შვიდი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოუყენებელი პენალტი ფეხბურთის ისტორიაში

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი შვიდი გამოუყენებელი პენალტი დაასახელა.

7. ჩარლი ადამი
“ლივერპული” – “კარდიფი” (ლიგის თასის ფინალი, 2012)

6. დენის ბერგკამპი
“არსენალი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” (ასოციაციის თასის ნახევარფინალი, 1999)

იხილეთ 01:47-დან

5. სერხიო რამოსი
“რეალი” – “ბაიერნი” (ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, 2011/12)

4. როპერ პირესი
“არსენალი” – “მანჩესტერ სიტი” (ინგლისის პრემიერ ლიგა, 2005/2006)

3. ანდრეი შევჩენკო
“მილანი” – “ლივერპული” (ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2005)

2. ენტონი ნოკაერტი
“ლესტერი” – “უიტფორდი” (ინგლისის ჩემპიონშიპის ფლეი-ოფი, ნახევარფინალი)

1. ჯონ ტერი
“ჩელსი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” (ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2008)

იხილეთ 02:05-დან:

სად იზამთრებენ იანკები? ლეგენდები, რომლებიც გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში

Eurosport.ru–გთავაზობთ იმ ლეგენდათა სიას, რომლებიც უკვე გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში.

ამერიკული კლუბები, მულტი მილიარდელი შეიხების საშუალებით 30 წელს გადაცილებულ სუპერვარსკვლავებს ყიდულობენ და თანდათან ძლიერდებიან. გასული ორი წლის განმავლობაში MLS-ში თამაშობდა ისეთი მსოფლიო დონის ლეგენდები როგორებიც იყვნენ: დევიდ ბექჰემი, ტიერი ანრი, ჟუნინიო პერმანბუკანუ, ჟერმეინ დეფო, რობინ კინი და ალესანდრო ნესტა. ცნობილი სპორტული საიტი და არხი Eurosport-ი გთავაზობთ შვიდ ლეგენდას, რომლებიც უკვე შეუერთდნენ და შეუერთდებიან MLS ლიგას.

ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”)

დაინტერესებული კლუბი: “ლოს ანჯელეს გალაქსი”

Pirlo

სექტემბერში “გალაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს არენამ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს საკუთარ გუნდში იტალიელი მაესტროს ხილვა და ისინი პირლოს შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ. 36 წლის ჰავბეკი ლოს ანჯელესში ლანდონ დონოვანის(რომელიც სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს) შემცვლელად სახელდება. ამავე დროს, გუნდში წმენდა განხორციელდა, რომლის შემდეგადაც ლოს ანჯელესელებმა სამი ფეხბურთელი გაუშვეს. ასევე ტრანსფერს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ლიგის რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელების ანაზღაურება შეუზღუდავი არ არის. იტალიელმა მაესტრომ ზაფხულში განაცხადა, რომ ოკეანის გაღმა, თამაში სურს(მხოლო რამოდენიმე წლით).

ეშლი კოული (“რომა”)

დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი”; “ტორონტო”.

ashley-cole

ლონდონში, წვიმასა, ქარსა და ნისლში თამაშში მიჩვეულ ეშლი კოულს, მზიან რომში თამაში და ადაპტაცია ცოტა გაუჭირდა. სწორედ ამ მიზეზის გამო შეიძლება ინგლისელმა დატოვოს “რომა” და ამერიკულ კლუბებს მიაშუროს. იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოული რომს ზამთარში დატოვებს. ამა წლის ზაფხულში ეშლი იტალიაში სრულიად უსასყიდლოდ გადავიდა. Transfermarkt–ის გამოთვლებით, ამერიკულ კლუბებს მისი შეძენა 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კოულით “ორლანდო სიტი” (რომლსი დებიუტიც “მაჟორ” ლიგაში მომავალ წელს შედგება) და “ტორონტო” ინტერესდება.

კაკა (“სან პაულუ” იჯარა)

გადავიდა: “ორლანდო სიტი”

Kaka

კაკა ერთ–ერთია იმ 30 წელს გადაცილებულ ლეგენდებს შორის, რომლებმაც სათამაშოდ ამერიკა აირჩიეს. “ორლანდო სიტიმ” ზაფხულში “მილანთან” გარიგებას მიაღწია. ბრაზილიელი ლეგენდა ფლორიდაში გადავიდა და მომდევნო წლიდან “ლურჯების” შემადგენლობაში გამოჩნდება. მანამდე, ფლორიდულმა გუნდმა, კაკა მშობლიურ ქალაქში “სან პაულუში” იჯარის წესით გაუშვა. “ორლანდო სიტისთან” ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, კაკა ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ის წელიწადში 7,2 მილიონ დოლარს მიიღებს. ადრე ყველაზე მაღალი ანაზღაურება დევიდ ბექჰემს ჰქონდა. მისი ხელფასი წელიწადში 6,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დევიდ ვილა (“მელბურნი” იჯარა)

გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”

Villa

2015 წელს შეიხი მანსური აბუ დიაბიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში “მანჩესტერ სიტის” შვილობილს “ნიუ იორკ სიტის” გახსნის. კლუბი უკვე ჩამოყალიბდა, 2014 წლის ზაფხულში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლეგენდარული დევიდ ვილა “ნიუ იორკ სიტიში” გადავიდა და კლუბის პირველი ფებხრუთელი გახდა, მაგრამ ესპანელის სადებიუტო მატჩი მომდევნო წელს შედგება. ზამთრამდე ჯერ კიდევ რამონენიმე თვე დარჩა, ფორმის შესანარჩუნებლად ესპანელი იჯარის წესით ავსტრალიაში, კერძოდ “მელბურნ სიტიში” გადავიდა. თავად ფეხბრუთელი აცხადებს : “მე აქ საშუალება მექნება, გავხსნა ახალი მსოფლიო, ახალი ფეხბურთი.”

ფრენკ ლამპარდი (“მანჩესტერ სიტი” იჯარა)

გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”

Lampard

“ნიუ იორკ სიტის” მეორე მოთამაშეა, ლეგენდარული ფრენკ ლამპარდი, რომელიც ლონდონის “ჩელსიდან” 2014 წლის ზაფხულში მოულოდნელად გადავიდა. მოგეხსენებათ, გუნდი ახალი ჩამოყალიბებულია და მხოლოდ 2015 წლიდან ითამაშებს. ამიტომ, ინგლისელი ლეგენდა “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა და რამოდენიმე თამაში ჩაატარა. სადებიუტო გოლი ყოფილი კლუბის “ჩელსის” კარში გაიტანა და გულშემატკივრებს გაშვებით გული დასწყვიტა.

ხავი (“ბარსელონა”)

დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”

Xavi

უკვე გიამბეთ შეიხი მანსურის ამბიციური პროექტის შესახებ. აბუ დიაბელ მულტი მილიარდელს ამის განხორციელებაში, ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ლეგენდა სჭირდება. ვილიასა და ლამპარდის შემდეგ, “ნიუ იორკ სიტის” მესამე მოთამაშე ხავი ჰერნანდესი იქნება. თავდაპირველად, ესპანელი გენია ყატარში, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადიოდა, მაგრამ შემდეგ მან გადაიფიქრა და კატალონიაში ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა. ამ სეზონში ხავის არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო აქვს, ამიტომ მისი სწორედ სათამაშო პრაქტიკა იქნება, მისი შესაძლო წასვლის ერთ–ერთი მიზეზი.

ჯონ ტერი (“ჩელსი”)

დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”

Terry
ახალ სეზონში, ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. შეთანხმების თანახმად, ტერი პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდა, მაგრამ როგორც ბრიტანული ტაბლოიდები წერენ ინგლისელი გაცილებით დიდ ანაზღუარებას მიიღებს, ამერიკაში კერძოდ “ნიუ იორკ სიტიში”. ტრანსფერი რეალურია, რადგან შეიხ მანსურს შეტევის შემდეგ დაცვის ხაზში რამოდენიმე ვარსკვლავის დამატება სურს.

რობინიო (“სანტოსი” იჯარა)

დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი” , “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი”.

Robinho

მეორე ბრაზილიელი და ყოფილი “მილანელი”, რომელიც შეიძლება კაკას გზას გაჰყვეს და აშშ–ში გადაბარგდეს. “რობინიოს MLS-ში თამაში სურს, ჩვენ “ორლანდო სიტისთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.”–განაცხადა “მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა ანდრიანო გალიანიმ. ბრაზილიელი ფორვარდი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის საშუალებით “სანტოსში” იჯარის წესით გადავიდა. ბრაზილიელის კონტრაქტი მილანურ კლუბთან მომავალ წელს იწურება. “ორლანდო სიტის” გარდა, რობინიოს ამერიკის სხვა კლუბები: “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი” ეპატიჟებიან.

