„ჩიკაგო“ ნოას კარგავს

„ვაშინგტონთან“ დღევანდელ მატჩში „ჩიკაგოს“ ცენტრმა ხოაკიმ ნოამ მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც 29 წლის მოთამაშემ მატჩის ბოლომდე დასრულება ვერ მოახერხა.

უახლოეს დროში ბიგმენი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მისი დაბრუნების დაახლოებითი თარიღიც გაირკვევა.

მიმდინარე სეზონში ნოამ 33 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა მონაგარმა 7,6 ქულა, 9,4 მოხსნა და 3,6 გადაცემა შეადგინა.

როუზი და ნოა სათამაშოდ მზად არიან

„ჩიკაგო ბულზის“ მთავარმა მწვრთვნელმა ტომ ტიბოდომ თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟოაკიმ ნოა და დერიკ როუზი მიკროტრავმების მიღების შემდეგ უკვე გამოჯანმრთელდნენ.

აქედან გამომდინარე, ნოა და როუზი „ხარების“ თავკაცის განკარგულებაში უკვე „დეტროიტ პისტონსთან“ ჩასატარებელ მატჩში იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ როუზმა თავისი ბოლო ოფიციალური მატჩი 2011/12 წლების სეზონში ჩაატარა. რაც შეეხება ნოას, მან გასული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის 66 მატჩში ითამაშა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 11,9 ქულა და 11,1 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი