კარიკატურა: მალდინი “მილანში” დაბრუნდა

ლეგენდარული ცენტრალური მცველი, პაოლო მალდინი “მილანში” დაბრუნდა. თუმცა, ის ამჯერად განვითარების დირექტორად იმუშავებს.

ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

ვიდეო კარიკატურა: ნეიმარი მესის ჩრდილიდან გამოვიდა და მბაპეს ჩრდილში შევიდა

შარშან ნეიმარი კატალონიის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. ბევრი ჟურნალისტისა თუ ექსპერტის მოსაზრების თანახმად, ბრაზილიელმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ლიონელ მესის ჩრდილიდან გამოსულიყო. თუმცა, სამხრეთამერიკელ შემტევს ახლა კილიან მბაპეს სახით ჰყავს გუნდელი, რომელმაც, მისგან განსხვავებით, მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ომარ მომანის აზრით, “ნეი” 19 წლის ფეხბურთელის ჩრდილის ქვეშ მოექცა.

 

კარიკატურა: ფეხბურთი ახალ სახლს ეძებს

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ ინგლისი, ანუ ის ქვეყანა გამოთიშა ტურნირს, რომელშიც ფეხბურთი დაიბადა.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

კარიკატურა: მწეველმა სარიმ კონტე გააგდო

მარუსიო სარი, რომელიც უშუალოდ მატჩების დროს თამბაქოს მოხმარებით გამოირჩევა, ლონდონის “ჩელსიში” ანტონიო კონტეს მაგივრად იმუშავებს.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: დავიდ დე ხეასა და რუსეთის ნაკრების ურთიერთობა

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვეფინალში ესპანეთის ნაკრებმა რუსეთთან თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო და ტურნირს გამოეთიშა. საგულისხმოა, რომ ჩემპიონატის მასპინძელთა ფეხბურთელმა, არტემ ძიუბამ დავიდ დე ხეას ჯერ თამაშიდან გაუტანა პენალტი, ხოლო შემდეგ იმავე მეკარემ ნახენებ სერიაში ოთხიდან ვერცერთი დარტყმა ვერ მოიგერია.

“ფურია როხას” კარის დარაჯის წარუმატებელ გამოსვლაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: ინგლისმა უფრო იხეირა თუ ბელგიამ?

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ბელგიამ ინლგისს მინიმალური ანგარიშით მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, “ბელგიელი წითელი ეშმაკები” მერვედფინალში იაპონიას კი დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ბრაზილია ან მექსიკა ელით. ასევე, ბადეში, მათ მხარეს არგენტინა, საფრანგეთი, პორტუგალია და ურუგვაი არიან. ხოლო, მეორეადგილოსანი ინგლისი მერვედფინალში კოლუმბიის დამარცხების შემთხვევაში, შემდეგ, შვედეთს ან შვეიცარიას დაუპირისპირდება. ასევე, ფავორიტებიდან, მის მხარეს, რეალურად, მხოლოდ ესპანეთია.

ამ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: ლოსანომ გერმანიის დაცვაში მიწისძვრა გამოიწვია

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატზე სენსაცია დაფიქსირდა: ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მექსიკამ გერმანიას ირვინგ ლოსანოს ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო. 22 წლის შემტევმა საჯარიმოში მარტივად მოატყუა ერთი მეტოქე და მანუელ ნოიერს მისგან მარჯვენა კუთხეში შეუგდო გოლი.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

კარიკატურა: ლოპეტეგიმ ერთი კონტრაქტი დაკარგა, თუმცა მეორე გააფორმა

ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. თუმცა, სპეციალისტმა მადრიდის “რეალთან” სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

კარიკატურა: ლიონელ მესი 50 გრანდ სლემის მფლობელია

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი ჩოგბურთელობის შემთხვევაში, 50 გრანდ სლემს მოიგებდა.

ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს

 

ვენგერი ტელეფონს ემუდარება: “დარეკე!” (კარიკატურა)

არსენ ვენგერი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია. თუმცა, ჯერჯერობით, მასსა და “ბლანკოსის” შორის კონტაქტზე არაფერი ისმის.

ომარ მომანი გვთავაზობს კარიკატურას

 

კარიკატურა: რის გამო დარჩა ემერი ნაწყენი “არსენალში”?

უნაი მერიმ, “პსჟ”-ს დატოვების შემდეგ, ლონდონის “არსელს” მიაშურა. ესპანელი სპეციალისტი ისე განებივრებული ვეღარ იქნება ფეხბურთელების ყიდვის მხრივ, როგორც პარიზში იყო. ამაზე ომარ მომანი გვთავაზობს ვიდეოს.

 

 

 

კარიკატურა: ლევანდოვსკი ახალ კლუბს ეძებს

გუშინ რობერტ ლევანდვოსკის აგენტმა განაცახადა, რომ მიუნხენის “ბაიერნის” შემტევს კარიერაში ცვლილება სურს. ამ საკითხზე ომარ მომანი გვთავაზობს კარიკატურას.