დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცი: „არ მინდა, გვარდილას ვგავდე“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ არ სურს, მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას ჰგავდეს.

„სიტუაცია არ მომწონს. ვფიქრობ იმაზე, რომ თუ ამ თემაზე ხშირად ისაუბრებენ, საზოგადოების აზრით, გვარდილას სტილით ვიმუშავებ. სინამდვილეში, არ მსურს, რომ მას ვგავდე“, – განაცხადა „ბორუსიას“ დამრიგებელმა.

გვარდიოლა გიოტცეს წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ნახევარმცველ მარიო გიოტცეს კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ცნობისთვის, ბოლო დროს ევროპული პრესა გერმანელი მოთამაშის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ წერს.

„მარიო ტოპ დონის მოთამაშეა. ის „ბაიერნის“ ფეხბურთელია და გუნდში მოახლოებული სეზონისთვის დარჩება.

გიოტცეს თაობაზე მოლაპარაკება არ გვქონია. ამის თაობაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გვარდიოლამ.

პეპ გვარდიოლამ ჟერომ ბოატენგს დასცინა (ვიდეო)

„გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016/17 წლების სეზონში უთავკაცებს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა შემდეგ სეზონში „მანჩესტერ სიტიში“ არ იმუშავებს.
ამავდროულად, დი მარციო აღნიშნავს, რომ ესპანელი სპეციალისტი „ქალაქელთა“ ხელმძღვანელებს ნამდვილად ესაუბრა და მათ წინადადებასაც დათანხმდა, თუმცა მანუელ პელეგრინის ადგილს უკვე 2016/17 წლების სეზონში დაიკავებს. „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი გვარდიოლას სწორედ შემდეგი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
წყაროს ინფორმაციით, „სიტის“ თავკაცის  პოსტის დაკავება ასევე მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის შეუძლია, რომელიც, შესაძლოა, „ბლანკოსიდან“ გაუშვან.

იხილეთ ასევე: გვარდიოლას ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოლფიო ჩემპიონატის მოგება სურდა

გვარდიოლას ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოლფიო ჩემპიონატის მოგება სურდა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჟულიო სერჟიომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საინეტერესო საუბარი გაიხსენა. „სანტოსისა“ და „რომას“ ყოფილი კარის დარაჯის თქმით, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას ბრაზილიის ნაკრების თავკაცობა სურდა.

„გვარდიოლამ მითხრა, რომ ბრაზილიის ნაკრების თავკაცობაზე ოცნებობს და წინადადების შემთხვევაში, მას მომენტალურად დათანხმდებოდა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ მასთან ერთად ბრაზილიელები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც მოიგებდნენ“, – განაცხადა ჟულიო სერჟიომ.



დარჩება თუ არა გვარდიოლა „ბაიერნში“ – რას აცხადებს მიუნხენელთა თავკაცი?

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებულ ჭორებს გამოეხმაურა.

„კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ფეხბურთში ეს პერიოდი ბევრს ნიშნავს. ჩემი ოჯახი მიუნხენში ბედნიერია.

ტრანსფერები? კლუბმა ჩემი აზრი ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლას და მესის საუბრის დეტალები ცნობილია


გვარდიოლა „ბარსასთან“ განმეორებით მატჩში შეტევაში წასვლას არ აპირებს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამ შეხვედრაში, ანგარიშის მიუხედავად, მუდმივად შეტევაში არ ითამაშებს.

„თუ მხოლოდ გოლის გატანაზე ვიფიქრებთ, შესაძლოა, იგივე მოგვივიდეს, რაც „რეალთან“ შარშანდელ შეხვედრაში. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მატჩის სადავეები ვაკონტროლოთ. ვნახოთ, რა გამოგვივა“, – განაცხადა გვარდიოლამ.





ოლივერ კანმა გვარდიოლას მიერ არჩეული ტაქტიკა შეაფასა

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მეკარემ ოლივერ კანმა ხოსეპ გვარდიოლას მიერ „ბარსელონასთან“ წაგებულ მატჩში არჩეული ტაქტიკა შეაფასა.

„თუ საერთო მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, „კამპ ნოუზე“ გვარდიოლას მიერ არჩეულმა ტაქტიკამ არ გაამართლა. მისი მხრიდან დაცვაში პირად მეურნეობაზე აქცენტის გაკეთება სარისკო იყო. გარდა ამისა, ის არ ელოდა, რომ „ბარსელონა“ ასეთ გრძელ პასებს შეასრულებდა“, – განაცხადა კანმა.



