მასკერანომ ხავიერ ძანეტის რეკორდი დაამხო (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მცველმა, ხავიერ მასკერანომ ხავიერ ძანეტის რეკორდი დაამხო. ამიერიდან, არგენტინის ნაკრებში ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი სწორედ მასკერანოს ანგარიშზეა.

30 მაისს “ჰაიტის” ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩი (4-0) მასკერანოსთვის რიგით 143-ე იყო “ალბისელესტეს” მაისურით. ამის აღსანიშნავად, მას სპეციალური მაისურიც აჩუქეს.

აღსანიშნავია, რომ ძანეტის 145 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში, მაგრამ სამ მათგანს ფიფა არ აღიარებს. მესამე ადგილს კი ლეო მესი იკავებს (124) მატჩი, მას რობერტო აილა (114) და დიეგო სიმეონე (104) მოჰყვებიან.

მასკერანო: “მესი ახლა უკეთესია ვიდრე მაშინ, როცა ხუთი ოქროს ბურთი მოიგო”

“ჰებეი ჩაინა ფორჩენის” ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ თავის ყოფილ გუნდელსა და თანამემამულეზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“მესი ახლა უკეთესია ვიდრე, მაშინ როცა მან ხუთი ოქროს ბურთი მოიგო. ის უნიკალური მოთამაშეა. ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომლის მსგავსსაც, ალბათ, მომავალში ვეღარ ვიხილავთ. მისი პროგრესი დაუჯერებელია. ვიმედოვნებ, ლეო რუსეთშიც ბოლომდე გამოავლენს თავის ტალანტს,” – აცხადებს მასკერანო.

მასკერანო “რივერ პლეიტში” დაბრუნებაზე ფიქრობს

ჩინური “ჰებეი ჩაინა ფორჩუნის” არგენტინელი მცველი, ხავიერ მასკერანო, აზიის დატოვებაზე ფიქრობს. კატალონიური პრესის (Sport) ცნობით, მასკერანო ჩინურ კლუბს 2019 წლის დასაწყისში დატოვებს.

“ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავის გადაბირების სურვილს “რივერ პლეიტი” გამოთქვამს, რომელიც ფეხბურთელს კარიერის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოსტსაც სთავაზობს.

როგორც იცით, მასკერანო “ბარსელონაში” 2010 წელს “ლივერპულიდან” გადაბარგდა. კატალონია არგენტინელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში დატოვა და მას შემდეგ სულ რაღაც 6 მატჩი ჩაატარა ჩინურ ჩემპიონატში.

ხავიერ მასკერანომ, შესაძლოა, “ბარსელონა” ზამთარში დატოვოს

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი მცველი, ხავიერ მასკერანო ძალიან ახლოსაა “კამპ ნოუს” დატოვებასა და კარიერის ჩინეთში გაგრძელებასთან. ამ ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტები გვაწვდიან.

როგორც ცნობილი ხდება, კატალონიურმა კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმებას “ჰებეი ჩაინა ფორჩუნთან”, რომელიც მზადაა, ამ ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ვრცელდება ხმები, რომ ჩინელები მასკერანოს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. შეთანხმების მიღწევის შემთხვეაში, მასკერანომ ამ ორი წლის მანძილზე 19 მილიონი ევრო უნდა მიიღოს კლუბისაგან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ არგენტინელი მცველი თავის მერვე სეზონს ატარებს “ბარსელონაში”, იქამდე კი მერსესაიდული “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.

მასკერანო: “ბარსასთვის” უმნიშვნელო გავხდი; მუნდიალის შემდეგ ნაკრებსაც დავტოვებ”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს, ხავიერ მასკერანოს სათამაშო დრო ძალიან შეუმცირდა. არგენტინელს დაცვის ცენტრში ხშირად ვეღარ ვხედავთ, რადგან იქ პიკე-უმტიტის ტანდები დგას. ხოლო, მოედნის ცენტრში კი ის ბოლო წლებში იშვითაად თამაშობდა და, მით უმეტეს, ახლა, როცა ამ რგოლში დიდი კონკურენციაა, ვეტერანს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა.

მასკერანომ გუნდში თავის ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.

