საქართველომ ლატვიაც დაამარცხა და იტალიასთან ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს

ესტონეთის 35 ქულით დამარცხების შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დღეს ტურნირის მეორე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც იგორ კოკოშოვის გუნდის მეტოქე ლატვია იყო.

პირველი მეოთხედის დებოუტში თამაში თამაბარი გამოდგა, სტუმრები შეტევაში მომენტების გამოყენებას ახერხებდნენ, თუმცა მეოთხედის შუა პერიოდში კოკოშკოვის გუნდმა უპირატესობა მოიპოვა. დაცვაში აღსანიშნავი ოყო ჩვენი მოთამაშეების პრესინგი, მარკოიშვილი მეტოქისთვის თავისუფალი ზონების ჩაკეტვას ცდილობდა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო – პირველი მეოთხედის შემდეგ ტურნირის მასპინძლებმა ოთხი ქულით – 20:16 მოიგეს. ასეთი ტაქტიკით წარტებულად თამაში ჩვენმა კალათბურთელებმა მეორე მეოთხედშიც მოახერხეს. აღსანიშნავია დუდა სანაძის ნაყოფიერი მოქმედებები. საბოლოოდ, დიდი შესვენების წინ საქართველიმ ათი ქულით – 48-38 გაიმარჯვა.

მესამე მეოთხედში სტუმრებმა მოუმატეს, რაც ქართველთა მხრიდან შედარებით ნაკრები მომენტის გამოყენებას შეგვიძლია დავაბრალოთ. მეოთხედის ბოლოს სიტუაცია გამოსწორდა, ბოლო ეპიზოდში ვიქტორ სანიკიძემ, კონტრშეტევის შედეგად ბურთი ჩატენა – საქართველომ ანგარიშით 70:61 მოიგო. გადამწყვეტ მეოთხედში ლატვიელებმა არაერთი მომენტი ვერ გამოიყენეს. რამდენიმე ეპიზოდში უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან ჩვენმა კალათბურთელებმაც გაუშვეს. შეხვედრის ბოლოს ლატვიელებმა უფრო მოუმატეს – მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე მხოლოდ სამქულიანი უპირატესობა შევინარჩუნეთ. 3 წამით ადრე ესტონეთმა ორი საჯარიმო ჩააგდეს, თუმცა კოკოშკოვის გუნდმა უპირატესობს შეინარჩუნა და ორი ქულით – 78:76 მოიგო.

საქართველოს რიგებიდან 16-16 ქულით საუკეთესოები ზაზა ფაჩულია და ბექა ბურჯანაძე იყვნენ. ფაჩულიამ ჯამში 8 მოხსნა მიითვალა, ბურჯანაძის ანაგრიშზე კი 2 მოხსნაა.

რაც შეეხება ლატვიის ნაკრებს, აქ 15 ქულით, 5 მოხსნითა და 2 პასით კაპიტანი კასპარს ბერჟინსი გამოირჩა.

ხვალ „ჯვაროსნები“ იტალიის ნაკრევს შეხვდებიან, რომელმაც მეორე შეხვედრაში ესტონეთი ანგარიშით 85:61 დაამარცხა.

საქართველო – ლატვია 78:76 (20:16, 28:22, 22:23, 8:15)

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა ცნობილია

2019 წლის მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატს ჩინეთი უმასპინძლებს. მასპინძელი ქვეყანა ტოკიოში საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციის სხდომაზე გაირკვა.

ჩინეთის განაცხადს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი იაო მინი წარმოადგენდა. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის კიდევ ერთი კანდიდატი ფილიპინები იყო.

2019 წლის პლანეტის პირველობა ფიბას ახალი ფორულით ჩატარდება. საკვალიფიკაციო ეტაპი 2017 წელს დაიწყება და 2019 წლამდე გაგრძელდება. ტურნირში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აშშ-ს ნაკრებია.

ცნობისთვის, მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატი ჩინეთში აქამდე არასდროს ჩატარებულა.

ისრაელის ნაკრებებს, შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებზე თამაში აეკრძალოთ

უახლოეს დროში ისრაელის კალათბურთის ფედერაციამ, შესაძლოა, ფიბა-სგან დისკვალიფიკაცია მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საერთაშორისო ტურნირზე ქვეყნის სხვადასხვა ნაკრებს გამოსვლა აეკრძალება.

შესაძლო დისკვალიფიკაციის მიზეზი ისრაელის კალათბურთის ფედერაციაში არსებული კორუფციაა. ფიბა-ს მიერ მიღებული ინფორმაციით, ისრაელის კალათბურთის ფედერაციას ერთ-ერთი პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი აქვს.
სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული გამოძიება სექტემბერის დასაწყისში დასრულდება და ისრაელის ნაკრებს 2015 წლის ევრობასკეტზე გამოსვლაში ხელს არ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი გადაწყვეტილება ფიბა-მ რუსეთის კალათბურთის ფედერაციის მიმართაც მიიღო.

