როგორც რუსული „სპორტ-ექსპრესი“ იტყობინება, დღეს მოსკოვის „სპარტაკის“ დირექტორთა საბჭო შეიკრიბა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიმიტრი ალენიჩევის დარჩენა-არ დარჩენის საკითხი განიხილა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ალენიჩევი თავის პოსტს, მინიმუმ, სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს.
აქამდე „სპარტაკის“ თავკაცს ულტიმატუმი წაუყენეს – იმისთვის, რომ ის კლუბში დარჩენილიყო, გუნდს ზამთრის პაუზამდე დარჩენილი სამი შეხვედრიდან ყველა უნდა მოეგო. შედეგად, ამ მატჩებში „სპარტაკმა“ მხოლოდ 6 ქულა დააგროვა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ალენიჩევი „სპარტაკში“ მაინც დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ თავისი კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. ბოლოს მან 29 აგვისტოს „ანჟისთან“ შინ ანაგრიშით 1:2 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა. ჯანომ ტრავმა ნაკრების რიგებში მიიღო, ცოტა ხნის წინ კი მას ოპერაციაც ჩაუტარდა.
რუსეთის პრემიერლიგის 18 ტურის შემდეგ „წითელ-თეთრები“ 30 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ. „სპარტაკი“ რუსეთის ჩემპიონატს 2016 წლის პირველ მარტს ცსკა-სთან პრინციპული მატჩით განაახლებს.