“ამაზე ლაპარაკი რამდენიმე ხნის წინ დავიწყე. დიახ, ისეთივე მიშვნელოვანი აღარ ვარ კლუბისთვის, როგორიც ადრე ვიყავი. თუმცა, ეს არავის ბრალია. ყველაფერი დრომ მოიტანა. გასულ წლებში გაცილებით უფრო მეტის გაკეთების საშუალება მეძლეოდა კლუბისთვის, ახლა კი ასე აღარაა. ამაში დამნაშავე არავინაა.”

“ბოლო თვეებში კუნთის თერთმეტი ტრავმა მქონდა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავკარგე. აქამდე ასეთი რამ არასდროს დამმართნია. გადავწყვიტე, რომ რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებიდან წავალ,” – აცხადებს მასკერანო.

ხავიერ მასკერანო ოთხი კვირით იუქმებს

კატალონიის “ბარსელონას” ლაზარეთს ერთი ფეხბურთელი შეემატა. ეს ხავიერ მასკერანოა, რომელმაც ტრავმა ნიგერიის წინააღმეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო.

არგენტინელს გამოკვლევა გუშინ დილით ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მას დაზიანება მარჯვენა ფეხის ბიცეპსზე აქვს. როგორც ექიმები იტყობინებიან, 33 წლის მოთამაშეს ოთხი კვირის მანძილზე მოუწევს უქმობა.

თუ კალენდარს გადავხედავთ, ხავიერი 23 დეკემბერს, ლა ლიგა სანტანდერის შეხვედრაში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა დაბრუნდეს.

მასკერანომ “ბარსელონას” დატოვების სურვილის შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს აცნობა

კატალონიის “ბარსელონას” გამოცდილმა მცველმა, ხავიერ მასკერანომ კლუბის ხელმძღვანელებს “კამპ ნოუს” დატოვების სურვილის შესახებ აცნო. როგორც ჩანს, ეს არგენტინელი ფეხბურთლის ბოლო სეზონი იქნება ესპანეთში.

Sport.es-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, 33 წლის ხავიერ მასკერანო კარიერის გაგრძელებას ამერიკულ MLS-ში აპირებს, სადაც საკმაოდ დიდ ფულს სთვაზობენ.

რაც შეეხება მასკერანოს კატალონიურ კარიერას, ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში 2010 წელს ჩაირიცხა და “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისურით 16 ტიტულის მოგება მოახერხა.

TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც სათამაშო პოზიცია შეიცვალეს

გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა TOP 10-ს, რომლებზეც სათმაშო პოზიციის შეცვლამ დადებითად იმოქმედა …

ბრანისლავ ივანოვიჩი

კლუბი: “ჩელსი”

წინა პოზიცია: ცენტრალური მცველი

ახლანდელი პოზიცია: მარჯვენა მცველი

როდესაც 2008 წელს “არისტოკრატთა” რიგებში ბრანისლავ ივანოვიჩი ჩაეწერა, ყველას ეგონა, რომ ის ლონდონელთა დაცვის ბურჯი გახდებოდა.

მისი დებიუტი  2008 წელს, კლუბში მოსვლიდან 8 თვის შემდგომ შედგა. თუმცა “ლოკომოტივის” ყოფილი მცველი არა დაცვის ცენტრში, არამედ მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინა.მას შემდეგ მან “ლურჯთა” რიგებში 348 მატჩი ჩაატარა და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ ფლანგს იცავდა.

UlO_a1M59_l

ოუენ ჰარგრივზი

კლუბი: კარიერა დასრულებულია

წინა პოზიცია: ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

მართალია, რომ ოუენის წარმოდგენა, როგორც შემტევი ფეხბურთელის ძალიან რთულია, თუმცა ფაქტია, რომ “ბაიერნში” ის სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. მან გერმანული კლუბის მაისურით 200-ზე მეტი მატჩის ჩატარება შესძლო.

ხოლო მას შემდეგ, რაც ის ინგლისში გადაბარგდა (2007), მას დაცვითი ტიპის ნახევარმცველის სტატუსი მიენიჭა. მანჩესტერული შტაბის ამ გადაწყვეტილებას ამართლებს ის ფაქტიც, რომ მისი მთელი კარიერის მანძილზე ოუენმა მხოლოდ 13 გოლის გატანა მოახერხა.

