იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა უეფას დელეგატთან “პოლიუდის” მოედანზე გამოსახული სვასტიკის გამო დაიჩივლა.
ინციდენტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩისას (1:1) მოხდა.
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სვასტიკას ყურადღება შეხვედრის შესვენებისას მიაქციეს, როდესაც სტადიონის თანამშრომლები მინდვრიდან მის წაშლას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა. ხორვატიას ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ქომაგების მხრიდან რასისტული ქცევის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.