ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალის ჩატარების ადგილი ცნობილია!

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალური მატჩის ჩატარების ადგილი გაირკვა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 2016/20917 წლების გადამწყვეტ შეხვედრას ქალაქ კარდიფში მდებარე „მილენიუმ სთედიუმი“ უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი უელსში პირველად ჩატარდება.

სათქმელია, რომ შარშან ამ სტადიონზე უეფა-ს სუპერთასისთვის მატჩი შედგა, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ – მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უეფა-მ დღეს, პრაღაში ჩატარებულ კომიტეტზე მიიღო.

ცნობისთვის, 1999 წელს გახსნილი „მილენიუმ სთედიუმი“ 74 500 მაყურებელს იტევს. ამ არენაზე ძირითადად უელსის რაგბის ნაკრების შეხვედრები ტარდება.

უნდა ჩაეთვალა თუ არა მსაჯს ეს გოლი? (ვიდეო)

17 მარტს, ინგლისის ჩემპიონშიპში “კარდიფმა” საკუთარ მოედნაზე “ბორნმუთი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, მსაჯმა “ბორნმუთის” ფეხბურთელის კალუმ ვილსონის მიერ გატანილი გოლი არ ჩათვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ბორნმუთის” მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰოუვმა არჩათვლილ გოლზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “მსაჯს უნდა ჰკითხოთ, რატომ არ ჩათვალა ეს გოლი. ვფიქრობ, მან შეცდომები დაუშვა და ეს ნათელია. კალუმ ვილსონს თამაშის წესები არ დაურღვევია. არბიტრმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.”

“ჩარლტონის” ფეხბურთელმა “კარდიფს” გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

26 დეკემბერს, ინგლისის ჩემპიონშიპში “ჩარლტონსა” და “კარდიფს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), იოჰან გუდმუნდსონმა “კარდიფს” გასაოცარი გოლი გაუტანა.

BBC: გარი მედელი “ინტერში” გადავა

“კარდიფ სიტის” ნახევარმცველი გარი მედელი კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შესაძლო ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 27 წლის ჩილელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ფუნტად ფასდება.

შეგახსენებთ, რომ უელსურმა კლუბმა მედელი გასულ წელს “სევილიასგან” შეიძინა. მაშინ “კარდიფმა” კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხა 11 მილიონი ფუნტი გაიღო.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარი მედელმა “ვალენსიას”, “გალათასარაისა” და “ჰამბურგს” უარი შეუთვალა და სწორედ “ინტერში” გადასვლის სურვილი გამოხატა.

 

არსენალი მარშალში 8 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალმა” “კარდიფთან” დევიდ მარშალის ტრანსფერზე დაიწყო მოლაპარაკება.

ლონდონიდან ლუკაშ ფაბიანკის წასვლის შემდეგ არსენ ვენგერმა სწორედ “კარდიფის” კიპერს დაადგა თვალი.

თებერვალში მარშალმა კლუბთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, საეჭვოა რომ ჩემპიონშიპში გავარდნილმა კლუბმა “არსენალის” ინტერესის მოგერიება შესძლოს.

“კარდიფამდე” მარშალი “სელტიკის” და “ნორვიჩის” ღირსებას იცავდა. “მეთოფეები” მზად არიან მეკარეში 8 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

“ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელმა “კარდიფის” კარში გასაოცარი გოლი გაიტანა

29 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ბრომვიჩსა” და “კარდიფს” შორის გამართულ მატჩში (3:3), მორგან ამალფიტანომ მეტოქის კარში გასაოცარი გოლი გაიტანა.

სოლსკიაერი შემადგენლობას აძლიერებს

“კარდიფის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახლად დანიშნული ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერი, გუნდის გაძლიერებას გეგმავს, რათა პრემიერ ლიგის ცხრილში შექმნილი სიტუაცია გამოასწოროს.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ახალგაზრდა ნორვეგიელის მთავარი სამიზნე მატს დელი (მიოლდე) და მაგნუს ეიგრემია (ჰერენვენი). “მანჩესტერის” ყოფილ ფორვარდს ორივე ფეხბურთელთან ნამუშევარი აქვს “მიოლდეში”,  სადაც სოლსკიაერმა მწვრთნელის რანგში ორჯერ აღმართა ეროვნული ჩემპიონატის თასი.

 

ფაბიო ბორინიმ მატჩის შესვენებისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „კარდიფ სიტისა“ და „სანდერლენდს“ შორის გამართული მატჩის (2:2) შესვენების დროს, სტუმრების თავდამსხმელმა ფაბიო ბორინიმ გონება დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული „ბიბისი“ ავრცელებს.

იტალიელი ფეხბურთელი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე ტაიმში მის ნაცვლად მოედანზე სტივენ ფლეტჩერი შევიდა, რომელმაც 83-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

ბორინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მატჩის შემდეგ „სანდერლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა.

„ბორინი მატჩამდე ავად იყო, თუმცა თამაში სურდა. როგორც დავინახეთ, მისთვის ერთი ტაიმიც კი ბევრი აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ ბორინი თავს უკეთ გრძნობდა. ექიმმა მითხრა, რომ ჩვენთან ერთად ვერ იმგზავრებს, ამიტომ ღამეს აქ გაათევს, თუმცა საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია. ძალიან ვღელავდით. რაღაც ვირუსი თუ ავადმყოფობაა. მოკლედ, პრობლემა მოიხსნა“, – განაცხადა პოიეტმა.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბორინიმ 16 მატჩში მიიღო მანწილეობა და ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ლივერპულს“ ეკუთვნის და „სანდელენდში“ იჯარის წესით თამაშობს.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუს თავი თამაშგარე მდგომარეობაში ეგონა და…

30 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “კარდიფმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო.

აღნიშნულ შეხვედრაში კურიოზული რამ მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ოლივიე ჟირუს თავი თამაშგარე მდგომარეობაში ეგონა, რის გამოც ძალიან ხელსაყყრელი მომენტი გაანიავა.

ინგლისში “ნორვიჩის” ფეხბურთელს უნამუსოდ გატანილი გოლი გაუუქმეს

26 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნორვიჩმა” საკუთარ მოედანზე “კარდიფი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

ამ მატჩმა ყურადღება იმით მიიქცია, რომ “ნორვიჩის” ჰოლანდიელ ფეხბურთელს, ლეროი ფერს გატანილი გოლი გაუუქმეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ “ნორვიჩის” ერთ-ერთმა მოთამაშემ ტრავმა მიიღო, ხოლო “კარდიფის” ფეხბურთელმა ბურთი აუტში გადააგდო. ამის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ “ნორვიჩის” წევრებს ბურთი მეტოქესთვის დაებრუნებინათ, მათ ის ცარიელ კარში შეაგდეს. თუმცა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გოლი სწრაფადვე გააუქმა.

მატჩის შემდეგ, ლეროი ფერმა განაცხადა: “გოლის გატანა და მატჩის მოგება მინდოდა. ჰოლანდიაში ყველაფერი სხვაგვარადაა: თუ მეტოქე ბურთს აუტში გადააგდებს, შეგიძლია შენ თამაში ჩვეულებრივ განაგრძო. მომავალში, მეტოქეს ბურთს აუცილებლად დავუბრუნებ.”

დიტო ჭიჭინაძე