ჯანო ანანიძემ ბოდიში მოიხადა

Sport-express-ის ცნობით ჯანო ანანიძე უახლოეს მომავალში მოსკოვის “სპარტაკის” პირველ გუნდს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, ანანიძე დუბლებში სექტემბრის ბოლოს გადაიყვანეს და ამის მიზეზეი რუსეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში თამაშზე უარის თქმა იყო. ქართველმა ფეხბურთელმა დუბლებშ 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად ერთი საგოლე პასიც შეასრულა.

რუსული პრესა იუწყება, რომ ჯანომ საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და მალე ძირითად გუნდსაც დაუბრუნდება.

ნიჭი და არაპროფესიონალიზმი – ქართველი ფეხბურთელების „ევროტური“

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, როცა ქვეყნის ეროვნული ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს. ჩვენთვის ეს თემა უცხო არასდროს ყოფილა, ყოველთვის გვქონდა იმის იმედი, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევდა, გავიდოდა რომელიმე დიდ ტურნირზე ან ყველა მატჩს ღირსეულად მაინც ჩაატარებდა.

დასანანია, როცა გუნდს გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამა თუ იმ მიზეზების გამო მას ვერ იყენებს, რაც საბოლოოდ, კრახით სრულდება. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერის დასაწყისში თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. მათი უმეტესობა კი  ევროპის ძლიერ ლიგებში გამოდის.

მაგალითად, რამდენიმე წლის განმავლობაში ამჟამად მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე ქართველი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს. გასაკვირი ამაში არაფერია, 2009-2010 წლების პერიოდში ჯანო მართლაც გამორჩეულ ფეხბურთს აჩვენებდა. ბევრს ეგონა, რომ გამოჩნდა სწორედ ის მოთამაშე, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ნაკრებში ფსონი გაკეთდებოდა. რა თქმა უნდა, მიღწეულს ჯანოს ვერ დავუკარგავთ, ბოლო წლებში რუსეთის პრემიერლიგის განვითარებაზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ და აღვნიშნავ, რომ იმ კლუბის მაისურით თამაში, რომელსაც ჩემპიონატის მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის პრეტენზია ყოველთვის ჰქონდა, პატარა საქმე არაა. თანაც, ჯანო „სპარტაკის“ ერთი რიგითი მოთამაშე ნამდვილად არ არის. ვინც ამ გუნდის ან პირადად ჯანოს სტატისტიკას ადევნებს თვალყურს, ამაში დაგვეთანხმება. მიმდინარე სეზონი მოსკოველთა ქართველი ლეგიონერისთვის კარგად დაიწყო, მურატ იაკინმა იგი რამდენიმე მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და რამდენიმეჯერაც ჯანო შეცვლაზე გავიდა.

გასული სეზონი ანანიძემ იჯარით „როსტოვში“ ჩაატარა და თანაგუნდელ არტიომ დიუბასთან ერთად იმდენად კარგი ტანდემი შექმნა, რომ ორივე წელს მოსკოველთა რიგებში გამოჩნდა. რასაკვირველია, ანანიძის ასეთმა თამაშმა მისი და გულშემატკვირების დიდი ხნის სურვილის რეალურად ქცევის წინაპირობა შექმნა. სამწუხაროდ, ვერც ეს იმედი გამართლებულა – სექტემბერში ჯანო სმოლენსკში არ გაფრინდა, სადაც „სპარტაკს“ რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩი უნდა ჩაეტარებინა. თავისი ეს ქმედება ქართველმა ლეგიონერმა იმით ახსნა, რომ იგი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და ასეთი უმნიშვნელო შეხვედრისთვის დამღლელი ფრენა არ სურდა. თავის მხვრივ, „სპარტაკის“ ხელმძღვანელობამ ჯანოს ეს საქციელი არ აპატია, შედეგად, ანანიძე ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს და, როგორც რუსული პრესა წერს, ხელფასიც დაუკავეს. აი, უკვე მეორე თვეა, რაც ქართველი ტალანტი მოსკოვური კლუბის მეორე შემადგენლობაში თამაშობს. სხვათაშორის, ახალგაზრდულ გუნდში მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია – ოთხ მატჩში ანანიძემ სამი გოლი გაიტანა, თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის, რომელზეც, როგორც ნაკრების, ასევე კლუბის გულშემატკივრები წლების განმავლობაში დიდ იმედებს ამყარებენ, ეს საკმარისი არ უნდა იყოს.