ტერი: “ფაბრეგასი დაიბადა რათა…”

“ჩელსის” მცველმა  ჯონ ტერიმ, ესპანელ ახალწვეულზე სესკ ფაბგრეგასზე ისაუბრა.

“ბარსელონადან” გადმოსულმა ფაბრეგასმა გუნდში მალევე იპოვა საკუთარი ადგილი. 27 წლის ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში რამოდენიმე საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩემპიონთა ლიგაზე “შალკესთან” მატჩში ლონდონური კლუბის მაიურით პირველი გოლი გაიტანა.

“შეხედეთ, თუ როგორ თამაშობს სესკი. მას ისეთი პასების გაკეთება შეუძლია, რომლის გაკეთებასაც სხვა მოთამაშეები ვერ შეძლებენ.”

“ფაბრეგასი დაიბადა იმისთვის, რათა ტიკი-ტაკა ითამაშოს. “ჩელსიში” კი ჩვენ მუდმივად  ვაკონტროლებთ ბურთს, ვაკეთებდით უამრავ პასს და ვეძებთ ვარიანტებს, რომლის საშუალებითაც შეტევაში სწრაფად გადავალთ. ამ მხრივ სესკი ძლიერია. იგი ჩვენ წარმატებების მიღწევაში დაგვეხმარება.”-განუცხადა კაპიტანმა talkSPORT-ს

ფერდინანდი: “ჯონ ტერი იდიოტია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი აცხადებს, რომ ლონდონის “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი იდიოტია და მას მის მიერ ჩადენილ ცუდ საქციელს არ აპატიებს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში ჯონ ტერიმ რიო ფერდინანდის ძმას, ანტონ ფერდინანდს რასისტული შეურაწყოფა მიაყენა. ამის გამო, ტერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო მას რიო ფერდინანდთან ურთიერთობა დაეძაბა.

“ჩემთვის, ყველაზე დიდი იდიოტი ყოველთვის ჯონ ტერი იქნება. ინციდენტის შემდეგ, მას თავის დაძვრენა სურდა.

სიმართლე გითხრათ, ამ საკითხთან დაკავშირებით ტერისთან საუბარი არ მქონია. სამი წელი გავიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პატიება შეუძლებელია. ვერ დავივიწყებ იმ ტკივილს, რაც მან მოგვაყენა”, – ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Sun-ი.

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა.

* თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. ჯონ ტერი – 175 000 კვირაში

9. მესუთ იოზილი 180 000 კვირაში

8. ედენ აზარი – 185 000 კვირაში

7. სესკ ფაბრეგასი- 200 000 კვირაში

6. სერხიო აგუერო – 225 000 კვირაში

5. რობინ ვან პერსი – 225 000 კვირაში

4. იაია ტურე – 240 000 კვირაში

3. რადამელ ფალკაო – 265 000 კვირაში

2. ანხელ დი მარია – 280 000 კვირაში

1. უეინ რუნი – 300 000 კვირაში

აგრესიული ჯონ ტერი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ვარჯიშობს ჯონ ტერი კრივში.

ტერი მორიგ სკანდალში გაეხვა

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი მორიგ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ის მეუღლეს საგალანტერიო მაღაზიაში გაჰყვა.

ტანსაცმლის განყოფილებაში მოსიარულე ტერიმ თავაზიანობის გამოხატვა გადაწყვიტა და გამყიდველ გოგონებს მიესალმა. „ევროსპორტის“ ბრიტანული ბიუროს ცნობით, გამყიდველთაგან ერთ-ერთმა, სახელად ელაიშა რემმა მოიცადა, სანამ ტერი იქაურობას გაეცლებოდა და შემდეგ თავის კოლეგებს ასეთი რამ უთხრა: „ცხოვრებაში უფრო კარგად გამოიყურება, მაგრამ მაინც ღორია“.

დანარჩენმა გამყიდველებმა რემის გაჩუმება სცადეს, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ეს სიტყვები ფეხბურთელის მეუღლემ ტონი პულმა გაიგონა.