ქართველების მოულოდნელი მარცხი თურქებთან

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბოლო დღეს ქართველი კალათბურთელები თურქეთის ნაკრებს შეხვდნენ. როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა გუნდები, მეტოქეს მხოლოდ მეშვიდე ადგილის დაკავებისთვის შეხვდნენ.

პირველი გოგონების შეხვედრა შედგა, რომელიც თურქეთის სოლიდური გამარჯვებით, 72:40 დასრულდა.

რაც შეეხება ვაჟთა შეხვედრას, აქ მარცხი, თუნდაც პირველი შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე, მოულოდნელი იყო – ქართველებმა 63:71 წააგეს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის სტარტზე ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა მეტოქე 39 ქულით გაანადგურა.

აქედან გამომდინარე, ჩვენმა ორივე საკალათბურთო ნაკრებმა საშინაო ფესტივალზე ბოლო ადგილი დაიკავა.

ოფიციალურად: რუსეთის ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნეს

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA-მ) რუსეთის კალათბურთის ფედერაციას აცნობა, რომ ქვეყნის ყველა ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნილია.

აქამდე FIBA-მ რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინსიტროს კალათბურთში სიტუაციის გარკვევა სთხოვა. საერთაშორისო ფედერაციას რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ არაერთი კითხვა გაუჩნდა. 18 ივნისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციამ ახალი ხელმძღვანელი 60 დღის განმავლობაში უნდა აირჩიოს.

30 ივლისს რუსეთის 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიოანტს დაიწყებს, დანარჩენი ასაკობრივი ნაკრებები კი მოახლოებულ ტუნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ბიჭიაშვილი: „რამდენიმე ქართველი ბავშვი ესპანეთში გადავა“

როგორც მოგახსენეთ, ქართველი მოზარდები ესპანეთის ქალაქ ვიტორიიდან ჩამოვიდნენ, სადაც კლუბ „ლაბორალ კუჩას“ ბაზაზე ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ. ქართველ ბავშვებს ესპანეთში ქართველი კალათბურთელი გივი ბიჭაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც დღევანდელ პრესკონფერენციაზე განვლილი პერიოდი შეაფასა.

„სასკი ბასკონიას“ კამპი_09575

„ამ კამპის მნიშვნელობა მარლაც დიდია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევბრი კარფი სპეციალისტია, ესპანეთი კალათბურთში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, სადაც ბავშვებმა გაოცდილება მიიღეს. ამ ორი კვირით თვითნ ბავშებიც კმაყოფილნი დარჩნენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ მაქსიმალურად მეტი პრაქტიკა მიიღონ. პირდაპირ გეტყვით, მათ დიდი პერპექტივა აქვთ.

მნიშვნელოვანია ქართველი და ესპანელი კალათბურთელების ურთიერთობაც. „ბასკონიას“ რამდენიმე ჩვენი ბავშვის დამატება შევთავაზეთ. მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა, თანაც აქ იურიდული საკითხიც უნდა გავითვალისწინოთ.

ამ ნიჭიერი ბიჭების ესპანეთში გაშვება ასევე მათი იქ სწავლა-განათლების მიღებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ბიჭიაშვილმა.

მარიამ ნიშნიანიძის სურათები:

„გვსურს, საქართველოში ახალგაზრდებში კალათბურთი უფრო განვავითაროთ“

„თბილისი მოლში“ საქართველოს 3×3 კალათბურთი ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შესახებ კომპანიის მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენელმა ნატა გოგოლაძემაც ისაუბრა.

„3×3 კალათბურთს ჩემპიოანტის მატჩების გარდა, ასევე „ოლ სტარსაც ვუმასპინძლეთ. ტურნირს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. ყოველწლიურად ბევრ წამახალისებელ პრიზს ვაწესებთ. გვსურს, ახალგაზრდებში კალათბურთი უფრო განვავითაროთ“, – განაცხადა გოგოლაძემ.

„საქართველო მსოფლიოს რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციაზე ადის“

დღეს, „თბილისი მოლში“ საქართველო 3×3 კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შესახებ სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ ისაუბრა.

„უკვე მეორე წელია, რაც ეს ჩემპიოანტი ტარდება, მასში მონაწილეობა ყველა რეგიონის გუნდმა მიიღო. წელს ათასზე მეტი მონაწილე იყო. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოში 3×3 კალათბურთის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს.  საქართველო მსოფლიოს რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციაზე ადის. ყველა მონაწილეს მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ზაბახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 3×3 კალათბურთს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 18 ივლისს, „თბილისი მოლში შედგება“.

ევრობასკეტის საჩემპიონო თასი „თბილისი მოლში“ გამოიფინება

როგორც მოგახსენეთ, შაბათს, 18 ივლისს, „თბილისი მოლში“, საქართველოს 3×3 კალათბურთის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გაიმართება.

ამ დღეს „თბილისი მოლში“ ევრობასკეტის საჩემპიონო თასი გამოიფინება, რომელიც მაისიდან ევროპის ქალაქებში „მოგზაურობს“. სათქმელი ისიცაა, რომ ევრობასკეტის საჩემპიონო თასის ნახვა და სურათის გადაღება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

საქართველოს 3×3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი 18 ივლისს დასრულდება

3×3-ში კალათბურთის საქართველოს ჩემპოიონატი დასასრულს უახლოვდება. 18 ივლისს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი 1-2 ივლისს თბილისში დაიწყო, რის შემდეგაც მისი მატჩები რეგიონებშიც შედგა. მატჩები გორში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბორჯომსა და რუსთავში შედგა. ორგანიზატორმა მიერ დაწესებული პროპორციული კვოტით, შესარჩევი ტურიდან ფინალში თითოეული ქალაქის გუნდი გავიდა.

სათქმელია, რომ საქართველოს ჩემპიონი, რომლის ვინაობა შაბათს გაირკვევა, ბუქარესში, საერთაშორისო ტურნირ „არენა სპორტ ჩელენჯზე“ გაემგზავრება, რომელიც 15-16 აგვისტოს გაიმართება.

კოტე ტუღუში ნაკრების შემადგენლობით კმაყოფილია

როგორც მოგახსენეთ, დღეს საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ფედერაციაში ნაკრების გაფართოებული სია დასახელდა. პრესკონფერენციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი ასისტენტი კოტე ტუღუში დაესწრო, რომელმაც ჟურნალისტებს ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ უამბო.

„გაფართოებულ სიას ყველანი ნახავდით. ამჟამად ტრავმირებული მოთამაშეები არ გვყავს. ბოლო დროს მსგავსი პრობლემა ყოველთვის გვქონდა. კარგია, რომ ამ მიზეზით დღეს არავინ გვაკლია. იმედია, ევროპის ჩემპიონატს ასევე ოპტიმალური შემადგენლობოით შევხვდებით. თუ ეს ასე იქნება, მაშინ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ეს საბოლოო გაფართოებული სიაა, არავის დამატება აღარ შეგვიძლია.

ნიკოლოზ ცქიტიშვილთან პირადად არ გვისაუბრია. მის კანდიდატურას განვიხილავდით, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ მას ნაკრებში არ გამოვიძახებთ.

გორგოძე ნაკრების ახალწვეულია. ყველანი ვთანხმდებით< რომ მას აკრგი სეზონი ჰქონდა. ნაკრებთან ერთად ის ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებს, რაც გუნდასაც გამოადგება.

რაც შეეხება ჯანელიძეს, ამ ახალგაზრდა მოთამაშის სტატისტიკას თვალს ყოველთვის ვადევნებდი. ის ათლეტური და ძლიერია, იტალიაში მას ასევე კარგი სეზონი ჰქონდა“, – განაცხადა ტუღუშმა.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც უახლოეს შეკრებებზე საართველოს საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა.

ამით იგორ კოკოშკოვის გუნდი სექტემბერში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. ნაკრები 13 ივლისს შეკრებას თბილისში დაიწყებს, რის შემდეგაც ბოსნიაში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ორ სპარინგს ჩაატარებს. ჯამში, ჩვენი ნაკრები აღნიშნულ შეკრებაზე ათ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ამ პერიოდში გაფართოებული სიიდან სამწვრთნელო შტაბი თორმეტ კალათბურთელს აირჩევს, რომელიც საფრანგეთსა და იტალიაში ამხანაგურ ტურნირებზე, შემდგომ კი უკვე ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრევა.

ევრობასკეტზე კოკოშკოვის გუნდი ხორვატიასთან, სლოვენიასთან, საბერძნეთთან და მაკედონიასთან ერთად C ჯგუფში მოხვდა.

გაფართოებული სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

გამთამაშებლები: გიორგი ცინცაძე („შსს-აკადემია“), ჯეიკობ პულენი („ბრინდიზი“, იტალია), ოთახ ფხაკაძე (ლანგსტონი, აშშ, NCAA), ბექა წივწივაძე („შსს-აკადემია“)

მსროლელები: მანუჩარ მარკოიშვილი („ცსკა მოსკოვი“, რუსეთი), დუდა სანაძე („სან დიეგო“,  აშშ, NCAA), ნოდარ გოგოძე („ოლიმპი“), ბესო ლეჟავა („დინამო“), მიხეილ ჭოჭუა („რუსთავი“), ლევან ფაცაცია („ნიჟნი ნოვგოროდი“, რუსეთი)

ფორვარდები: ვიქტორ სანიკიძე („უნიკსი“, რუსეთი), გიგა ჯანელიძე (როზეტო“, იტალია), თორნიკე შენგელია („ლაბორალ კუჩა“, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე („კორუნა“, ესპანეთი), ნიკა მეტრეველი („შსს-აკადემია“)

ცენტრები: ზაზა ფაჩულია („მილუოკი ბაქსი“, აშშ), გიორგი შერმანდინი („კანტუ“, იტალია), გიორგი შარაბიძე („შსს-აკადემია“)