საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა სოციალურ ქსელში “სან ხოსეს” ავტობუსში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ვაკო და მისი ქართველი თანაგუნდელი გურამ კაშია “სან ხოსეს” ფეხბურთელებთან ერთად ლექს-სენის ერთ-ერთ სიმღერას უსმენენ.
ჭდე: კაშია
ოფიციალურად: გურამ კაშია “სან ხოსეს” ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების მცველი, გურამ კაშია ამიერიდან ამერიკის MLS-ში მოასპარეზე “სან ხოსეს” ღირსებას დაიცავს. ამერიკული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა “ვიტესიდან” ფეხბურთელის შეძენა დაადასტურა.
კაშიას “სან ხოსეში” თამაშის უფლება 10 ივლისიდან შეეძლება. 30 წლის მცველს ახალ გუნდში ყოფილი თანაკლუბელი, ვაკო ყაზაიშვილი დახვდება.
“ისეთ მოთამაშეს ვეძებდით, რომელიც ჩვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა და მაღალი დონის ცენტრალური მცველი იქნებოდა – გურამი სწორედ ასეთია. ის გამოცდილია და ლიდერის ხასიათი აქვს. ვფიქრობ, მისი დამატებით მნიშვნელოვნად გავძლიერდებით”, – განაცხადა “სან ხოსეს” გენერალურმა მენეჯერმა ჯესიო ფიორანელიმ.
გურამ კაშია “ვიტესი” 2010 წელს თბილისის “დინამოდან” გადავიდა. 30 წლის მცველს არნემში ძალიან აფასებენ და ის გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელად ითვლებოდა.
კაშია: “თამაში, რომელშიც მეტოქეზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავდა, უნდა მოგვეგო”
გუშინ საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგში ადგილობრივ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა წააგო და მეტოქესთან ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. დაპირისპირების შემდეგ გუნდის ვიცეკაპიტანმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.
„პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით თამაშს, იყო გოლის გატანის მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ გოლი გავუშვით მეორე ტაიმში. ისე ვეღარ ვითამაშეთ მეორე ნახევარში როგორც უნდა გვეთამაშა. მეტოქეს მიეცა შანსი,რომელიც სამწუხაროდ გამოიყენა.დასანანია ასეთი მარცხი საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. ხუთი თამაში წაუგებელი სერია გვქონდა, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავდა. ოფიციალურ შეხვედრებში უკვე ის მოთამაშეები იქნებიან ვინც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით წინა ხაზში.
ეს შეკრება ძირითადად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა ვითამაშეთ მათთან ერთად. ეს იყო მათვის კარგი ტესტი, პოზიტიურად შევაფასებდი, მონდომებულები იყვნენ და უნდა გააგრძელონ პროგრესი, რომ ნაკრებს სამომავლოდ დაეხმარონ.
უკეთესი გუნდი ვართ და სამწუხაროა,რომ ვერ მოვიგეთ. თამაშში რომელშიც უკეთესი ფეხბურთელები გყავს და უკეთესი ხარ მეტოქეზე უნდა მოიგო,” – აცხადებს გურამ კაშია.
“ვიტესი” “გრონინგენთან” დამარცხდა – კაშია შეუცვლელია!
დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები შედგა.
“ნოორდლის სტადიონზე” “გრონინგენმა” არნემის “ვიტესი” მიიღო. უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე ლარსენის ავტოგოლით გაიხსნა. უნცაურია, თუმცა “გრონინგენმა” დაბოს ავტოგოლით აღადგინა წონასწორობა. ეს 59-ე წუთზე მოხდა. სამ წუთში მატავჟმა წინ გაიყვანა არნემელები. ამას მოჰყვა ირდისის, მაჰისა და ვანვეერტის გოლები, შესაბამისად, 65-ე, 78-ე და 82-ე წუთებზე. საბოლოოდ, მასპინძლებმა “ვიტესს” ანგარიშით, 4-2 სძლიეს.
საგულისხმოა, რომ არნემელთა შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
ამ წაგების შემდეგ გურამის გუნდი 19 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.
