გვარდიოლა: „ლევერკუზენი“ ძალიან მომწონს“

ლევერკუზენის „ბეირთან“ მატჩის წინ ხოსეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„მე „ბაიერის“ თამაში, მისი მწვრთნელი და თამაშის სტილი ძალიან მომწონს.

მიმდინარე სეზონში ისინი კარგად გამოდიან. ამ გუნდმა პრესინგი იცის და დარწმუნებული ვარ, რომ მოახლოებულ მატჩში ნამდვილ ფეხბურთს ვიხილავთ. ჩემს მოთამაშეებს მატჩის დროს გადაწყვეტილებების მისაღებად ცოტა დრო აქვთ.

ბუნდესლიგის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივრებს საინტერესო თამაშის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ, ორივე გუნდი აქცენტს შეტევაზე გააკეთებს“, – განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ გერმანიის პირველობას 33 ქულით ლიდერობს, ხოლო „ბაიერი“ 23 ქულით მესამე პოზიციაზეა.

ხოსეპ გვარდიოლას 15 ყველაზე ცნობილი სურათი

გთავაზობთ ამჟამად მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას კარიერიდან ყველაზე ცნობილ თხუთმეტ სურათს.

1. 90-იანი წლები

FC BARCELONA MIDFILDER PEP GUARDIOLA.

2. 1999 წელი. გვარდიოლა კოკუსთან, ლუის ენრიკესთან, ბოგარდომთან, კლუვერთან და სხვა თანაგუნდელთან ერთად გოლს აღნიშნავს

BARCELONA'S COCU CELEBRATES FOURTH GOAL AT WEMBLEY.

3. გვარდიოლა ნორვეგიელი მორტენ ბაკეს წინააღმდეგ. ევრო 2002

GUARDIOLA/BAKKE/SPANIEN - NORWEGEN 0:1 ( ESP - NOR 0:1 );

4. 2009 წელი. პეპი „ბარსას“ თავკაცობს

Barcelona's coach Guardiola gestures to his players during their Spanish First Division soccer match against Villarreal at Nou Camp stadium in Barcelona

5. 2009 წლის მაისი. გვარდიოლა გუნდთან ერთად ესპანეთს თასის მოგებას ზეიმობს, რომელიც მისთვის გუნდის მწვრთნელის სტატუსით პირველია

Barcelona v Athletic Bilbao - Copa del Rey Final

6. იმ პერიოდში პეპს ფრენა ხშირად უწევდა. ცოტა ხანში მისმა გუნდმა რომში ჩემპიონთა ლიგაც მოიგო

Barcelona v Manchester United - UEFA Champions League Final

7.გვარდიოლა და „დეპორტივოს“ ნახევარმცველი ხუან როდრიგესი

Deportivo La Coruna v Barcelona - La Liga

8. ამჯერად სპეციალისტი მსოფლიოს თასის მოგებას ზეიმობს

Members of Barcelona's soccer team throw coach Pep Guardiola in the air after defeating Estudiantes in their FIFA Club World Cup final in Abu Dhabi

9. 2009 წლის წარმატების 2011 წელს განმეორება და ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგება. სიხარული, თითქოს, ცოტა ნაკლებია…

Barcelona Return Home Victorious With Champions League Trophy

10. მეორედ გვარდიოლამ მსოფლიო საკლუბო თასიც მოიგო

Coach Guardiola of Spain's Barcelona celebrates with players on the podium after their win in the Club World Cup final soccer match against Brazil's Santos in Yokohama

11. გვარდიოლა ფიქრს არასდროს აკლებს

Bayern Muenchen v Chelsea - UEFA Super Cup

12. ემოციური ჩახუტება ფრანკ რიბერისთან

Bayern Muenchen v Chelsea - UEFA Super Cup

13. ფოტოგრაფები ბერლინში სათადარიგოთა სკამზე მჯდომ გვარდიოლას „უტევენ“

Hertha BSC v FC Bayern Muenchen - Bundesliga

14. 1999 წელს გვარდიოლა ასე „ბარსელონას“ გოლს ფეხბურთელის სტატუსით ზეიმობდა. ახლა კი, ასე იგი „ბაიერნის“ გოლს მწვრთნელის სახით აღნიშნავს

Bayern Munich's coach Guardiola sport director Sammer celebrate winning Bundesliga title after Bundesliga soccer match against Hertha Berlin in Berlin

15. პეპი და ბავარიული ლუდი

Bayern Muenchen v VfB Stuttgart - Bundesliga

გვარდიოლამ, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტი“ ჩაიბაროს

ცსკა-სთან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მარცხის შემდეგ პრესა „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელის მანუელ პელეგრინის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ალაპარაკდა.

