ჯონ ტერის მიღწევა

ჯონ ტერი ლონდონის “ჩელსის” მაჟორულ ნოტზე ტოვებს. გუნდმა ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, კაპიტანი კი მნიშვნელოვანი მიღწევის მფლობელი გახდა.

ჯონ ტერიმ ქვეყნის ჩემპიონატი კაპიტნის რანგში მეხუთედ მოიგო და ამ მაჩვენებლით პირველი ფეხბურთელი გახდა. წინა რეკორდი “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ლიდერ როი კინს ეკუთვნოდა, რომელიც “წითელი ეშმაკების” კაპიტანი 1997 წელს გახდა, მას შემდეგ კი ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო (1998/99, 1999/2000, 2000/01, 2002/03 წლების სეზონში).

ჯონ ტერი “ჩელსის” ღირსებას 1998 წლიდან იცავს. მან გუნდთან ერთად პრემიერლიგა 2004/05, 2005/06, 2009/10, 2014/15 და 2016/17 წლების სეზონში მოიგო.

ჯონ ტერი გაძარცვეს

გასულ კვირაში ლონდონის “ჩელსის” მცველ ჯონ ტერის ბინა გაძარცვეს. სარის საგრაფოში მდებარე სახლის საერთო ფართობი ორი ათასი კვადრატული მეტრია და ის შვიდი საძინებლისგან შედგება.

დანაშაულის დროს თავად ტერი ოჯახთან ერთად სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებასი ჯონ ტერიმ ხუთი მატჩი ჩაატარა.

რას აკეთებს ჯონ ტერი საღეჭი რეზინით (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა ჯონ ტერიმ ბოლო ვარჯიში კარგი განწყობით ჩაატარა. ინგლისელმა მცველმა საღეჭი რეზინა რამდენჯერმე აკენწლა და შემდეგ ისევ პირში მოათავსა.

A video posted by John Terry (@johnterry.26) on

ტერი “ლივერპულთან” ვერ ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” მცველი ჯონ ტერი საკუთარ გუნდს უახლოეს მატჩში ვერ დაეხმარება.

35 წლის ინგლისელ ფეხბურთელს კვირას, “სუონსი სიტის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:2) შემდეგ მყესების დაზიანება აწუხებს, რის გამოც ათდღიანი კურსის გავლა მოუწევს. შესაბამისად, ტერი ინგლისის პრემიერლიგის V ტურში “ლივერპულის” წინააღმდეგ შინ გასამართ მატჩს გამოტოვებს. აღნიშნული შეხვედრა პარასკევს, 16 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დროგბა: “ტერი თავიდან სარეზერვო ფეხბურთელი მეგონა”

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ის შთაბეჭდილებები გაამხილა, რომელიც “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლისას ჯონ ტერის შესახებ შეექმნა.

“მაღალი, ძლიერი ბიჭი შევნიშნე, რომელიც ძალზედ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ისე იქცეოდა, რომ თავიდანვე სარეზერვო ფეხბურთელად შევრაცხე. მეგონა, რომ მთავარ გუნდში გამოცდილების შესაძენად გადმოიყვანეს. ვარჯიშის შემდეგ ტერის შესახებ სხვა ფეხბურთელს ვკითხე, რომელმაც მიპასუხა, რომ ჯონი ჩვენი გუნდის კაპიტანია. აი, ასე ცოტა რამ ვიცოდი იმ კლუბის შესახებ, რომელშიც გადავედი”, – დროგბას კომენტარი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

 

ტერიმ კეჰილი შეაშინა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი იუმორის გრძნობას არ კარგავს. 34 წლის მცველმა კიბიდან ჩამომავალი გარი კეჰილი მოულოდნელი გამოჩენით შეაშინა.

ტერიმ რეკორდი გაიმეორა

“ლესტერ სიტისა” და ლონდონის “ჩელსის” შორის ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის გადადებული შეხვედრა გუშინ გაიმართა და “პენსიონერების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აქედან ერთი გოლი “ჩელსის” კაპიტანმა ჯონ ტერიმ გაიტანა.

ამით ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში მცველების მიერ გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი გაიმეორა. ტერის აქტივში ახლა 38 გატანილი ბურთია. თავის დროზე ამდენივე გოლი გაიტანა ლივერპულის “ევერტონის” ყოფილმა მცველმა დევიდ ანსვორტმა.

28 გატანილი ბურთია “ლიდს იუნაიტედის” ყოფილი მცველის, იან ჰარტის აქტივში, რომელიც დღესდღეობით ჩემპიონშიფის მეორეადგილოსან “ბორნმუთის” ღირსებას იცავს. 26 გოლი გაიტანა “ევერტონის” მარცხენაფლანგელმა მცველმა ლეიტონ ბეინსმა.