დირკ კუიტი

კლუბი: ფეინოორდი

წინა პოზიცია: თავდამსხმელი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი

ბევრს ნამდვილად არ გაუკვირდება, ის ფაქტი, რომ დირკ კუიტს თავდამსხმელის პოზიციაზეც შეეძლო თამაში. მართლაც, “ლივერპულმა” ის შეიძინა, როგორც თავდამსხმელი. “ფეინოორდის” 144 მატჩში მას 95 გოლი ჰქონდა გატანილი.

თუმცა ფერნანდო ტორესის ფაქტორმა მაინც თავისი გააკეთა – კუიტი სრულყოფილ ვინგერად ჩამოყალიბდა. ის დღესაც ამ პოზიციაზე თამაშობს და შედეგიც სახეზეა – 14 გოლი 22 მატჩში.

ვეს ბრაუნი

კლუბი: სანდერლენდი

წინა პოზიცია: მარჯვენა მცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

ვეს ბრაუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი მარჯვენა მცველი იყო, როცა კლუბმა 2008/09 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა შემდგომში განვითარებული მოვლენების გამო მას მარჯვენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება. ის ახლაც იცავს “შავი კატების” მარჯვენა ფლანგს.

UlO_a1M59_l

მუსა სისოკო

კლუბი: ნიუკასლი

წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი

როდესაც “ნიუკასლმა” მუსა სისოკო შეიძინა, ბევრს ეგონა რომ კლუბმა თავისი ახალი დევიდ ბატი იპოვა, ძლიერი მანქანა, რომელიც ბურთის ართმევაზე იქნებოდა ორიენტირებული. თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა – “ტულუზის” ექს-ფეხბურთელმა ვინგერის პოზიციაზე გადაინაცვლა და 122 მატჩის ჩატარებაც მოახერხა ინგლისელთა მაისურით ამ პოზიციაზე.

ბასტიან შვაიშტაიგერი

კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი

წინა პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი/ ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ბასტიან შვაინშტაიგერის ისტორია ძალზედ წააგავს ოუენ ჰარგრივზის სიტუაციას, რომელიც “ბაიერნში” შემტევი ფეხბურთელის სტატუსს ატარებდა, თუმცა ინგლისში ჩამოქვეითდა. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ბასტიანმა 200 მატჩი ჩაატარა, თუმცა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ ის უფრო ეფექტური დაცვაში იქნებოდა.

UlO_a1M59_l

იან ვერტონგენი

კლუბი: ტოტენჰემი

წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

იან ვერტონგენმა ნელ-ნელა გავლო გზა დაცვითი ტიპის ნახევარმცველობიდან ცენტრალურ მცველობამდე – ბელგიაში ნახევარმცველად მოთამაშე ვერტონგენი, “აიაქსში” მარცხენა მცველად მოგვევლინა, ხოლო “მამლების” რიგებში მან ცენტრალური მცველობაც ისწავლა, თანაც საკმაოდ კარგად.

გარეთ ბეილი

კლუბი: რეალი

წინა პოზიცია: მარცხენა მცველი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი/ფორვარდი

ყველაზე დრამატული გარდატეხა ამ მხრივ გარეთ ბეილმა განიცადა, რომელმაც კარიერა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შეტევაში ყოველთვის მიურბოდა გული. “ტოტენჰემში” ის ვინგერად აღიარეს, ხოლო მას შემდეგ რაც ის გუნდის ლიდერად იქცა მის ფორვარდობასაც არ ერიდებოდნენ, ახლა კი ის “რეალში” ირიცხება, სადაც მშვენივრად თამაშობს შეტევაში.

ვან პერსი

კლუბი: ფენერბახჩე

წინა პოზიცია: ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: ფორვარდი

რთულია გაიაზრო, რომ რობინ ვან პერსი თავდამსხმელობის გარდა სხვა პოზიციაზეც შეეძლო თამაში. ის “ფეინოორდში” ყოფნისას ვინგერის როლს ასრულებდა, თანაც საკმაოდ კარგად – 21 გოლი 76 მატჩში. სწორედ ამ შედეგის წყალობით აღმოჩნდა ის “არსენალში”, სადაც მსოფლიო დონის შემტევად ჩამოყალიბდა.