„გვარდიოლა „ბაიერნის“ რეგრესს ხელს უწყობს“

„ბარსელონა“ – „ბაიერნის“ მატჩის დასრულების შემდეგ „სქაი სპორტსის“ ექსპერტმა ჯეიმი რედნაპმა მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.

„გვარდიოლა იმ კლუბში მუშაობს, რომელშიც ერთი მატჩის წაგების შემთხვევაში, სერიოზულ კრიტიკას მიიღებს. ახლა მასზე დიდი ზეწოლა იქნება.

როდესაც გვარდიოლამ ჰაინკესი შეცვალა, ყველამ იგრძნო, რომ ეს მისი ოცნების სამუშაოა. თუმცა, მან გუნდის მაღალ დონეზე აწევა ვერ შეძლო, პირიქით, პეპი გუნდის რეგრესს ხელს უწყობს.

საქმე იმაშია, რომ ლამისა და შვაინშტაიგერის მსგავსი ფეხბურთელები უკვე ასაკში არიან, ჩაბი ალონსო კი, ვერ გაახალგაზრდავდება.

სინამდვილეში, რთულია იმ გუნდის მიღება, რომელიც ჰეთთრიკს ასრულებს. მგონია, გვარდიოლას ბევრის შეცვლა სჭირდება, თუმცა მუდმივი ზეწოლის ქვეშ მუშაობა რთულია“, – განაცხადა რედნაპმა.



„გვარდიოლა „ბაიერნთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მოთამაშის შტეფან ეფენბერგის აზრით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა შემდეგი წლის ზაფხულში თავის პოსტს დატოვებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ გვარიოლა „ბაიერნთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს. 2016 წლის ზაფხულში ის ახალ გამოწვევას მიიღებს ან მცირე პაუზას აიღებს. ასე პეპი „ბარსელონასთან“ მუშაობის დასრულების შემდეგ მოიქცა“, – განაცხადა ეფენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ „ბაიერნი“ 2013 წლის ზაფხულში ჩაიბარა.

გვარდიოლა „ბაიერთან“ წაგებულ მატჩში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლევერკუზენის „ბაიერთან“ გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურის წაგებულ მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ხსენებული შეხვედრა მისმა გუნდმა ანგარიშით 0:2 წააგო.

„თამაში თანაბარი იყო და მცირე ორთაბრძოლებით გამოირჩეოდა. უფრო მეტი საგოლე მომენტი უნდა შეგვექმნა. გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. ახალგაზრდა მოთამაშეებმა ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთეს“, – ციტირებს გვარდიოლას „ბაიერნის“ პრესსამსახური.

აღსანიშნავია, რომ ლევერკუზენელებმა ჯამში „ბაიერნზე“ სამჯერ მეტი დარტყმა შეასრულეს. ამის მიუხედავად, გვარდიოლას გუნდის სასარგებლოდ 56-პროცენტიანი ბურთს ფლობა დაფიქსირდა.

გვარდიოლა: „გამიმართლა, რომ ამ ფეხბურთელებს ვავარჯიშებ“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ „პორტუსთან“ ანგარიშით 6:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ ასეთი ფეხბურთი არ გვიჩვენებია. თუმცა, პირველი 45 წუთისთვის ჩემს მოთამაშეებს მადლობის მეტს ვერაფერს ვეტყვი. ეს ერთი კვირის წინ ჩატარებულ მატჩზე რეაქცია იყო.

გამიმართლა, რომ ამ დიდებულ ფეხბურთელებს ვავარჯიშებ. ამავდროულად, თუ ხალხი თვლის, რომ ყოველი მატჩის მოგება ასე შეგვიძლია, სჯობს, სხვა მწვრთნელი იპოვონ“, – განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლა: „ბოლო რამდენიმე თვე ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთული იყო“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ „პორტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„90 წუთში ყველაფერია შესაძლებელი. დიახ, ჩვენ ვმარცხდებით, თუმცა ხვალ ახალი თამაში იქნება. ბოლო თვეებში გაკეთებული საქმის გათვალისწინებით, გარწმუნებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ.

გერმანიის საჩემპოიონო ტიტულის დაცვამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაკლია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები შანსებს მაქსიმალურად გამოიყენებენ.

„პორტუს“ ასეთი თამაში მოულოდნელი არ იყო. ეს ჩინენული კლუბია, რომელშიც დიდი ფეხბურთელები თამაშობენ.

ბოლო რამდენიმე თვე ჩემს კარიერაში ყველაზე რთული იყო. ჩემი მოთამაშეები ნამდვილი გმირები არიან. ჩემს გულებში ისინი სამუდამოდ დარჩებიან.

მარტი და აპრილი გადამწყვეტი ყველა გუნდისთვისაა“, – განაცხადა გვარდიოლამ.