დიდი ალბათობით, ჩილელ სპეციალისტს ახალი სამუშაოს ძებნა იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ გი~უნდი ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავა.

„დეილი მეილის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელებს, შესაძლოა, ხოსეპ გვარდიოლამ უთავკაცოს, რომელსაც მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ესპანელი სპეციალისტის „მანჩესტერ სიტიში“ წასვლის ალბათობას ისიც ზრდის, რომ „ქალაქელთა“ სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგერისტაინია, რომელიც „ბარსელონაში“ მუშაობის პერიოდში პეპის ასისტენტი იყო.

მანჯუკიჩი: „გვარდიოლა პატივს არ მცემდა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის მარიო მანჯუკიიჩს თქმით, მიუნხენის „ბაიერნიდან“ მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გუნდის მთავარ მწვრთნელთან ხოსეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი იყო.

„გვარდიოლამ იმედი გამიცრუა, იგი პატივს არ მცემდა. მან გერმანიის თასის ფინალში არ მათამაშა. ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი იმის გამო ვერ გავხდი, რომ სეზონის ბოლოს არ ვთამაშობდი. უფრო ლამაზი იქნებოდა, თუ იგი ყველაფერს ამიხსნიდა და მეტყოდა, რომ მის სათამაშო სქემაში არ ვჯდები.

როდესაც გუნდს ჰაინკესი თავკაცობდა, ყველაფერი გაცილებით უკეთესად იყო და ეს არამხოლოდ ჩემი აზრია.

ასეთი დამოკიდებულების ღირსი ნამდვილად არ ვარ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც „ბაიერნისთვის“ ორი წელიწადი გავწირე. ყველაფერი გვარდიოლას მოსვლისთანავე შეიცვალა. ვცდილობდი, მისი სტილის ფეხბურთი მეთამაშა, თუმცა იმისთვის, რომ რაიმე გამოვიდეს, ორივე მხარე შეთანხმებული უნდა იყოს. მივხვდი, რომ კლუბში მომავალი არ მაქვს, რასაც შევეგუე“, – განაცხადა ხორვატმა.

გვარდიოლა: “ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ცსკა-სთან მოგებული შეხვედრა შეაფასა. გერმანულმა კლუბმა მოსკოველები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

“ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. მეტოქე თავს 10 კაცით იცავდა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაში იოლი მატჩები არ არის. ასეთ რთულ შეხვედრაში მოპოვებული სამი ქულით კმაყოფილები ვართ. მოსკოველთა ტაქტიკამ გაგვარკვირვა, მაგრამ “ბაიერნი” სამი ცენტრალური მცველის წინააღმდეგ თამაშისთვის მზად არის. ცოტა ხნის წინ “კიოლნს” შევხვდით, რომელიც სწორედ მსგავსი მონახაზით თამაშობდა.

ჩვენ ყოველთვის მაყურებლისთვის ვთამაშობდა. დღეს ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოგვიწია ასპარეზობა, რაც სასიამოვნო არ იყო. იმედია ცსკა-ს ასეთი მატჩების ჩატარება აღარ მოუწევს” – განაცხადა გვარდიოლამ.

იბრაჰიმოვიჩი: „გვარდიოლას შეცდომების გამო 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე“

პსჟ-ს ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩს თქმით, 2010 წელს კატალონიის „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგა ხოსეპ გვარდიოლას შეცდომების გამო ვერ მოიგო.

„მაშინ ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გვყავდა. თუმცა ერთი ადამიანის არასწორი გადაწყვეტილებების გამო ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოვახერხეთ.

ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს. სჯობს, ეს დავივიწყო, თანაც, „ბარსელონაში“ სასიამოვნო ეპიზოდებიც მქონდა.

ძალიან გამიხარდება, თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, საბოლოოდ, მაინც შევძლებ. კარიერის დასრულების შემდეგ ყველა თავის ტიტულებს ითვლის. ჩინებული იქნება, თუ ამ მიზანს მივაღწევ“, – განაცხადა იბრამ.

გვარდიოლა ფავორიტად არგენტინას მიიჩნევს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ტურნირის ფავორიტზეც გაამახვილა.