Ananidze

როგორც აღნიშნეთ, ჯანოსთვის მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და ვინ იცის, როგორ გააგრძელებდა იგი, რომ არა მისი უპასუხისმგებლო საქციელი.

თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ ერთი ის მოთამაშეა, რომლის ქართველ გულშემატკივარს ეიმედება. 2012 წელს ბელორუსის კარში გატანილი ბრწყინვალე გოლი, შემდგომ საიმედო თამაში უცხოურმა კლუბებმა უყურადღებოდ არ დატოვეს. უკვე მაშინ თორნიკე დონეცკის „შახტარში“ ირიცხებოდა. 2010 წელს დონეცკელთა მეორე გუნდის რიგებში ქართველმა 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. 2011 წელს იგი ძირითად გუნდში გადაიყვანეს, თუმცა მალევე იჯარით მარიუპოლის „ილიჩევეცში“ გაუშვეს, რომელშიც მან ორი წლის განმავლობაში ითამაშა. 2014 წლის იანვარში ოქრიაშვილი ასევე იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გადავიდა, ჩაატარა 10 შეხვედრა და თავი სამჯერ გამოიჩინა.

ზაფხულში თორნიკე დონეცკის „შახტარში“ დაბრუნდა. ამ დროს მისით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, რომელთა შორისაც ყველაზე აქტიური ბელგიური „გენკი“ აღმოჩნდა. მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარეს – ოქრიაშვილი კლუბში მალევე ჩაირიცხა და მალევე დიდ სკანდალში გაეხვა. აგვისტოს ბოლოს ოქრიაშვილი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ტარებისთვის დააკავა, ამის გამო ღამის გატარება ფეხბურთელს განყოფილებაში მოუწია. თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არ ყოფილა. თურმე, ოქრიაშვილი „კორტრაიკთან“ მატჩში მოგებას თანაგუნდელ ანელე ნგკონგკას სახლში ზეიმობდა, სადაც მისი კიდევ ორი თანაგუნდელი იმყოფებოდა. ნასვამმა ფეხბურთელებმა ზეიმის დროს რაღაცის გაყოფა ვერ შეძლეს, რაც ჩხუბშიც გადაიზარდა. რასაკვირველია, „გენკის“ ხელმძღვანელობამ ამისთვის ორივე ფეხბურთელი დასაჯა, ოქრიაშვილმა კი, თანაგუნდელს ოფიციალურ ვიდეოშიც მოუბოდიშა. შემდეგივე ტურის შეხვედრაში თორნიკემ გოლის გატანა მოახერხა და თითქოს, ეს სკანდალი ყველას უნდა დაევიწყებინა. თანაც, ამის ალბათობას სექტემბერში ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გატანილი გოლი ზრდიდა. ლოგიკურად, კარგი თამაშისა და უსიამოვნო ინციდენტების მოგვარების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს თავისი საქმის კეთება უნდა გაეგრძელებინა. ცოტა ხნის განმავლობაში ასეც იყო, რამდენჯერმე მოთამაშე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. სამწუხაროდ, მალევე ოქრიაშვილმა თანამემამულის, ჯანო ანანიძის ბედი გაიზიარა. ოქტომბრის შუა პერიოდში თორნიკე „გენკის“ მეორე გუნდში გადაიყვანეს, რისი მიზეზის ამოცნობა მკითხველისათვის ადვილი უნდა იყოს… დიახ, ოქრიაშვილმა დისციპლინა დაარღვია. თუმცა, ანანიძესგან განსხვავებით, მან არა მატჩი, არამედ ვარჯიში გამოტოვა. ამასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობამაც ისიც აღნიშნა, რომ შემდგომ მოთამაშის აყვანისას ყურადღებას არამხოლოდ მის თამაშს, არამედ მისი პასუხისმგებლობის უნარსაც მიაქცევდა.

