ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “ჰალ სიტისთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მერსისაიდული გუნდი ჩემპიონატში მიჯრით მეხუთე მატჩია, გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს. “წითლების” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
“თავის მართლება არ მინდა. ასეთი მარცხის შემდეგ რაღაც ჭკვიანურის თქმა რთულია. ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე საუბარი ჯერ ადრეა. კარგად უნდა ვითამაშოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასებს ხალხი ჩვენს შანსს.
ვიცით, რომ “ლივერპულს” ბევრად უკეთ შეუძლია თამაში და ასეც უნდა ვიმოქმედოთ მოედანზე. დღევანდელივით აღარასდროს უნდა ვითამაშოთ”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “ბიბისი”.