„სამწუხაროა, რომ ესპანეთმა გამოსვლა დაასრულა. ფეხბურთისთვის ამ ნაკრების წევრებმა ბევრი გააკეთეს. ბიჭები და ვისენტე დე ბოსკე მეტი შეხვედრის ჩატარებას იმსახურებდნენ.

თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. გუნდები მოედანზე შიშის გარეშე გადიან, რისი შედეგიც სახეზეა.

ვის ვთვლი ფავორიტად? არგენტინა კუნკურენტუნარიანი გუნდია. ამ ნაკრებს მესის, იგუაინის, აგუეროსა და დი მარიას სახით ძლიერი თავდასხმა ჰყავს, რომელსაც თამაშის შემოტრიალება ნებისმიერ დროს შეუძლია“, – განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლამ პირადი რეკორდი გაიმეორა

როგორც მოგეხსენებათ, გერმანიის თასის ფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეოთხე ტიტული მოიპოვა.

აქამდე მიუნხენელებმა ბუნდესლიგის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება იზეიმას.

კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კი ერთ სეზონში მოგებული ტიტულების რაოდენობის პირადი რეკორდი გაიმეორა. იგივე რაოდენობის ტიტული მან 2010 და 2012 წელს „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო.

ალექსანდრე მატევოსოვი

გვარდიოლა: „ბაიერნის“ დატოვება არ მსურს“

მადრიდის „რეალთან“ ანგარიშით 0:4 წაგებული შეხვედრის შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბის დატოვება არ სურს.

„რამდენიმე ტაქტიკურ მომენტში შეცდომა დავუშვი, ამიტომაც ეს მარცხი ჩემი ბრალია. როდესაც ძლიერ მეტოქესთან თამაშობ, შეცდომები ადვილად ჩნდება.

„რეალს“ ვულოცავ, რადგან ეს გუნდი ფინალში გასვლას ნამდვილად იმსახურებდა. ჩემი მოთამაშეები ამჟამად თავს ცუდად გრძნობენ, თუმცა ამ ადამიანებით ვამაყობ.

მე არ დავღლილვარ, ამიტომაც „ბაიერნის“ დატოვებაზე არ ვფიქრობ. ეს კლუბი წარმატებას გულშემატკივართათვის კიდევ არაერთხელ მიაღწევს. ტიტულების ყოველთვის მოგება შეუძლებელია. ასეთი ცუდი თამაშისთვის ბოდიშის მოხდა მსურს“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „გვარდიოლას სახით მცოდნე მწვრთნელი გვყავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალთან“ ანგარიშით 0:4 წაგებული მატჩი მის კლუბისთვის სერიოზული დარტყმაა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რეალმა“ სახეში ჩაგვარტყა. ამ საღამოს ნადმვილი კატასტროფა გადავიტანეთ. თუმცა ჩვენ ხოსეპ გვარდიოლას სახით მცოდნე მწვრთნელი გვყავს.

რა თქმა უნდა, ეს მძიმე მარცხია, თუმცა ამჟამად ფუნდამენტალურ პრობლემებზე საუბარი სწორი არ იქნებოდა“, – განაცხადა რუმენიგემ.

ალექსანდრე მატევოსოვი

გვარდიოლამ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ბრემენის „ვერდერთან“ ანგარიშით 5:2 მოგებული მატჩის მიუხედავად, თავისი გუნდი გააკრიტიკა.

„ბაიერნში“ მუშაობის პერიოდში პირველად ჩემმა მოთამაშეებმა იმედი გამიცრუეს. ისინი ან კარგად თამაშობენ, ან ცუდად – ეს პრობლემა არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოედანზე ის გუნდი არ იყო, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ვხედავდით. გულშემატკივრები ასეთი თამაშის ნახვას არ იმსახურებენ, რის გამოც, მსურს, მათ ბოდიში მოვუხადო“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

გვარდიოლა: „ჩემი მეუღლე არიენ რობენზე მეტ პრობლემას მიქმნის“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის შემადგენლკბის როტაციასთან დაკავშირებით იხუმრა.

„ჩემი მეუღე კრისტინა ჩვენი სათამაშო ტაქტიკით უკმაყოფილოა. იგი ყოველთვის მეუბნება, რომ შემადგენლობას არ უნდა ვცვლიდე. როტაციის სისტემის ახსნა მისთვის გაცილებით რთულია, ვიდრე, მაგალითად, არიენ რობენთან მისი სათადარიგოთა სკამზე დარჩენის მიზეზზე საუბარი“, – აღნიშნა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი