პრემიერ ლიგის ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ სიტი” “ბორნმუთს” უპირისპირდება.
მასპინძელთა ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა მეტოქეს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა.
იხილეთ ვიდეო
პრემიერ ლიგის ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ სიტი” “ბორნმუთს” უპირისპირდება.
მასპინძელთა ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა მეტოქეს შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა.
იხილეთ ვიდეო
3 ივნისს, კოლუბმიის ჩემპიონატში, “ხუნიორმა” საკუთარ მოედანზე “მილონარიოსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის 65-ე წუთზე, მასპინძელთა ურუგვაელმა მეკარემ, მარიო სებასტიან ვიერამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
11 ოქტომბერს, ამერიკის MLS-ში, “კოლორადო რაპიდსმა” საკუთარ მოედანზე “მონრეალ იმფაქტი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი სტუმართა გუნდის კოტდიუვარელმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ გაიტანა. ვეტერანმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მე-15 წუთზე საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.
24 სექტემბერს, ამერიკის MLS-ში, “ვაითქეფსის” ფეხბურთელმა ერნშოუმ “სიეტლთან” გამართულ მატჩში საჯარიმო საშინლად შეასრულა.
Robert Earnshaw putting one into orbit.SHARE if this is the worst free kick you have seen in a whileEat My Goal
Posted by Eat My Goal on Thursday, 24 September 2015
23 სექტემბერს, ინგლისში, “უოლსოლსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში, რადამელ ფალკაომ საჯარიმო ძალიან ცუდად შეასრულა.
25 აგვისტოს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იაპონურმა “კაშივა რეისოლმა” საკუთარ მოედანზე ჩინური “გუანგჟოუ ევერგრანდი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ბრაზილიელი პაულინიო, რომელმაც მე-40 წუთზე საოცარი გოლი გაიტანა.
25 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში, “მაკაბისა” და “ბაზელს” შორის გამართულ მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე, შვეიცარიელთა ფეხბურთელმა ზუფიმ გახსნა.
15 აგვისტოს, ბრაზილიის სერია B-ში, “ამერიკა მინეირომ” საკუთარ მოედანზე “ბოტაფოგო” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
მატჩის 38-ე წუთზე, “ბოტაფოგოს” მცველმა ტიაგო კარლეტომ საოცარი ჯარიმა გაიტანა.
19 ივლისს, იაპონიის ჩემპიონატში, “გამბა ოსაკამ” საკუთარ მოედანზე “იოკოჰამა” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
მატჩის 94-ე წუთზე, სტუმართა გუნდის 37 წლის ნახევარმცველმა შუნსუკე ნაკამურამ შესანიშნავი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
9 ივლისს, აშშ-ში ერთმანეთს კოსტა რიკისა და იამაიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ კოსტა რიკელებმა ერთ-ერთი გოლი კარგად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ გაიტანეს.
8 ივნისს, თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, 49-ე წუთზე, ჰაკან ჩალჰანოღლუმ ბულგარელთა კარში გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
26 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების რანგით მეორე დივიზიონში “მინესოტამ” საკუთარ მოედანზე “სან ანტონიო სკორპიონსი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი ზურაბ ცისკარიძე, რომელმაც მე-9 წუთზე მეტოქის კარი საკუთარი ნახევრიდან, საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.
ცნობისთვის, ცისკარიძე თბილისში 1986 წელს დაიბადა, ის აშშ-ის მოქალაქეა და “სან ანტონიო სკორპიონსის” გარდა, “მაიმიში”, “მორეალ იმფაქტში”, რუსულ “ამკარსა” და ტაილანდურ “ბანგკოკ გლასში” უთამაშია.