6 შემთხვევა, როცა ფეხბურთელმა მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა

გარი ნევილმა პეტერ შმეიხელს “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა არ აპატია

მაქსი ლოპესი თავისი ყოფილი ცოლის ახალ მეუღლეს არ ესალმება

ანტონ ფერდინანდი ჯონ ტერის იმიტომ არ ესალმება, რომ “ჩელსის” კაპიტანმა მას “შავი ნაბიჭ****” უწოდა

უეინ ბრიჯი და ჯონ ტერი

ლუის სუარესი და პატრის ევრა

კეიტა პეპეს ჯერ არ მიესალმა, შემდეგ კი წყლის ბოთლი ესროლა

ტერიმ ჩეხის „არსენალში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

ლონდონის „ჩელსი“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ თანაგუნდელი პეტრ ჩეხი შეაქო და მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„თუ ჩეხი „არსენალში“ გადავა, მაშინ „მეთოფეებს“ მისი ტრანსფერი ძალიან გამოადგებათ. ვფიქრობ, მასთან ერთად გუნდი 12 ან 15 ქულით მეტს დააგროვებს. გვესმის, რომ პეტრს თამაში სურს, მაგრამ მისი დაკარგვა არ გვინდა. ის ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა“, – განაცხადა ტერიმ.

ტერი: „იმედია, ასეთ მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე სეზონი ვითამაშებ“

„ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ განვლილი სეზონის შეჯამებისას აღნიშნა, რომ კარგ სათამაშო ფორმაში ყოფნას მომავალშიც იმედოვნებს.

„სეზონის განმავლობაში მწვრთნელმა და მისმა შტაბმა ჩემს ჩინებულ სათამაშო ფორმაზე გავლენა იქონიეს. გარდა ამისა, მცირე პაუზებიც გამომადგნენ, რომლებიც სანაკრებო შეხვედრების დროს მივიღე. იმედია, ასეთ ფორმაში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიქნები და კარიერას აქ ჟოზე მოურნიოს თავკაცობით დავასრულებ“, – განაცხადა ტერიმ.

ჯონ ტერიმ რეკორდი დაამყარა

ჯონ ტერიმ რეკორდი დაამყარა

“ჩელსის” მცველმა ჯონ ტერიმ “ლივერპულთან” შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა და ამ გოლით პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მველი გახდა. 34 წლის მცველისთვის ჩემპიონატის ფარგლებში ეს 39-ე შედეგიანი დარტყმა იყო, რაც სარეკორდო შედეგია. წინა რეკორდი (38 გოლი), “ევეროტნის” მცვლეს, დევიდ ანსვორთს ეკუთვნოდა.

28 გოლით მესამე ადგილზე “ლიდსის” ყოფილი უკანახაზელი, იან ჰარტია, რომელიც პრემიერლიგაში “ბორნმუთის” შემადგენლობაში დაბრუნდება. 26 გოლი გაიტანა “ევეროტნის” მცველმა ლეიტონ ბეინსმა.

 

ტერი დროგბას დარჩენას იმედოვნებს

„ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი თვლის, რომ დიდიე დროგბამ კლუბთან ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.

„დიდიეს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, თუმცა მიმდინარე სეზონში დიეგო კოსტამ ძირითად შემადგენლბოაში ადგილი დაიმსახურა. თავის მხვრივ, დროგბა გასახდელში დიდ როლს ასრულებს, რადგან ის ძალიან გამოცდილია. იმედია, დიდიე გუნდში დარჩება“, – განაცხადა ტერიმ.

როგორ შეაწყვეტინეს ჯონ ტერისა და გარი კეჰილს ინტერვიუ (ვიდეო)

3 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლესტერი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, “ჩელსის” გასახდელში ჯონ ტერისა და გარი კეჰილს ინტერვიუ შეაწყვეტინეს.

ტერიმ თანამედროვეობის საუკეთესო ინგლისელი მცველი დაასახელა

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა ჯონ ტერიმ თანამედროვეობის საუკეთესო ინგლისელი მცველი დაასახელა. ტერიმ ასეთად მისივე თანაკლუბელი გარი კეჰილი მოიხსენია.

