მოახლოებულ გერმანულ კლასიკაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაპირისპირებაში არიენ რობენის, ხავი მარტინესისა და კინგსლი კომანის თამაში ოფიციალურად გამოირიცხა.
“ხვალინდელ მატჩში ჩვენს დახმარებას სამი ფეხბურთელი ვერ შეძლებს: არიენ რობენი, ხავი მარტინესი და კინგსლი კომანი.
რაც შეეხება დუგლას კოშტასა და არტურო ვიდალს, მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ხვალ, ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. დარწმუნებულები იყავით, რომ უაზრო რისკზე არ წავალთ, ისინი დაღლილები არიან.
რობენი სამი დღის მანძილზე ვარჯიშობდა ინდივიდუალურად. მისი ტრავმა სერიოზული ნამდვილად არ იყო, მის დაბრუნებას მომავალ კვირაში ველით.” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოაღიშნული მატჩი სტარტს შაბათს, თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს სტარტს.