“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავი, ნეიმარი აცხადებს, რომ პიკეს სოციალურ ქსელში პოსტი, რომლის მიხედვითაც ნეიმარი “ბარსელონაში” რჩებოდა, არ უნდა გამოექვეყნებინა.
“ვისვენებდით, ერთად მივირთმევდით ლანჩს და უბრალოდ ვერთობოდით. მას ვუთხარი, რომ ეს არ გამოექვეყნებინა,” – აცხადებს ნეიმარი პარიზულ კლუბში გადასვლიდან მეორე დღეს.
ბრაზილიელმა “ბარსელონას” ფანებსაც მიმართა: “ვფიქრობ, “ბარსელონაში” ჩემი საქმე უკვე გავაკეთე, ტიტულებიც მოვიგე… რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველას ვერ დააკმაყოფილებ.
“ბარსელონას” ფანებს მინდა მხოლოდ მადლობა გადავუხადო მეგობრობისა და გვერდში დგომისთვის,” – დაამატა მან.