“გარი განსაკუთრებული ხასიათის მქონე ფეხბურთელია. იგი აშკარად იმედგაცრუებული იყო რამდენიმე თვის წინათ, როდესაც შემადგენლობიდან ამოვარდა, თუმცა შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

ის განსხვავებული დონის მოთამაშე და ინგლისის საუკეთესო ცენტრალური მცველია. ჩემი აზრით, კეჰილი მთელი სეზონის განმავლობაში ბრწყინვალე იყო.

მწვრთნელმა რამდენჯერმე ამოაგდო კეჰილი შემადგენლობიდან, თუმცა მე ვთვლი, რომ ის საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მას დიდ მატჩებში თამაშის კარგი გამოცდილებაც აქვს”, – ტერის კომენტარი Evening Standard-მა გამოაქვეყნა.

 

ტერი: „რუნის ნახევარდაცვაში ნახვა გაგვიხარდა“

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ მცველმა ჯონ ტერიმ „წითელი ეშმაკების“ თავკაცის ლუი ვან გაალის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. ცნობისთვის, ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალსიტმა ხსენებულ შეხვედრაში უეინ რუნი არა თავდამსხმელის, არამედ ნახევარმცველის პოზიციაზე გამოიყენა.

„რუნის ნახევარდაცვაში ხილვამ გაგვახარა. ჩვენთვის ეს პლიუსი იყო, რადგან ასეთი მოთამაშე ჩვენი კარისთვის თავდასხმაში ხიფათს წარმოადგენდა“, – განაცხადა „არისტოკრატების“ კაპიტანმა.

ჯონ ტერი: „რონალდუსთან და მესისთან აზარი ერთ დონეზეა“

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ „სტოკ სიტისთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო.

„აზარი ჩინებული იყო, წელს ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია.

ასეთ მატჩებში, როდესაც გუნდს რაღაც განსაკუთრებული სჭირდება, საკუთარ თავზე თამაშს სწორედ აზარი იღებს.

მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ედენი ერთ დონეზეა. მას შეუძლია, რომ კიდევ უფრო ძლიერი ფეხბურთელი გახდეს“, – განაცხადა „არისტოკრატების“ კაპიტანმა.

ტერი: “ჩელსიდან წასვლა კარიერის დასასრულს ნიშნავს”

“ლურჯების” კაპიტანი იმედოვნებს, რომ “ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

“ახლა ყველაფერს ჩემი თავისთვის ვაკეთებ, სხვებისთვის დასამტკიცებელი არაფერი მაქვს”.

“ვერ ვიტყვი, რომ “ჩელსიში” სამუდამოდ ვიქნები, მაგრამ დიდი ქნით დარჩენა მსურს. იმედი მაქვს, გუნდთან ახალ კონტრაქტს გავაფორმებ”.

“პატარა მიზანი მაქვს. იმედია, მომავალ სეზონშიც ისეთ დონეზე ვითამაშებ, როგორც წელს. არ ვაპირებ, ლონდონის გარდა სხვაგან თამაშს. “ჩელსიდან” წასვლა კარიერის დასასრულს ნიშნავს,”-განაცხადა ჯონ ტერიმ.

მიმდინარე სეზონში 34 წლის ჯონ ტერიმ პრემიერ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

ტერი: „კმაყოფილნი ვართ“

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ ინგლისის ლიგის თასის მოგებულ ფინალზე ისაუბრა.

„ძალიან გვიხარია. მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი პირველი ტიტულია. იგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ მატჩის მიმდინარეობისას ვდომინირებდით.

„ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა? ეს კარგი სიახლეა, თუმცა მასზე დღეს არც გვიფიქრია“, – განაცხადა „არისტოკრატთა“ დამრიგებელმა.

ტერიმ და მოურინიომ „ჩელსის“ ახალი სპონსორი წარადგინეს

ლონდონის „ჩელსის“ იაპონური კომპანია „Yokohama Rubber“-ის სახით ახალი სპონსორი ჰყავს. როგორც ცნობილია, აზიური კომპანიისგან „არისტოკრატები“ ყოველწლიურად 40 მილიონ ფუნტს მიიღებენ.