„ჯერ შემომხედა, შემდეგ კი გატრიალდა, – იხსენებს გამყიდველი მომხდარ ინციდენტს. – არ ვიცოდი, რომ მეუღლეც იქვე იყო. მას სახეზეც ვერ ვცნობდი. თავი ცუდად ვიგრძენი“.

უიღბლო გამყიდველმა სააბაზანო ოთახში დამალვა სცადა, თუმცა მას ტერი წამოეწია და ახსნა მოსთხოვა.

„ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მეუღლის წინაშე ღორის სახელით მოხსენიება უღირსი საქციელი იყო. ბოდიში მოვუხადე“, – აღნიშნა გოგონამ.

როგორც აღმოჩნდა, მობოდიშებამ არ გაჭრა, რის შემდეგაც ელაიშა რემმა ტერის ამაზრზენი უწოდა.

„ასეთი საშინელი არ ვარ. მხოლოდ ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ისიც აღვნიშნე, რომ ტერი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა“, – დასძინა 23 წლის გამყიდველმა გოგონამ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მაღაზიის მენეჯერმა ელაიშა რემს დისციპლინური სანქცია დაუწესა და ის დროებით სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა თუ ეს სკანდალი დიდ რეზონანს გამოიწვევს, არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა გოგონა დაკავებული პოზიციიდან საერთოდ გაათავისუფლონ.

ბექა დოგრაშვილი

ტონი ადამსი: „ინგლისის ნაკრები ასეთი მცველებით კარს მშრალად ვერ შეინახავს“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა კაპიტანმა ტონი ადამსმა ინგლისის ნაკრების სამუნდიალო განაცხადი გააკრიტიკა. კერძოდ, ადამსის შეშფოთებას „სამი ლომის“ დაცვითი ხაზი იწვევს.

„ინგლისის ნაკრების დაცვა მაშფოთებს. ეს მცველები არ არიან იმ დონისანი, რომ ტოპ-გუნდების წინააღმდეგ მატჩებში კარი მშრალად შეინახონ.
დაცვითი ხაზი ჩვენი სისუსტეა და ეს მაშფოთებს. განაცხადში ჯონ ტერი უნდა შეეყვანათ“, – ციტირებს ადამსის სიტყვებს „თოქსპორტი“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვა „ჩელსის“ კიდევ ერთი მცველი ეშლი კოული.

„ჰოჯსონმა შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადში ეშლი კოული არ შეიყვანა. ის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მარცხენაფლანგელი მცველია. შესაძლოა, სეზონის განმავლობაში ის უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობდა, მაგრამ ბოლო შვიდ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ეშლი კოული დიდებული მცველია. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოცდილება აუცილებელი ფაქტორია. ჩემი აზრით, მისი სამუნდიალო განაცხადს მიღმა დატოვება შეცდომაა“, – აღნიშნა ტონი ადამსმა.

ბექა დოგრაშვილი

ტერის ცრემლები “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ

30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. “ჩელსიმ” “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კამერებმა ლონდონელთა კაპიტნის, ჯონ ტერის ცრემლები დააფიქსირეს.

ტერი: „იმედია, „ჩელსიში“ დავრჩები“

ლონდონის „ჩელსის“ მცველმა ჯონ ტერიმ კლუბთან თავისი კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

„ჩელსიში“ კარიერის დასრულებამდე დარჩენა მსურს. აქ 14 წლიდან ვარ და სხვა კლუბის მაისურით არასდროს მითამაშია.

ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გუნდს ახლა მნიშვნელოვანი მატჩების სერია ელის, ამიტომაც ეს საკითხი რამდენიმე კვირას დაიცდის. იმედია, ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

ბევრი რამ ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ტერიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ჩელსის” დიდი ფეხბურთელები პატარების წინააღმდეგ

საკმაოდ სახალისო ვიდეო გავრცელდა ინტერნე-სივრცეში, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ თამაშობენ ერთმანეთის წინააღმდეგ “ჩელსის” დიდი და პატარა ფეხბურთელები.

ჯონ ტერი თავისი შვილის წინააღმდეგ

19 იანვარს, “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, კამერებმა საკმაოდ სახალისო კადრები დააფიქისირეს, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორ თამაშობენ ერთმანეთის წინააღმდეგ ჯონ ტერი და მისი ვაჟი.