ჩიჩარიტო „ტოტენჰემში“ ან „მონაკოში“

„ბარსელონას“ თავდამსხმელის პედრო როდრიგესის შეძენის შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფორვარდ ხავიერ ერნანდესის გაყიდვაზე იფიქრებს. ამის შესახებ ესპანური სპორტული პორტალი Sport.es-ი წერს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ჩიჩარიტოს შეძენა „მონაკოსა“ და „ტოტენჰემს“ სურთ.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ჩიჩარიტომ იჯარით მადრიდის „რეალში“ ითამაშა.

არსებული ცნობით, პედრო „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელებს კონტრაქტის თაობაზე უკვე შეუთანხდა.

დარჩება თუ არა ჩიჩარიტო „მანჩესტერ იუნაიტედში“?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის თქმით, მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს „წითელ ეშმაკებში“ დარჩეს.

„ჩიჩარიტოს თავის გამოჩენა კვლავ შეუძლია“, – ციტირებს ჰოლანდიელს კლუბის ოფიციალური საიტი.

ჩიჩარიტო 25 ივლისს გუნდს შეკრებაზე შეუერთდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბის სამწვრთნელო შტაბს ჩიჩარიტოს გაშვება სურდა.

ბოლო დროს მექსიკელისადმი ინტერესი „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობას აქვს. შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ჩიჩარიტომ იჯარით მადრიდის „რეალში“ ითამაშა.

ჩიჩარიტო „ვესტ ჰემში“?

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა უახლოეს დროში „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელთან ჩიჩარიტოსთან მოლაპარაკებას დაიწყებს და მექსიკელ ფეხბურთელის ლონდონში გადასვლაში დარწმუნებას შეეცდება.

წყაროს ვარაუდიოთ, „წითელი ეშმაკები“ ჩიჩარიტოს სანაცვლოდ 11 მილიონ ევროს მოითხოვენ. „ვესტ ჰემის“ გარდა, ჩიჩარიტოთი ასევე „რომას“, „გალათასარაისა“ და „ბეშიქთაშის“ ბოსები ინტერესდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები ჩიჩარიტოს გადაბირებას ვერ მოახერხებენ, ისინი მატია დესტროს ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ.

ცნობისთვის, განვლილ სეზონში მექსიკელმა იჯარით მადრიდის „რეალში“ ითამაშა.

48-საათიანი ვადა მადრიდის “რეალს”

მადრიდის “რეალს” 48-საათიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ კლუბში იჯარის წესით მოთამაშე ხავიერ ერნანდესს “სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა შესთავაზოს.

პარასკევის შემდეგ მადრიდელები ამ ექსკლუზიურ უფლებას კარგავენ, რის შემდეგაც ჩიჩარიტოსთვის შეთავაზებით მიმართვა სხვა კლუბებსაც შეეძლებათ.

როგორც მოგეხსენებათ, მექსიკელი თავდასხმელი ამ დრომდე “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაა. შეთანხმების მიხედვით, “რეალს” კონტრაქტის სრულად გამოსყიდვის უფლება ეძლევა.

ჩიჩარიტომ მიმდინარე სეზონში “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. სწორედ მისი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა “რეალმა” თანაქალაქელი “ატლეტიკო” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე (1:0).

 

“ვალენსია” ჩიჩარიტოთი ინტერესდება

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა კარიერა შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს, თუმცა არა “სამეფო კლუბის”, არამედ “ვალენსიას” რიგებში.

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ “ღამურები” სერიოზულად არიან მექსიკელი ფორვარდით დაინტერესებულნი. როგორც მოგეხსენებათ, ჩიჩარიტო “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნის და ის “რეალში” იჯარის წესით თამაშობს. 26 წლის ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. “სამეფო კლუბი” მექსიკელი თავდამსხმელის კონტრაქტის გამოსყიდვით მოწადინებული არ არის. “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მიანიშნა, რომ არც ის არის ჩიჩარიტოს დაბრუნებით დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ხავიერ ერნანდესი MLS-ის კლუბ “ორლანდო სიტის” ყურადღების არეალში იყო, თუმცა თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.

ჩიჩარიტომ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. იგი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ დააყენეს.

 

“საუთჰემპტონმა” და “მილანმა” შეიძლება, ჩიჩარიტო გაიფორმონ

დიდი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მექსიკელი შემტევი ახალ სეზონს სხვა გუნდში დაიწყებს.

ჩიჩარიტო გასულ ზაფხულს “რეალში” გაანათხოვრეს, მაგრამ მექსიკელმა იმედები ვერ გაამართლა.

ამ ეტაპზე, ხავიერ ერნანდესს კარიერის გაგრძელების ორ ვარიანტს სთავაზობენ – “საუთჰემპტონი” და “მილანი”. “მანჩესტერი” მზადაა, კლაინის ტრანსფერში სწორედ 26 წლის წინახაზელი ჩართოს.

