კახა ცხადაძემ რუსეთის ჯარიდან მოწვევა მიიღო (ფოტო)

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს კახაბერ ცხადაძეს რუსეთის ჯარიდან მოწვევა მიუვიდა. 47 წლის სპეციალისტს ჯარში აღრიცხვასთან დაკავშირებით დეტალების გარკვევა სთხოვეს.

საბუთი იმ მისამართზე მივიდა, რომელზეც ცხადაძე 2000 წლიდან ბინის გაყიდვის შემდეგ აღარ ცხოვრობს.

C14i8umB1ApkZamk

კახა ცხადაძე: “მე და ფეხბურთელები ოპტიმისტურად ვართ განწყობილები”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შეაფასა. ცხადაძის აზრით, კარგი შედეგის მიღწევა ყველა მეტოქესთან შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში უელსის, ავსტრიის, ირლანდიის, სერბეთისა და მოლდოვის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

“არცერთი გუნდი არ არის გრანდი, მაგრამ პირველი ოთხი ნაკრები ყველა თანაბარი დონის არის ფაქტობრივად,
ანუ ყველასთან შეიძლება თამაში კარგი შედეგისთვის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, ის რაც დასახული გვაქვს ვფიქრობ შესაძლებელი იქნება რომ მივაღწიოთ მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე. უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული გეგმა, როგორ მოვემზადოთ

მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. მომავალი წლის სექტემბრამდე ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ გუნდი კარგად მოემზადოს, ასევე ფეხბურთელები, რომ ფსიქოლოგიურად მზად შეხვდნენ ახალ შესარჩევ ეტაპს.

მნიშვნელოვანია, თამაშების მოგება, რომ რწმება დავიბრუნოთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვესაუბრე ფეხბურთელებსაც და ისინიც ოპტიმისტურად არიან. მთავარია ყველა ჯანმრთელად იყოს და ჩვენი ნაკრების წევრებს ჰქონდეთ საკმარისი სათამაშო პრაქტიკა”, – კახა ცხადაძე

წყარო: GFF

ბაჩანა ცხადაძის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

2 ნოემბერს, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში, კახაბერ ცხადაძის გაწვრთინლმა ბაქოს “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “რევანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე “ინტერმა” გახნსა, თავი კი ქართველმა თავდამსხმელმა, ბაჩანა ცხადაძემ გამოიჩინა.

ბაჩანას გარდა, ბაქოელთა ძირითად შემადგენლობაში კიდევ ორი ქართელი იყო – მეკარე გიორგი ლომაიამ და მცველმა ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ცხადაძე 89-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ალექსანდრე იაშვილს, ის მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.