პსჟ-ს ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ განაცახადა, რომ ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზად არის.
“ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია, თუმცა მე პარიზში დარჩენას ვაპირებ. ეს მეც მსურს და კლუბსაც. ახალი კონტრაქტის დეტალები ჯერ არ ვიცი, თუმცა მსურს, რომ აქ დიდხანს ვიყო” – განაცხადა პასტორემ.
მიმდინარე სეზონში 25 წლის არგენტინელმა საფრანგეთიშ ჩემპიონატის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გატანილ გოლთან ერთად 3 საგოლე პასიც შეასრულა.