ჩიჩარიტო, შესაძლოა, „ვოლფსბურგში“ გადავიდეს

26 წლის თავდამსხმელის ხავიერ ერნენდესის მადრიდის „რეალში“ წარუმატებელი მოღვაწეობა მის სხვა კლუბში გადასვლის შანსებს ზრდის.

ასე გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, მექსიკელის შეძენის დიდი სურვილი „ვოლფსბურეგის“ ხელმძღვანელობას აქვს. დიდი ალბათობით, ზადხულში ჩიჩარიტო „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდება, რის შემდეგაც „წითელი ეშმაკები“ მის სხვა კლუბში გაშვებაზე იფიქრებენ.

მიმდინარე სეზონში პრიმერაში ერნანდესმა 13 მატჩი ჩაატარა, აქედან პირველი წუთებიდან მან მხოლოდ ერთი შეხვედრა დაიწყო. მისი მონაგარი ამჟამად სამ გოლსა და ერთ შედეგიან პასს შეადგენს.

ჩიჩარიტომ MLS-ში წასვლა არ ისურვა

მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, რომელიც ამჟამად იჯარით მადრიდის „რეალში“ ირიცხება, აშშ-ში გადასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის კონტრაქტი ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნის.

AS-ის ინფორმაციით, მექსიკელს თანამშრომლობა MLS-ის ორმა კლუბმა შესთავაზა. საუბარია „ჩიკაგო ფაირსა“ და „ლოს-ანჯელეს გალაქსიზე“.

ცნობისთვის, „რეალის“ მაისურით ჩიჩარიტომ 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, თუმცა მადრიდული კლუბი მის დატოვებას არ გეგმავს.

ჩიჩარიტოს “რეალის” დატოვება არ სურს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესს, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “მანჩესტერ იუნაიტედისგან” არის განათხოვრებული, “სამეფო კლუბის” დატოვება არ სურს.

“ხანდახან პრესაში საკმაოდ ბევრი ჭორი ჩნდება, თუმცა ჩიჩარიტოს იანვარში მადრიდის დატოვება არ სურს. მას მეტი სათამაშო დრო უნდა და იცის, რომ თუ ბევრს იმუშავებს, მის წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. ხავიერი ამას მადრიდში გადმოსვლის პიორველივე დღიდანვე ცდილობს. რა იქნება საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ამას “მანჩესტერ იუნაიტედი” გადაწყვეტს”, – ჩიჩარიტოს აგენტ ედუარდო ერნანდესის სიტყვები “ასმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მექსიკელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

საიჯარო ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ივლისში “რეალს” ჩიჩარიტოს სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემა.

 

ჩიჩარიტოს ეფექტური სადებიუტო გოლი

მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელმა, ხავიერ ”ჩიჩარიტო” ერნანდესმა, ”სამეფო კლუბში” თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ჩიჩარიტო ჰოლივუდური ოცნებით ცხოვრობს?

ალბათ, ბევრს გინახავთ ცნობილი ფილმი “გოლი”, რომლის მთავარი გმირი მექსიკელი ნიჭიერი ფეხბურთელია. სანტიაგო მუნიესი ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში გადაბარგდა, სადაც თამაში ინგლისში, “ნიუკასლის” რიგებში დაიწყო. ამის შემდეგ, მისით მადრიდის “რეალი” დაინტერესდა და საბოლოოდ, კარიერა სწორედ ამ კლუბში გააგრძელა.

ცოტა ხნის წინ, “სამეფო კლუბში” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ხავიერ ერნანდესი გადავიდა. სანტიაგო მუნიესის მსგავსად, მისი სამშობლოც მექსიკაა, პირველი ევროპული კლუბი კი ინგლისში იყო. ამერიდან ჩიჩარიტო მადრიდის “რეალში” ითამაშებს.

სანტიაგო მუნიესისა და ხავიერ ერნანდესის განვლილი გზები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ერთადერთი განსხვავებაა ისაა, რომ ჩიჩარიტო “ნიუკასლის” მაგივრად, “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა.

Bwc2-3FCEAAgWpE

BwYn2pIIAAAmg6n

BwYwp_jIIAAJ_xz

ჩიჩარიტომ “რეალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა მადრიდის “რეალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორც მოგეხსენებათ, კლუბები ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმდნენ.

ჩიჩარიტო “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2010 წლიდან იცავს, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ამ დრომდე ვერ დაიმკვიდრა და კლუბის გამოცვლა მოისურვა. “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “რეალს” შორის გამართული ერთკვირიანი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და “სამედო კლუბმა” უახლოეს პერიოდში ოფიციალურად უნდა დაადასტუროს მექსიკელი ფეხბურთელის ტრანსფერი.

ჩიჩარიტო “რეალში”, სავარაუდოდ, 14-ნომრიანი ფორმით ითამაშებს.