ჯეი არ სმიტმა ტრავმა გაიუარესა

„ნიქსის“ უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა „კლივლენდ კავალიერსთან“ სტუმრად აააგრიშით 95:90 მოგებულ მატჩში თავისი ზურგის ტრავმა გაიუარესა, რის შესახებაც „Rotoworld“-ი წერს.

ჯერჯერობით, უცნობია, მოახერხებს თუ არა ნიუ-იორკელთა ერთ-ერთი ლიდერი შემდეგ მატჩში მეოდანზე გამოსვლას.

ცნობისთვის, „კლივლენდთან“ ხსენებულ მატჩში სმიტმა სათამაშო დროის 25 წუთში 11 ქულა, 7 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ჯეი არ სმიტი, შესაძლოა, „ნიქსიდან“ გაუშვან

„მაიამი ჰიტთან“ ანგარიშით 102:92 მოგებული მატჩის შემდეგ „ნიქსის“ უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა აღიარა, რომ ნიუ-იორკში დარჩენაში იგი დარწმუნებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაში სმიტი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

„სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, თუ რა მელის. ერთ მომენტში ჩემს მომავალში დარწმუნებული ვიყავი, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ეს ბიზნესია, რასაც უნდა შევეგუო.

არავის უთქვამს, რომ ჩემი სათადარიგოთა სკამზე დასმას აპირებენ. ასეა თუ ისე, „ნიქსმა“ მოიგო, რაც ძალიან მახარებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის შედეგია. სანამ ჩვენ ვიგებთ, მე ყველაფერი მაწყობს“, – განუცხადა სმიტმა ESPNNewYork.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

რეჯი ევანსმა ჯეი არ სმიტს დასცინა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები ”ინტერნეტ ომს” აგრძელებენ. როგორც არც ისე დიდი ხნის წინ გაცნობეთ, ”ნიუ-იორკ ნიქსის” უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი 100%-თ დარწმუნებულია იმაში, რომ მისი გუნდი ახალ სეზონში პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდება. აღნიშნულ განცხადებას კი დღეს ”ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდი რეჯი ევანსი გამოეხმაურა, რომელმაც თავისი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ირონიული სიტყვით გამოხატა.

”ლოლ”, – გამოაქვეყნა თავისი ტვიტერის გვერდზე 33 წლის კალათბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯეი არ სმიტი: ”თავისი სიტყვების გამო პირსი პასუხს აგებს”

”ნიუ-იორკ ნიქსის” უკანახაზელი ჯეი არ სმიტი ”ბრუკლინ ნეტსის” ახალწვეულის პოლ პირსის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ”სელტიკსის” ყოფილმა კალათბურთელმა არც ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ახალი გუნდი ნიუ-იორკში ყოველთვის ყველაზე პოპულარული იყო, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

”პოლ პირსი არც თუ ისე სასიამოვნო ადამიანია, რომელმაც ბოსტონი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიუ-იორკის შესახებ მან ჯერჯერობით არაფერი იცის. მთელი კარიერის განმალობაში იგი ”სელტიკსში” თამაშობდა. მან იცის, რომ მის სიტყვებს პასუხი გაეცემა, ასე რომ, იგი ყველაფრისთვის პასუხს აგებს”, – განუცხადა სმიტმა ESPN New York-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი