პერესმა ბენზემას უთხრა, რომ მისთვის ეს ბოლო “ელ კლასიკო” იყო

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ძალიან უკმაყოფილოა კარიმ ბენზემას ბოლოდროინდელი ასპარეზობით და მის გაშვებას გეგმავს. პერესმა ფრანგ შემტევს ეს გადაწყვეტილება წაგებული “კლასიკოს” შემდეგ გააცნო.

როგორც იცით, 23 დეკემბერს გამართულ “კლასიკოში” მადრიდელები საკუთარ კედელში განადგურდნენ (0:3). ეს შედეგი კი უმეტესწილად პირველ ტაიმში მადრიდელთა მიერ გამოუყენებელმა მომენტებმა გამოიყენა, რაშიც პერესი ბენზემას ადანაშაულებს.

ბრიტანული Express-ის ცნობით, “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ პერესი პირადად მივიდა ბენზემასთან და უთხრა, რომ კლუბი იანვარში უნდა დაეტოვებინა.

ბენზემამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა. მის პოტენციურ შემცვლელებად მაურო იკარდისა და ჰარი კეინს მოისაზრებენ.

როგორ აღნიშნა ბენზემამ დაბადების დღე (ვიდეო)

დღეს მადრიდის “რეალის” ფორვარდს კარიმ ბენზემას 30 წელი შეუსრულდა. ფრანგმა ფეხბურთელმა იუბილე სახლში სადღესასწაულო ფოიერვერკით აღნიშნა. ასევე ბენზემამ სოციალურ ქსელში ლეგენდარული მაიკლ ტაისონის ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის მეგობრისგან გულთბილ მილოცვას იღებს.

ფედერაციის პრეზიდენტი: “ბენზემასთვის საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება რთული იქნება”

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ პრესასთან საფრანგეთის ნაკრებში კარიმ ბენზემას დაბრუნების შესაძლებლობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი რამ ნაკლებად სავარაუდოა.

“ყრუ ან ბრმა უნდა იყო, რომ ვერ გაიგო, თუ რა სიტუაციაა ახლა ნაკრებში – ბენზემას დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ჩემ აზრით, ამ საკითხზე დავა არ ღირს.

ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ გუნდში ისედაც ბევრი ნიჭიერი თავდამსხმელია და შეტევის ხაზის პრობლემა ბოლო დროს ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში.

დეშამი ხშირად იძახებდა მას ნაკრებში, მაშინაც კი, როდესაც ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა,” – აცხადებს ნოელი.

Diario Gol: “ბენზემა “რეალს” ტოვებს”

როგორც მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა მიმდინარე სეზონში, არც თუ ისე შედგიანია და შეიძლება ითქვას, რომ ეს ფრანგი ფორვვარდისათვის ყველაზე ცუდი სტარტია მის კარიერაში.

ესპანური გამოცემა Diario Gol-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “არენალის” მთავარი მწვრთნელი უკვე დიდიხანია, რაც კარიმ ბენზემას დამატებას ცდილობს. ამჯერად “მეთოფეები” ბენზემას შესაძენად 40 მილიონ ფუნტს ამზადებენ. ბენზემას დამატებით ლონდონელები უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან, მაგრამ მოლაპარაკებები მადრიდულ მხარესთან უშედეგოდ სრულდებოდა. მაგრამ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ფლორენტინო პერესმა აღნიშნული შეთავაზება განიხილოს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ მიმდინარე სეზონში ბენზემა საუკეთესო ფორმისგან შორსაა.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა “რეალში” 2009 წელს გადავიდა. ამ მომენტისათვის, ფრანგს მადრიდელთა მაისურით 344 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 185 გოლით სამეფო კლუბის ისტორიაში რიგით მეშვიდე გოლიადორია.

კორეას არასპორტული საქციელი მადრიდულ დერბიში (ვიდეო)

ამ წუთებში დასრულდა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდული დერბი, “ატლეტიკომ” და “რეალმა”, არც თუ ისე სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზეს და ანგარიშიც “ლოგიკურად” 0-0 დაფიქსირდა.

თუმცა, საკმაოდ უხერხული სიტუაცია შეიქმენა მატჩის მე-20 წუთზე, როდესაც ტრავმირებული ბენზემა მინდორზე იწვა, “ატლეტიკოს” შემტევმა ანხელ კორეამ კი ბურთი “ლოსი ბლანკოს” ცხრიანს თავში გაარტყა, თუმცა მსაჯს ამ მომენტზე რეაგირება არ მოუხდენია და არგენტინელი გაფრთხილებას გადაურჩა.

Diario Gol: “რეალს” ბენზემას გაყიდვა უნდა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდიდან ალვარო მოტარას გაშვების შემდეგ, კარიმ ბენზემას გაყიდვის გადაწყვეტილებაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში 2009 წლის ზაფხულში გამოჩნდა, მაშინ “რეალმა” “ლიონს” მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადა და მას შემდეგ, ის გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

Diario Gol-ის ცნობით, 29 წლის ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვით ფლორენტინო პერესი “მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავის, კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის ამზადებს ნიადაგს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 ივლისი


მბაპეს ყურადღება “ბარსელონამაც” მიაქცია

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მონაკოს” ფრანგი თავდამსხმელის, კილიანმ ბაპეს ტრანსფერზე მუშაობა კატალონიურმა “ბარსელონამაც” დაიწყო.

როგორც იცით, “ბლაუგრანას” ერთ-ერთი ლიდერი, ნეიმარი ძალიან ახლოსაა “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან, მბაპეს კი სწორედ მის შემცვლელად მოისაზრებენ.