გურამ კაშიას მარცხი “პსვ”-სთან
დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში არნემის “ვიტესმა” ეინდჰოვენის “პსვ” მიიღო და ანგარიშით, 2-4 დამარცხდა. მე-18 წუთზე ლოზანომ სტუმრები დააწინაურა, 45-ზე კი ლოკადიამ საკუთარ კარში გაიტანა გოლი და ანგარიში გათანბრდა. თუმცა, მეორე ნახევარში, 49-ე და 56-ე წუთებზე აღნიშნულმა ფეხბურთელმა ჯერ დუბლი შეასრულა, შემდეგ 59-ე წუთზე ლოზანომ მეოთხე გოლიც გაიტანა. 63-ე წუთზე მეისონ მოუნთმა ორამდე შეამცირა სხვაობა.
საგულისხმოა, რომ არნემელთა რიგებში, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია. მან სრული შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე მომენტშიც დაგვამახსოვრა თავი.
ამ მარცხის შემდეგ, “ვიტესი” 18 ქულით მეხუთეა, “პსვ”-ს 27 ქულაა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს.
შოთა კაშიას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
გუშინ საჩხერის “ჩიხურა” სტუმრად ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ შეხვედრის შემდეგ უბედური შემთხვევა მოხდა: ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იმერელთა მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა. მასში კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბათუმში, “დინამოსთან” ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ.
ავტოავარიის შედეგად, სერიოზული დაზიანება მიიღო შოთა კაშიამ. საჩხერელთა კაპიტანს ლავიწის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც “ჩიხურას” ოფიციალური გვერდი იტყობინება, საათნახევრიანმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
გურამ კაშიამ როტერდამის “სპარტას” გაუტანა (ვიდეო)
ჰოლანდიაში ქვეყნის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩები იმართება.
არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე როტერდამის “სპარტა” მიიღო. მასპინძლებმა პირველ ტიამში ოთხი გოლი გაიტანეს. მეორე ნახევრის 61-ე წუთზე ვოლფსვინკელის პასით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა და “ვიტესელთა” კაპიტანმა, გურამ კაშიამ მეხუთეჯერ აიღო მეტოქის კარი.
იხილეთ ვიდეო
გურამ კაშიამ “ფეინოორდს” გაუტანა (ვიდეო)
26 იანვარს, ჰოლანდიის თასზე არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “ფეინოორდი” მიიღო.
ქართველი მცველი, გურამ კაშია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. “ვიტესის” კაპიტანმა 58-ე წუთზე სტუმართა კარში გოლის გატანაც მოახერხა – კაშიამ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე თავით პირველმა ითამაშა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
იხილეთ ვიდეო
გურამ კაშია: “რომელი კაპიტანი ტოვებს გუნდს შუა სეზონში?”
არნემის “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია ბოლო დროს, მისი “ვიტესიდან” წასვლის შესახებ გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა.
კაშიას თქმით, ის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ძალების მოსინჯვაზე მართლაც ფიქრობს, თუმცა არნემელთა დატოვებას სეზონის ბოლომდე არ აპირებს.
“არ მომწონს, როცა ვკითხულობ იმას, რომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს ვმართავ. მე ისევ “ვიტესში” ვარ. რომელი კაპიტანი ტოვებს გუნდს შუა სეზონში?” – Omroep Gelderland-ს.
როგორც ესპანურ გამოცემებში დაიწერა, ქართველი მცველის გადაბირება “ბეტისს” სურს. ასევე, გაიჟღერა “გრანადასა” და ყაზახური “ქაირათის” ვარიანტებმაც.
“ახალ კლუბს არ ვეძებ, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. რა თქმა უნდა, უფრო მაღალ დონეზე თამაში მსურს. იმ ჩემპიონატში თამაში, სადაც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ გამოდიან, ყველას ოცნებაა”, – განაცხადა კაშიამ.
კაშია: “მეტოქემ ისეთი გოლი გაგვიტანა, რომელსაც ცხოვრებაში ვეღარ გაიტანს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ მოლდოვასთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“შედეგი, რა თქმა უნდა, უარყოფითია. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე ნახევარში საშინლად ვიასპარეზეთ. უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა. მეორე გოლზე, უსიტყვოდ, უნდა გვეთამაშა.”
რაც შეეხება მეტოქის გოლს, ყოველთვის შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ასეთ რამეს ვერ აიცილებ თავიდან. დაარტყა და გაიტანა ისეთი, როგორსაც ვეღარასდროს გაიტანს. მაინცდამაინც ჩვენთან გააკეთა ეს იმ მოთამაშემ.
მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. ძალიან რთულია, ამის შემდეგ თამაში აკონტროლო.
მესმის გულშემატკივრის იმედგაცრუება, თუმცა, გულით გეუბნებით, ჩვენც – თითოეული ფეხბურთელი თუ მწვრთნელი ძალიან იმედგაცრუებულია,” – განაცხადა კაშიამ.
საქართველო – მოლდოვა: პრევიუ
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ერთ-ერთ შეხვედრაში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს მიიღებს.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ დაპირისპირების პრევიუს.
საქართველო – მოლდოვა
სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი
დაწყების დრო: 21:00 საათი, 12 ნოემბერი
შეხვედრის მთავარი არბიტრი: გეორგი კაბაკოვი
საქართველოს ნაკრებმა ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 შეხვედრა ჩაატარა და ორი მარცხისა და ერთი ფრის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს. ვაისის ბიჭები მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და სწორედ მოლდოვას უსწრებენ.
მიუხედავად ბოლო ორ მატჩში მოპოვებული მხოლოდ ერთი ქულისა, ამ დაპირისპირებებში ქართველებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ეს აისახა არა მარტო სტატისტიკაზე, არამედ თამაშის მაღალ ხარისხზე. აქედან გამოდინარე, საქართველოს ნაკრები არც ისე ძლიერ მეტქოესთან 3 ქულისთვის იბრძოლებს.
ჩვენს ფავორიტობას ისიც უწყობს ხელს, რომ მხოლოდ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი – ლევან მჭედლიძე გვყავს. “ემპოლის” თავდამხმელმა გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო ტრავმა და მის მაგივრად ვაისმა 18 წლის გიორგი არაბიძეს უხმო.
სხვა მხრივ საქართველოს ნაკრები სრულ მზადყოფნაშია.
რაც შეეხებ მოლდოვას, ეს გუნდი საშინელ ფეხბურთს აჩენებს. სტუმრებმა 3 მატჩიდან ყველა წააგეს და ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფებიან.
ამას ემატება ის, რომ მოლდოვის ნაკრებს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ყავს; მათ შორის არიან ძირითადი შემადგენლობის სპორტსმენები. აღსანიშნავია გუნდის კაპიტანისა და ერთ-ერთი ლიდერის არტურ იონიცე დაზიანება.
ამ ორ გუნდს შორის 10 მატჩი შედგა. 3 ქართველებმა მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 5 თამაშში გამარჯვებულები მოლდოველები გამოვიდნენ.
მწვრთნელების კომენტარები
ვლადიმერ ვაისი: “საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტივი მატჩები არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც უელსის ნაკრებთან მეორე ტაიმში. მეტოქეს ვაფასებ, მეტი ქულა გვაქვს, ვიდრე მოლდოვის ნაკრებს. მეტოქეს რამდენიმე კარგი, გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან. ყველაზე მთავარი გოლების გატანაა. ბოლო სამ მატჩში მინიმუმ ათი მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი გამოვიყენეთ. გადამწყვეტი მომენტები უნდა გამოვიყენოთ. გუნდს მომავალი აქვს, მაგრამ ხარისხს უნდა მოვუმატოთ, გოლების გატანა დავიწყოთ.”
იგორ დობროვოლსკი: “გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ფაქტორი, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც არსებობს. ჩვენ ყველა ერთნი ვართ და ყველა უშვებს შეცდომას. არსებობს ისეთი რაღაცებიც, რომლის შეცვლაც შედარებით რთულია. თამაშის შედეგის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რაც გამოვა, ის იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გამარჯვება, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემს მოთამაშეებზე არ იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება მეტოქეს, ვიცით რას წამროადგენს საქართველოს ნაკრები. დანარჩენს ხვალ ვიხილავთ.”
სავარაუდო შემადგენლობა: ლორია; ნავალოვსკი, კაშია, კვირკველია, კაკაბაძე; კანკავა, გვილია; ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია; ქვილითაია.
გურამ კაშია გულშემატკივრებს საინტერესო და სახალისო კითხვებზე პასუხობს (ფოტოები)
საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში მისი ბავშობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
ფოტოს ძალიან ბევრი მოწონება და კომენტარი მოჰყვა. გურამს ბევრი რამის შესახებ დაუსვეს კითხვა.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ, ყველაზე საინტერესო და სახალისო კითხვა-პასუხების ფოტოებს.