UlO_a1M59_l

ხავიერ მასკერანო

კლუბი: ბარსელონა

წინა პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

ხავიერ მასკერანო “ლივერპულის” ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა კატალონიურ გრანდში მისი ეს ფუნქცია დიდად არ მოსწონდათ, რის გამოც მას ხშირად უწევდა დაცვაში თამაში. მან ეს ფუნქცია იმდენად შეისისხლხორცა, რომ არგენტინის ნაკრებშიც არ ერიდება ამ პოზიციაზე თამაშს.

მასკერანო: “ლივერპულური” წარსული? ეს სხვა ინგლისურ კლუბში გადაბარგებაში ხელს არ შემიშლის “

“ბარსელონას” არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ “ლივერპულთან” არსებული მოგონებები, მას ინგლისის სხვა კლუბში გადაბარგებაში ხელს არ შეუშლის.

“ლივერპულთან” არსებული მოგონებები არ ნიშნავს, იმას რომ თუ რომელიმე ინგლისური კლუბი შანსს მომცემს, ვეტყვი : ‘ არა, მე მხოლოდ მათ რიგებში ვითამაშებ.’

ჩვენ პროფესიონალები ვართ, ასე ვცხოვრობთ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი გრძნობები “ლივერპულისადმი” არ შეიცვლება.

რაც შეეხება წარსულს, ლივერპულში თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა იყო პრობლემებიც. როდესაც რაფამ გუნდი დატოვა, მივხვდი, რომ მათი პროექტი ჩავარდა. ამიტომაც კლუბის დატოვება გადავწყვიტე, რის შემდგომაც “ბარსელონასგან” შეთავაზება მომივიდა.”

მასკერანო: „არამგონია, კარიერა „ბარსელონაში“ დავასრულო“

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ეჭვობს, რომ კარიერას კატალონიურ კლუბში არ დაასრულებს.

„კარიერის „ბარსაში“ დასრულება? არამგონია, ეს მოხდეს. ერთხელაც, პირველ რიგში, ფიზიკურად, ამ კლუბის დონეს აღარ შევესაბამები.

„რივერ პლეიტში“ დაბრუნება? ამას არ გამოვრიცხავ. ეს აზრი არ მტოვებს. იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ გუნდის დონის შესაბამისი ვიქნები“, – განაცხადა არგენტინელმა.

მასკერანო „რომასთან“ ვერ ითამაშებს

„ბარსელონას“ მცველი ხავიერ მასკერანო „რომასთან“ ჩემპიონთა ლიგის ემხუთე ტურის დღევანდელ მატჩს გამოტოვებს.

არგენტინელმა „რეალთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რომლის შემდეგ ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.

„ბარსას“ განაცხადში არგენტინელის ადგილი „ჯალოროსისთან“ შეხვედრისთვის 20 წლის ნახევარმცველმა სერხი სამპერმა დაიკავა.

“რივერ პლეიტს” მასკერანოს დაბრუნება სურს

Sport Mediaset-ის ცნობით, არგენტინული “რივერ პლეიტის” მესვეურები “ბარსელონას” ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს დაბრუნებაზე ფიქრობენ.

არგენტინელები გეგმავენ, რომ 31 წლის ფეხბურთელი მოთამაშე მწვრთნელის პოსტზე დანიშნონ. წყაროს ცნობით, “რივერ პლეიტის” ხელმძღვანელობა მასკერანოსთან მოლაპარაკებებს მაშინ დაიწყებს, როდესაც კლუბის ამჟამინდელ თავკაც მარსელო გალიარდოს მოქმედი კონტრაქტის ვადა ამოეწურება. ცნობისთვის, მათ შორის შრომითი ხელშეკრულება 2017 წლამდეა დადებული.

ხავიერ მასკერანო “რივერ პლეიტის” აღზრდილია და იგი კლუბის ღირსებას 2005 წლამდე იცავდა.