“ევერტონი” ჟირუს უახლოვდება

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს ტრანსფერს უახლოვდებიან. ამ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

როგორც იცით, ჟირუს ტრანსფერზე დორტმუნდის “ბორუსიაც” აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა ის ფაქტი, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი “სიგნალ იდუნა პარკზე” რჩება, ჟირუს ტრანსფერს პრაქტიკულად გამორიცხავს.


“არსენალი” ბენზემას გადაბირებას გეგმავს

გუნდიდან ალექსის სანჩესის წასვლის შემთხვევაში, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მზად არიან მადრიდის “რეალს” ბენზემას ტრანსფერისთვის საჭირო თანხა გადაუხადონ.

Don Balon-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება “მეთოფეთა” ფრანგ თავკაცს, არსენ ვენგერს ეკუთვნის.


მოურინიო ვერატის დაუკავშირდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელ ნახევარმცველს, მარკო ვერატის დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა.

ვერატის “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლის შანსებს ზრდის ისიც, რომ ვერატის აგენტი მინო რაიოლა გახდა, რომელსაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობასთან.


“ბაიერნი” სანჩესის ტრანსფერში 48 მილიონს ითხოვს

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა ინფორმაცია “მილანთან” რენატუ სანჩესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

პრესასთან საუბრისას მან ისიც გვაცნობა, თუ რამდენის მიღებას ცდილობს “რეკორდმაისტერი” პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერში – საუბარია 48 მილიონ ევროზე.


საფრანგეთის ნაკრებმა ვარანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მიულოცა, ბენზემას – არა

კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებისგან კვლავაც იგნორირებულია.

“მამლების” ოფიციალურმა გვერდმა მადრიდის “რეალის” ფრანგ მცველ რაფაელ ვარანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მიულოცა, თუმცა პოსტში გუნდის მეორე ფრანგ ფეხბურთელზე, კარიმ ბენზემაზე არაფერი წერია.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან 2015 წლის დეკემბერში მატიე ვალბუენასთან მომხდარი სკანდალის გამო მოკვეთეს. ფრანგმა თავდამსხმელმა ეროვნული გუნდის რიგებში უკანასკნელად 2015 წლის ოქტომბერში ითამაშა.

“ხიხონთან” გასამართ მატჩს ბეილის მსგავსად რონალდუ და ბენზემაც გამოტოვებენ

შაბათს, “ხიხონსა” და მადრიდის “რეალს” შორის გასამართ მატჩს ტრავმირებულ გარეტ ბეილთან ერთად კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემაც გამოტოვებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ეს გადაწყვეტილება მადრიდის “რეალის” თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა მიიღო, რომელიც “ბაიერნთან” და “ბარსელონასთან” გასამართი მატჩებისთვის ემზადება.

BBC-ის მსგავსად, ამ მატჩს გამოტოვებს კეილორ ნავასიც, რომელსაც კიკო კასილია ჩაანაცვლებს.

დანი კარვახალი კი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ვერ შეძლებს მაშინ, როდესაც რაფაელ ვარანი და პეპე ლაზარეთში იმყოფებიან.

სავარაუდოდ, ამ მატჩში მადრიდელთა პორტუგალიელ მცველს, ფაბიო კოენტრაოს ვიხილავთ, რომლისთვისაც ეს სულ რაღაც მეორე თამაში იქნება მიმდინარე სეზონში.

ზიდანმა “კასტილიას” ფეხბურთელს, ალვარო ტერეხოსაც უხმო.

ბენზემას მიღწევა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ალავესი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩში პირველი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, რითაც საინტერესო შედეგი დააფიქსირა. კერძოდ, ფრანგ ფეხბურთელს პრიმერადივიზიონის ყველა კლუბისთვის აქვს გოლი გატანილი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. ბენზემამ 2009 წლის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში 31 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.

პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში კარიმ ბენზემამ ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ფრანგ თავდამსხმელს ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში სულ 237 მატჩი აქვს ჩატარებული და 120 გოლი გატანილი.

პერესი: “ბენზემასა და მბაპეს დუეტი? სავსებით შესაძლებელია”

ფლორენტინო პერესმა აღიარა, რომ არის შანსი, “მონაკოს” 18 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ “რეალში” ითამაშოს.

“ბენზემასა და მბაპეს დუეტი? ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ სეზონის ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ მინდა.

კარიმი ზიდანისა და რონალდოს ნარევია. ის მსოფლიოს საუკეთესო 9 ნომერია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება. მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მას კარიერის დარჩენილ ნაწილს სწორედ აქ გავატარებინებდი.

მე ძალიან ბედნიერი ვარ ისეთი ფეხბურთელის ყოლით, როგორიც ბენზემაა და მისი სანიმუშო ყოფაქცევით,” – აცხადებს “რეალის” პრეზიდენტი.

კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში კვლავ არ გამოიძახეს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა უახლოეს მომავალში საკუთარი ნაკრების დახმარებას კვლავ ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მატიე ვალბუენას საქმეზე ატეხილი სკანდალის გამო, ფრანგმა ფორვარდმა ევრო-2016-იც გამოტოვა და საკმაოდ დიდია იმის შანსიც, რომ მომავალი წლის მუნდიალზეც ვერ ითამაშოს.

Téléfoot-ის ცნობით, ფრანგთა ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა ბენზემა მარტის თვეში გასამართი მატჩებისთვის შედგენილი განაცხადის მიღმა დატოვა. მის ნაცვლად კი, ნაკრებში ახალგაზრდა მბაპე მოხვდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ საფრანგეთი 25 მარტს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, 28 მარტს – ესპანეთს.