სატრანსფერო საგა დასრულდა – კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის “რეალში” ცხრა წლიანი ასპარეზობის შემდეგ, ტურინის “იუვენტუსში” ითამაშებს. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ესპანური კლუბის საიტი ავრცელებს.
ფეხბურთელი 2022 წლამდე დარჩება “იუვეში” და ერთ სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2009 წელს გადმოვიდა მადრიდის “რეალში”. მაშინ იგი 24 წლის იყო. ცხრა სეზონის მანძილზე რონალდუმ მოახერხა 451 გოლი გატანა 438 შეხვედრაში და ამით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კრიშტიანუმ “რეალში” 16 ტიტული მოიგო, მათ შორის, 4 ჩემპიონთა ლიგა. “ბლანკოსში” ასპარეზობის დროს, აღნიშნულმა მოთამაშემ 4 ოქროს ბურთი და 2 ოქროს ბუცი მოიპოვა.
“რეალ მადრიდი” ყოველთვის იქნება შენი სახლი”, – ვკითხულობთ კლუბის განცხადების ბოლოს.