მსოფლიოს ფეხბურთის ბომბა-კადრები

ხშირად, სოცილაურ ქსელებში ფეხბურთთან დაკავშირებულ სახალისო კადრებს ვაწყდებით, რომლებსაც ხალხი “ბომბა-კადრებს” უწოდებს.

10. ჰოვარ უები

9. კარლოს ტევესი

8. მარიო ბალოტელი

7. ფილ ჯონსი

6. დევიდ ბექჰემი

5. მამადუ სახო

4. დევიდ მოიესი

3. ვისენტე დელ ბოსკე

2. მარტინ კასერესი

1311592807128

1. დავიდ ლუისი

ვიდალი: “ჩემს პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი უცხურ პრესასთან ინტერვიუში საკუთარი კარგი თამაშის მიზეზებს ხსნის.

“ჩემი კარგი თამაშის ახსნა ძალიან ადვილია. უბრალოდ, მე ჩემს პოზიციაზე მსოფლიოს სუკეთესო ფეხბურთელი ვარა. ბევრი ცდილობს, რომ მომბაძოს და ჩემი სტილი გადაიღოს. არცერთი ჩემი პოზიციის ფეხბურთელი ამდენ გოლს არ იტანს და დაცვაშიც ასეთი პროდუქტიული არ არის. მე საუკეთესო ვარ” – განაცხადა ვიდალმა.

დე როსი: “იუვენტუსი” და “რომა” ერთი დონის გუნდები არიან”

იტალიური “რომას” ნახევარმცველი, დანიელე დე როსი აცხადებს, რომ “ჯალოროსი” ტურინის “იუვენტუსის” დონის გუნდია.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, იტალიის თასზე გამართულ შეხვედრაში, რომაელებმა ტურინელები მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს.

“შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. თანაბარი თამაში იყო და ასეთ დროს, დიდი შანსია თამაშის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტოს. ჩემი აზრით, “იუვენტუსი” და “რომა” თანაბარი დონის გუნდები არიან”, – ამბობს დე როსი.

იუვენტუსი პოგბას გასაყიდად მზად არის

ტურინელები იუწყებიან,რომ თუ პოგბას სანაცვლოდ 60 მილიონიან ან უფრო მაღალ შეთავაზებას მიიღებენ მზად არიან შეელიონ ფრანგ ნახევარმცველს.

პოგბას მიმართ ინტერესს კი”პსჟ” იჩენს. პოლის ანაზღაურება ამჟამად კვირაში 19.000 დოლარს ითვალისწინებს.მისი კონტრაქტი კი 2016 წლის ზაფხულში იწურება.

პარიზელები მზად არიან პოგბას სანაცვლოდ 60 მილიონი გადაიხადონ. პოლითი დაინტერესებულები არიან ისეთი ევროპული გრანდები როგორებიცაა:”ბაიერნი”,”ემიუ” და მადრიდის “რეალი”.

კონტე: „ზეედორფს შეუძლია დიდებული მწვრთნელი გახდეს“

ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცი, ანტონიო კონტე აცხადებს, რომ კლარენს ზეედორფს შეუძლია დიდებული მწვრთნელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ჰოლანდიელი „როსონერის“ სათავეში რამდენიმე დღის წინ, მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ ჩაუდგა.

„ვფიქრობ, „მილანის“ ხელმძღვანებლობამ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზეედორფის დანიშვნით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კლარენსი ნამდვილი ჩემპიონია, რომელმაც კარიერის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მიიღო. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მგონია, რომ დიდებული სპეციალისტი გახდება“, – ამბობს კონტე.

ტევესი: „იუვენტუსს“ ევროპის ლიგისა და იტალიის ჩემპიონატის მოგება შეუძლია“

ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი აცხადებს, რომ „ბიანკონერის“ ევროპის ლიგისა და იტალიის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის თავდამსხმელი ტურინელთა რიგებში გასულ ზაფხულს, „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა.

„სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ევროპის ლიგისა და იტალიის სერია A-ს მოგების რეალური შანსი გაგვაჩნია. თუ ორივე ტიტულს მოვიპოვებთ, ძალიან გახარებული ვიქნები. ჩემი აზრით, საკმაოდ წარმატებული კარიერა მქოდნა და მინდა, ჩემი ტიტულების სია წელსაც გავაგრძელო“, – ამბობს ტევესი.

მაროტა: „იუვენტუსი“ პირლოს სახლია“

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორი, ბეპე მაროტა აცხადებს, რომ „ბიანკონერი“ ანდრეა პირლოს სახლია და ვეტერანი ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს მალე გაახანგძლივებს.

შეგახსენებთ, რომ პირლოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. იტალიურ რესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის ნახევარმცველის შეძენა კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალს“ სურს.

„როგორც ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, „იუვენტუსი“ პირლოს სახლია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ანდრეასთან კონტრაქტს მალე გავახანგძლივებთ.

მარკიზიო: “მინდა, “იუვენტუსს” ტიტულების მოგებაში დავეხმარო”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ მას გუნდისათვის წარმატების მიღწევაში დახმარება სურს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” აკავშირებენ. როგორც ირკვევა, მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ტურინული კლუბის ბოლო მატჩსაც დაესწრო.

“რა თქმა უნდა, სკუდეტოს ზედიზედ რამდენჯერმე მოგება რთული საქმეა. თუმცა, ჩვენ აშკარად გამორჩეული გუნდი გვყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. რაც შემეხება მე, მინდა, “იუვენტუსში” დავრჩე და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო”, – ამბობს მარკიზიო.

ბუფონი: “პოგბას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს, რომ “ბიანკონერის” ახალგაზრდა მოთამაშე პოლ პოგბას აქვს შესაძლებლობა, რომ ოქროს ბურთი მოიგოს.

შეგახსნებთ, რომ მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში, ბუფონმა პირველი ადგილი ანდრეა პირლოს მიანიჭა, ხოლო მეორე და მესამე პოზიციები – რონალდუსა და მესის.

“ოქროს ბურთის გამოკითხვაში, ხმა პირლოს, რონალდუსა და მესის მივეცი. იმედი მაქვს, მომავალში ხმის მიცემა პოგბასთვის მომიწევს, რადგან მას შეუძლია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს”, – ამბობს ბუფონი.

პირლო: “იუვენტუსში” დარჩენა ყოველთვის მსურდა”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო აცხადებს, რომ მას “ბიანკონერიში” დარჩენა ყოველთვის სურდა.

შეგახსენებთ, რომ ვეტერან ფეხბურთელს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა დიდი ალბათობით, მას გაახანგძლივებს.

“რა თქმა უნდა, ყოველთვის მსურდა, რომ “იუვენტუსში” დავრჩენილიყავი. მომდევნო დღეებში, გადაწყდება, გავახანგძლივებ თუ არა კონტრაქტს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს პირლო.

არტურო ვიდალი გაძარცვეს

გასული ღამით უცნობი პირები ტურინის „იუვენტუსისა“ და ჩილეს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის არტურო ვიდალის სახლში შეაღწიეს და ფეხბურთელის სეიფის გატეხვა მოახერხეს.

თავდაპირველი ინფორმაციით, ტურინელთა შუახაზელს 60 ათასი ევრო და 90 ათასი ევროს საფასურის ნივთები მოპარეს.

ინციდენტის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჟერვინიოს სიმულიანტობა “იუვენტუსთან” მატჩში

5 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “ჯალოროსის” ფეხბურთელმა, ჟერვინიომ ისიმულიანტა.