 

ტერიმ თანამედროვეობის საუკეთესო ინგლისელი მცველი დაასახელა

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა ჯონ ტერიმ თანამედროვეობის საუკეთესო ინგლისელი მცველი დაასახელა. ტერიმ ასეთად მისივე თანაკლუბელი გარი კეჰილი მოიხსენია.

“გარი განსაკუთრებული ხასიათის მქონე ფეხბურთელია. იგი აშკარად იმედგაცრუებული იყო რამდენიმე თვის წინათ, როდესაც შემადგენლობიდან ამოვარდა, თუმცა შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

ის განსხვავებული დონის მოთამაშე და ინგლისის საუკეთესო ცენტრალური მცველია. ჩემი აზრით, კეჰილი მთელი სეზონის განმავლობაში ბრწყინვალე იყო.

მწვრთნელმა რამდენჯერმე ამოაგდო კეჰილი შემადგენლობიდან, თუმცა მე ვთვლი, რომ ის საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მას დიდ მატჩებში თამაშის კარგი გამოცდილებაც აქვს”, – ტერის კომენტარი Evening Standard-მა გამოაქვეყნა.

 

ჯერარდმა საკუთარ გუნდში ტერისა და ანრის უხმო

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს და ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გადაბარგდება. 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის მერსისაიდული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით “ლივერპული” საქველმოქმედო მატჩის ჩატარებას აპირებს.

შეხვედრა 29 მარტს, “ენფილდ როუდზე” ჩატარდება და მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი შეარჩევენ. სწორედ ჯერარდი და კარაგერი უკაპიტნებენ მოედანზე გამოსულ გუნდებს.

ჯერარდმა უკვე დაასახელა საკუთარი გუნდი, რომელიც ასე გამოიყურება:

ბრედ ჯონსი (“ლივერპული”), იონ არნე რიისე (აპოელი, კვიპროსი), ჯონ ტერი (“ჩელსი”), სტივენ უორნოკი (“დერბი ქაუნთი”), რაიან ბაბელი (“ქასიმფაშა”, თურქეში), სტივენ ჯერარდი (“ლივერპული”), ჩაბი ალონსო (“ბაიერნი”, გერმანია), კევინ ნოლანი (“ვესტ ჰემი”), ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფერნანდო ტორესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ტიერი ანრი.

 

ტერიმ “ჩელსის” რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა

ლონდონის “ჩელსის” კაპიტან ჯონ ტერისთვის ინგლისის პრემიერლიგის XXII ტურში “სუონსი სიტის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა კლუბის რიგებში ჩატარებული 649-ე მატჩი გახლდათ. ამ მაჩვენებლით ინგლისელმა მცველმა “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ჩამოიტოვა და მესამე ადგილი დაიკავა.

“ჩელსის” რიგებში ყველაზე მეტი მატჩი რონ ჰარისს აქვს ჩატარებული. მას კლუბის ფორმით 795 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. მეორე ადგილზეა პიტერ ბონეტი, 729 მატჩით.

 

ბარტონი: “ტერი რასიზმისთვის ოთხმატჩიანი, ფერდინანდი კი ერთი პოსტისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ჯოი ბარტონი თანაგუნდელ რიო ფერდინანდს გამოექომაგა.

შეგახსენებთ, რომ ფერდინანდს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

“უბრალოდ გაოცებული ვარ. ერთი პოსტისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 25 ათასი ფუნტ სტერლინგი?
ვფიქრობ, რომ სასჯელი არ შეესაბამება დანაშაულს. თავის დროზე ჯონ ტერიმ რასისტული გამოხტომის გამო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებმა იმ სიტყვების სია გამომიგზავნონ, რომელთა გამოქვეყნების უფლებაც არ მაქვს ინტერნეტსივრცეში და რომლებზეც ჯარიმა ვრცელდება”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბარტონმა.

 

Mirror: დროგბა „ჩელსიში“ დაბრუნდება

თურქული „გალათასარაის“ თავდამსხმელი დიდიე დროგბა ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნდება. ამ ინფორმაციას ბრიტანული „დეილი მირორი“ აქვეყნებს.

როგორც მოგეხსენებათ, 30 ივნისს კოტ დივუარელ ფეხბურთელს თურქულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს. წყაროს თანახმად, დროგბა „ჩელსის“ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარელი ფეხბურთელი დასავლეთლონდონური კლუბის ღირსებას 2004 -დან 2012 წლამდე იცავდა. დროგბამ „ჩელსის“ რიგებში ჩატარებულ 341 მატჩში 157 გოლი გაიტანა. მან ინგლისურ კლუბთან ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ოთხჯერ დაეუფლა ასოციაციის თასს, დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის თასიც.

ბექა დოგრაშვილი