუნებლად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად წინ დიდი დრო გვაქვს. რის გაკეთებას ვაპირებთ? ვეცდებით ჩვენ თავს გადავაჭარბოთ და პოზიტიური აზროვნება შევინარჩუნოთ.

მთავარია, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი რაც შეიძლება კარგ პოზიციაზე დავასრულოთ,” – აცხადებს გერმანელი იურგენ კლოპი.

კლოპი: “ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ ეს საკმარისი არაა”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდის საშინელ ფორმასა და ამის მიზეზებზე ისაუბრა (“წითლებმა” ბოლო 3 საშინაო მატჩიდან სამივე დათმეს და ამავდროულად ორი ტურნირიდანაც გამოვარდნენ).

“ძალიან, ძალიან ცუდად ვითამაშეთ. თავიდანვე ჩანდა, რომ მზად არ ვიყავით ამ მატჩისთვის. ბურთს ვფლობდით, თუმცა ძალიან მარტივ სიტუაციებში ვუშვებდით შეცდომებს.

სასტარტო შემადგენლობაზე პასუხისმგებელი მე ვარ. არ ვაპირებ ეს შედეგი რომელიმე ფეხბურთელს დავაბრალო. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციებიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ.

არ ვიცი, თუ რამდენად დიდ ზიანს მიაყენებს ეს ჩავარდნა მიმდინარე სეზონს. ვერ ვიტყვით, რომ არაფერი მომხდარა, რადგან ეს უბრალოდ ტყუილი იქნება, მაგრამ ვეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ. დიახ, გაბრაზებული ვარ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.”

იურგენ კლოპი: “მცველების დამატებას არ ვაპირებ”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდში მცველის მიყვანას არ აპირებს.

“მართალია, ბოლო დროს სადიო, კოუტინიო და მატიპი ვერ გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს შედეგი მხოლოდ ამის დამსახურება ნამდვილად არ არის.

შეცდომები დავუშვით და წავაგეთ, თუმცა ეს გოლების ნაკლებობით არ იყო გამოწვეული. ბოლო დროს თამაშის მოსაგებად საკმარისი რაოდენობის გოლები გატანას ნამდვილად ვახერხებთ.

პრობლემა დაცვაშია, ან ფეხბურთელებში. ამაზე მცველთა მთელ ჯგუფს გავესაუბრე. ერთი ფეხბურთელის ყიდვა ყველაფერს რომ აგვარებდეს, ამას აუცილებლად გავაკეთებდი, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის.”

იურგენ კლოპი: “გადაწყვეტილი ჯერ არაფერია”

ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “საუთჰემტპტონსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ და გასამართ დაპირისპირებებზე ისაუბრა, რომელიც ინგლისის თასის 1/2-ფინალური ეტაპის ეგიდით იმართება.

“რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი არ ვარ. თამაშის მიმდინარეობა გოლის გაშვების მომენტიდან შეიცვალა და ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება.

არ ვიცი რატომ, მაგრამ პასების გაკეთებაც გვიჭირდა. ბურთი მეტოქეს ძალიან ადვილად დავუთმეთ და მთლიანად ლორის კარიუსის იმედზე ვიყავით.

ჩვენთვის ყველაზე პოზიტიური რამ ამ მატჩიდან შედეგი იყო. ვიცით, რომ უკეთაც შეგვიძლია თამაში და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. “ენფილდზე” უკეთ ვითამაშებთ.”

კლოპს ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელი სურს

იურგენ კლოპი გუნდის გაძლიერებაზე ფიქრს განაგრძობს.

The Liverpool Echo იტყობინება, რომ გერმანელი სპეციალისტი სერიოზულადაა დაინტერესებული ლვერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელით, იულიან ბრანდტით. კლოპს 20 წლის შემტევის შეძენა 2017 წლის ზაფხულზე აქვს განზრახული. მერსესაიდელები 20 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

 

აღსანიშნავირა, რომ იულიანის შეძენა გასულ ზაფხულს მიუნხნის “ბაიერნს” სურდა, თუმცა შემოთავაზებულ წიანდადებაზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა.

ბრანდტი ლევერკუზენულ კლუბში 2013 წლიდან გამოდის. მან მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

“ლივერპულმა” “პლიმუთთან” შეხვედრაში რეკორდი დაამყარა

8 იანვარს ინგლისის ასოციაციის შეხვედრები შედგა.

ერთ-ერთ მატჩში მესრესაიდის “ლივერპულმა” “პლიმუთი” მიიღო. ეს გუნდი “ლიგა 2”-დანაა. მიუხედავად სუსტი მეტოქისა, კლოპის შეგირდებმა უგოლო ფრე გააგორეს.

აღსანიშნი ფაქტია ის, რომ “ლივერპული” მოედანზე, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით გამოვიდა. პრემიერ ლიგის წინა ტურში “სანდერლენდთან” მყოფი სასტარტო თერთმეტეულიდან, აღნიშნულ შეხვედრაში, მხოლოდ და მხოლოდ, ემრე ჩანი იყო ძირითად შემადგენლობაში.

ასეთი სასტარტოს დაყენებით იურგენ კლოპმა და მისმა შეგირდებმა კლუბის ახალი რეკორდი დაამყარეს – ფეხბურთელების საშუალო ასაკი 21 წელი და 296 დღე იყო, რაც ყველაზე ახალგაზრდული ასაკია გუნდის არსებობის ისტორიაში. “ლივერპულმა” 1965 წლის რეკორდი დაამხო.