Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის ტრანსფერზე ტურინის “იუვენტუსიც” მუშაობს.
როგორც იცით, 28 წლის სერბი ფეხბურთელი ძალიან ახლოსაა კლუბის დატოვებასთან. მის გადაბირებასთან კი ყველაზე ახლოს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ინტერის” ხელმძღვანელები არიან.
ლონდონელები დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ საყრდენი ნახევარმცველის შენარჩუნებას, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, მატიჩმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. “არისტოკრატები” მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ.