8 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “კალიარისა” და “კიევოს” შორის გამართულ მატჩში რიკარდო მეჯიორინიმ მეტოქეს ეფექტური გოლი გაუტანა.
ჭდე: კალიარი
ვალტერ მაცარი: ”ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ”
”კალიარისთან” განამადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, ”ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.
”შესაძლოა, შემადგენლობის არჩევაში რაღაც შეცდომები დავუშვი. ვფიქრობდი, რომ გუნდი, ამ კვირაში შესანიშნავ ფორმაში იყო და ფიზიკურ მომზადებას, სათანადო ყურადღება აღარ მივაქციე, ამიტომ შემადგენლობაში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ზედიზედ მე-3 ან მე-4 შეხვედრაში მოუწიათ თამაში.”
”კალიარი” შეუჩერებელი აღმოჩნდა, ჩვენ კი ფიზიკურად ვერ გავუძელით.”
”ვიდიჩი? ის ძლიერია და შესანიშნავი ლიდერის ფუნქციები გააჩნია, ამიტომ არ მივეცი მას დასვენების საშუალება, მაგრამ იგი გადაღლილი აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე ვერ ვიხილეთ მისი ჩვეული თამაში.”
”ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ. რაღაც ცვლილებებს განვახორციელებ, დავაკვირები ფეხბურთელებს და გავიგებ, თუ ვის შეუძლია ზედიზედ 4 მატჩის თამაში და ვის არა.” – განაცხადა მაცარიმ.
ინტერი – კალიარი 1:4
იტალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში მილანის “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “კალიარის” უმასპინძლა და 1:4 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ 25-ე და 27-ე წუთებზე მილანელთა მცველმა ნაგატომომ ორი ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
ინტერი – კალიარი
გოლები: საუ 10′ (0:1); ოსვალდო 18′ (1:1); იკდალი 29′ ; 34′ ; 44′
როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ნამდვილი სტიუარტები
კალიარი ამერიკელმა ინვესტორებმა შეიძინეს
იტალიური პრესის ცნობით, “კალიარის” ხელმძღვანელი მასიმო ჩელიონო კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით ამერიკელ ინვესტორებს მოელაპარაკა.
წყაროს ცნობით, მხარეები 80 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. კლუბთან დაკავშირებით ახალი მფლობელების გეგმები ჯერჯერობით უცნობია.
“მე ბედნიერი ვარ” – განაცხადა ჩელინომ, რომელიც “კალიარის” 22 წელის ხელმძღვანელობდა.
ემერსონის ულამაზესი გოლი ,,კალიარის” კარში
სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ,,კალიარი” და ,,ლივორნო” დაუპირისპირდნენ (1-2). აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში 44-ე წუთზე ,,ლივორნოს” მცველმა რამოს ემერსონმა უძლიერისი დარტყმით გახსნა:
მარიო ბალოტელის მშვენიერი საჯარიმო “კალიარისთან” მატჩში
26 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “კალიარიმ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში, მილანელთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი მარიო ბალოტელიმ გაიტანა.
მასიმო ჩელინო: „იბარბო „ბარსელონაში“ გადავა“
„კალიარის“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო აცხადებს, რომ იტალიური გუნდის 23 წლის თავდამსხმელი ვიქტორ იბარბო, მომდევნო სეზონიდან, „ბარსელონაში“ ითამაშებს.
ვიქტორ იბარბო კოლუმბიელი თავდამსხმელია. ის შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. „კალიარიში“ ის 2011 წელს, „ატლეტიკო ნასიონალიდან“ გადავიდა. სერია A-ში მან 84-ჯერ ითამაშა და 11-ჯერ გაიტანა. მიმდინარე სეზონში იბარბოს ანგარიშზე 17 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
რომა და კალიარი ნაინგოლანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
“კალიარის” ნახევარმცველი რაჯი ნაინგოლანი “რომაში” გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა. მხარეებმა უკვე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას.
ბელგიელი ნახევარმცველი რომაელებს 9 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ხოლო მისი ყოველწლიური შემოსავალი 1.5 მილიონი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ წლეულს ინტერესი თითქმის ყველა იტალიურმა გრანდმა გამოთქვა.
ნაინგოლანი “იუვენტუსში” გადასვლას უარყოფს
იტალიური “კალიარის” ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი უარყოფს უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს ის “იუვენტუსში” გადადის და ტურინში სახლს ეძებს.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში 2010 წლიდან გამოდის და მან არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.
“პრესაში გავრცელებული ამბები მხოლოდ ჭორებია. ტურინში სახლს ნამდვილად არ ვეძებ. სხვა გუნდში გადასვლას გამოვრიცხავ, “კალიარიში” თავს კარგად ვგრძნობ”, – ამბობს ნაინგოლანი.
ყველაზე ცუდი დარტყმა ფეხბურთის ისტორიაში?
25 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, “რომამ” საკუთარ მოედანზე “კალიარი” მიიღო და ფრედ, 0:0 ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში, 31-ე წუთზე, სტუმართა ნახევარმცველმა, დანიელე დესენამ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დარტყმა შეასრულა.
ნაინგოლანმა „კალიარისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
„კალიარის“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო გუნდის წამყვან მოთამაშეებთან ახალი კონტრაქტების გაფორმებას იწყებს.
დღეს, მან 2016 წლის ივნისამდე ნახევარმცველთან რაჯა ნაინგოლანთან გააფორმა შეთანხმება.
25 წლის ბელგიელმა მიმდინარე სეზონში ექვსი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ორი გოლის გატანა მოახერხა. ნაინგოლანი სარდინიული კლუბის რიგებს 2010 წელს შეურთდა, როდესაც „პიაჩენცა“ დატოვა.
ცნობისთვის, ბოლო დროს ნაინგოლანის „კალიარიდან“ წასვლის თაობაზე იტალიური პრესა ხშირად წერდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი შეძენის სურვილი ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებს ჰქონდათ.