Okriashvili

ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით კიდევ რამდენიმე მსგავსი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, თუმცა მოყვანილი მაგალითები, ვფიქრობ, საკმარისია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კარგი შესაძლებლობები რომ გააჩნიათ, ამაში მათ გულშემატკივრები მოყვანილ მაგალითებზეც დაარწმუნეს, თუმცა, როგორც გაირკვა, წარმატების მისაღწევად საკმარისი არც ეს ყოფილა… იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, მისმა თითოეულმა წევრმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ მათი მხრიდან პროფესიონალურად მოქცევის იმედად ვიყოთ…

ანანიძემ კვლავ გაიტანა

მოსკოვის „სპარტაკისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ თავისი კლუბის ახალგაზრდული გუნდის რიგებში ზედიზედ მეოთხე მატჩი ჩაატარა.

კრასნოდარის „ყუბანთან“ ახალგაზრდული პირველობის მე-12 ტურის შეხვედრა, რომელიც მოსკოველებმა 3:1 მოიგეს, 22 წლის მოთამაშემ პირველი წუთეიდან დაიწყო.

ჯამში კი, „სპარტაკის“ ახალგაზრდული გუნდის ოთხ თამაშში ჯანომ სამი გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, პირველი გუნდის შემადგენლობაში ჯანომ ბოლოს ოც სექტემბერს გროზნოს „ტერეკის“ წინააღმდეგ ითამაშა.

ანანიძემ ისევ გაიტანა

რუსეთის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში მოსკოვის “სპარტაკმა” ეკატერინგბურში ადგილობრივ “ურალს” 3:1 სძლია.

ანგარიში მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს გახსნეს და 79-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც, სანამ “სპარტაკის” დუბლიორებმა ჯანო ანანიძის გოლით არ გაათანაბრეს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ზუსტ დარტყმას ბაბაევის მიერ შესრულებული დუბლიც მოყვა და საბოლოოდ მოსკოველებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

“სპარტაკის” შემადგენლობაში 17 წლის, რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძემაც ითამაშა, რომელმაც 83-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

სპარტაკმა ანანიძე მონაკოში არ გაუშვა

“სპარტაკის” ყოფილმა ტექნიკური დირექტორის ევგენი სმოლენცევის თქმით, “მონაკო” რსეთის ჩემპიონატის რამდენიმე მოთამაშით იყო დაინტერესებული.

საინტერესოა, რომ სმოლენცევი 2012 წლამდე სწორედ მონეგასკების აღმასრულებელი დირექოტრის თანამდებობაზე მუშაობდა.

“რუსეთში მოასპარეზე მოთამაშეების ყიდვა ნამდვილად მსურდა. თავიდან მოლაპარაკებები სტიპე პლტიკოშას გადაბირებაზე იყო, თუმცა “როსტოვს” ვერ მოველაპარაკეთ. შემდეგ, “სპარტაკიდან” ჯანო ანანიძის და არის დამატება გვსურდა, რომლებიც მოსკოვურმა კლუბმა არ გაუშვა. მოთამაშეების მხრიდან დაინტერესება ნამდვილად იყო” – განაცხადა სმოლენცევმა.

 

გორლუკოვიჩი: “ანანიძეს სპარტაკიდან გავაგდებდი”

მოსკოვის “სპარტაკის” ვეტერანმა ფეხბურთელმა სერგეი გორლუკოვიჩმა ჯანო ანანიძის ინციდენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდიდან გააგდებდა.

“ვფიქრობ, რომ “სპარტაკში” დისციპლინის მხრივ პრობლემებია. ნორმალურ გუნდში ასეთი შემთხვევები არ ხდება. ჩემი აზრით, მურატ იაკინი მდგომაროებას ვერ აკონტროლებს.

22 წლის ასაკში თავით უნდა იფიქრო და არა სხვა ადგილებით. ანანიძის ასაკში ფეხბურთელის მკურნალობა უკვე გვიანია. ადამიანი, რომელსაც გუნდის ღირსების დაცვა არ სურს, აუცილებლად უნდა გააგდო. მე მას ჯერ დავსჯიდი შემდეგ კი სხვა გუნდში გავუშვებდი. ჯანოს საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ მას არანირი ინტელექტი არ გააჩნია” – განაცხადა გორლუკოვიჩმა.

ანანიძემ სპარტაკის ახალგაზრდულს მოაგებინა

მოსკოვის “სპარტაკმა” რუსეთის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-9 ტურის შეხვედრაში “ზენიტი” სტუმრად 2:0 დაამარცხა.

მოსკოვური კლუბის შემადგენლობაში გოლები არტიომ ფედჩუკმა და ჯანო ანანიძემ გაიტანეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცვემა 82-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი დისციპლინის დარღვევის გამო დასაჯეს და ძირითადი გუნდიდან მოკვეთეს.

ჯანო დასაჯეს

მოსკოვის ”სპარტაკის” ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე, უახლოეს დღეებში, მთავარ გუნდთან ერთად აღარ ივარჯიშებს.

”ანანიძე, მთავარი შემადგენლობის ვარჯიშიდან გავაძევეთ. მან ეს დაიმსახურა. სადაც გუნდს დასჭირდები, იქ უნდა იყო, მან კი გუნდში დისციპლინა დაარღვია, იგი მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებს არ დაემორჩილა. ჯანოს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს. – აცხადებს ”სპარტაკის” პრეს-ატაშე.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ უარი თქვა, რუსეთის თასის 1/16 ფინალურ შეხვედრაში, ”სმენას” წინააღმდეგ, მონაწილეობის მისაღებად. მიზეზად კი პირველი გუნდის წევრობა დაასახელა, აღნიშნულ მატჩში კი ”სპარტაკი” მეორე შემადგენლობით თამაშობდა.

ჯანო ანანიძე სკანდალში გაეხვა

საქართველოს ნაკრების და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე უსიამოვნო ისტორიის გმირი გახდა.

რუსული პრესის ცნობით ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის თასის 1/16 ფინალში თამაშზე უარი განაცხადა და გუნდს კომსომოლსკში არ გაყვა. “სპარტაკი” აღნიშნულ მატჩს მეორე შემადგენლობით ატარებდა, ანანიძემ კი განაცხადა, რომ თავს ძირითადი გუნდის ფეხბურთელად თვლის.

მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობა ამის გამო ქართველი ფეხბურთელის დასჯას აპირებს. ანანიძე, დიდი ალბათობით დუბლებში გადაინაცვლებს და ფინანსურ სანქციებსაც მიიღებს.

 

ჯანო ანანიძე: “არ მინდა, რომ “როსტოვში” გატარებული სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესოდ დარჩეს”

საქართველოს ნაკრების და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მცირე კომენტარი გააკეთა.

“იმედი მაქვს, “სპარტაკში” ვითამაშებ და ბევრ გამარჯვებას მოვიპოვებ. არ მინდა, რომ “როსტოვში” გატარებული შარშანდელი სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესოდ დარჩეს. ყველანაირად ვეცდები, რომ “სპარტაკში” თავი მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო და გულშემატკივრები გავახარო.

სასიამოვნოა, რომ მომდევნო სეზონში “სპარტაკი” ახალ სტადიონზე ითამაშებს, რაც აუცილებლად დაგვეხმარება” – განაცხადა ჯანომ.

ჯანო ანანიძის გოლი გრასჰოპერსის კარში

მოსკოვის “სპარტაკმა” მოსამზადებელ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი “გრასჰოპერსთან” გამართა და 2:0 გაიმარჯვა. მეორე გოლის ავტორი ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გახდა.

ანანიძის გოლი იხილეთ 0:41-დან

ანანიძე სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ცნობილმა რუსულმა სპორტულმა საიტმა sports.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის დასრულებული გათამაშების სიმბოლური ნაკრები გუნდები შეადგინა.

სასიამოვნოა, რომ ჯანო ანანიძე მეორე გუნდში მოხვდა მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე.

აღნიშნულ პოზიციაზე, გამარჯვება “კრასნოდარის” წარმომადგენელმა ჟოაზინიომ მოიპოვა.

ჯანო ანანიძემ 2013/14 წლების სეზონის იჯარის წესით “როსტოვში” გაატარა და 3 გოლთან ერთად 10 საგოლე პასის შესრულებაც მოახერხ.ა