5 მაისს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში (2:1) კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.
ჭდე: კიელინი
ჯორჯო კიელინიმ “მონაკოსთან” მეკარეობა დაიწყო (ვიდეო)
22 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მონაკოსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ შეხვედრაში, ჯორჯო კიელინიმ თავისი შეცდომის შემდეგ, მეტოქის შეტევა ხელით ჩაშალა.
TOP 5: ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი პასი გააკეთეს
TOP 10: ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტ ზუსტ პასს აკეთებენ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი. განვლილ ხუთ ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა.
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ის ათი ფეხბურთელი, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი გააკეთეს.
10. ფაბიან ფრეი (“ბაზელი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 266
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 86%
9.ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 272
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 86%
8. მაქსველი (“პარი სენ-ჟერმენი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 286
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 92%
7. ნემანია მატიჩი (“ჩელსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 299
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%
6. მეჰდი ბენატია (“რომა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 317
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 91%
5. ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 332
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 87%
4. სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 349
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%
3. დანი ალვეში (“ბარსელონა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 355
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%
2. ტონი კროოსი (“რეალი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 361
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 95%
1. ჩაბი ალონსო (“ბაიერნი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 433
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 91%
მსაჯმა, რომელმაც სუარესის კბენა ვერ დაინახა, კარიერა დაასრულა
ცნობილმა მექსიკელმა მსაჯმა მარკო როდრიგესმა კარიერა დაასრულა. მისი ბოლო მატჩი მუნდიალის ნახევარფინალი გახდა, რომელშიც გერმანიამ ბრაზილიას 7-1 მოუგო.
ასევე, გულშემატკივრებს როდრიგესი ურუგვაისა და იტალიის მატჩით დაამახსოვრდათ, სადაც არბიტრმა სუარესის და კიელინის შორის მომხდარი ცნობილი ინციდენტი ვერ შეამჩნია.
“ჩემი ოცნება სამ მუნდიალზე მსაჯობა იყო და მოხარული ვარ, რომ ასე მოხდა. ჩემი კარიერული მიღწევებით კმაყოფილი ვარ. ბრაზილიური მუნდიალი ერთ-ერთი საუკეთეესო იყო ჩემს კარიერაში” – განაცხადა როდრიგესმა.
კიელინის პასუხი სუარესს: “მე ყველაფერი დავივიწყე”
როგორც იცით, 30 ივნისს, ლუის სუარესმა “თვითერში” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინის ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში ასეთ საქციელს აღარ ჩაიდენს.
მალევე, ამ განცხადებას ჯორჯო კიელინიც გამოეხმაურა, რომელიც წერს: “ყველაფერი დავივწყე. იმედი მაქვს, დისკვალიფიკაციას შეგიმცირებენ.”
სუარესმა კიელინის ბოდიში მოუხადა
ურუგვაის ნაკრებისა და “ლივერპულის” ფეხბურთელი ლუის სუარესი ჯორჯო კიელინის უბოდიშებს.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, ფიფამ კი ურუგვაელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
“რამდენიმე დღეა, რაც ოჯახთან ერთად ვიმყოფები. მომეცა საშუალება, რომ დავმშვიდებულიყავი და 24 ივნისს მომხდარ ინციდენტზე მესაუბრა.
- ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა.
- მინდა, ბოდიში მოვუხადო ჯორჯო კიელინისა და მთელ საფეხბურთო ოჯახს.
- საზოგადოებას ვპირდები, რომ მომავალში ასეთი ინციდენტი აღარ გამეორდება.”
ფიფამ სუარესს მკაცრი განაჩენი გამოუტანა
ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ლუის სუარესი მკაცრად დასაჯა. ჯორჯო კილეინის კბენისთვის ურუგვაელთა ლიდერს 9-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეასაჯა. ასევე, ფეხბურთთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისგან სუარესი ოთხი თვით მოკვეთეს.
განაჩენის შედეგად სუარესი “ლივერპულს” ოქტომბრამდე ვერ დაეხმარება. ინგლისურ კლუბს მის გარეშე 9 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. მათ შორის გასვლას “მანჩესტერ სიტისთან” და “ევერტონთან” გასამართ მნიშვენლოვან დერბის.
სუარესი მოედანს პირველ ნოერმბერს “ლივერპულისა” და “ნიუკასლის” მატჩში დაუბრუნდება, თუ რა თქმა უნდა ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში დარჩება.
მკაცრი სანქციების გარდა სუარესს ფულადი ჯარიმაც დაეკისრა. ურუგვაელს 100,000 შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, ურუგვაის და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის დროს უსიამოვნო ინტიდენტი შეხვედრის 79-ე წუთზე მოხდა, თუმცა მსაჯს ეს ეს ეპიზოდი გამოეპარა.
სუარესს კიელინის კბენის მცდელობა ერთი წლის წინ ჰქონდა
გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ლუის სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტი გახდა. შეგახსენებთ, რომ მატჩის მსველობისას ურუგვაელმა იტალიელ მცველს მხარზე უკბინა.
სუარესისთვის ასეთი ფაქტი სიახლე არ არის, თუმცა აღმოჩნდა, რომ “ლივერპულის” ფორვარდს კიელინის კბენის მცდელობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კონფედერაციათა თასზე ჰქონდა.
ის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და ძირითად დროში დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ პენალტების სერიაში გამარჯვება იტალაის დარჩა.
მატჩის მსვლელობისას გაბრაზებულმა სუარესმა კიელინის კბენა მარჯვენა მხარზე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ურუგვაელმა “წარუმატებელი მცდელობის გამოსწორება” ერთი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერა.
კიელინი: “გოლი არ უნდა გავუშვათ”
ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ “ბენფიკასთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ “ბიანკონერიმ” საკუთარ კარში გოლი არ უნდა გაუშვას.
შეგახსენებთ, რომ “ბენფიკასა” და “იუვენტუსს” შორის გამართული პირველი შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
“ძალიან მინდა, თამაში მალე დაიწყოს. პირველ შეხვედრაში მეორე გოლი მატჩის ბოლოს გავუშვით, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა გვინდა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მივიღოთ”, – ამბობს კიელინი.
კიელინი: “ბუფონი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა”
ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ჯორჯო კიელინი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი, ჯანლუიჯი ბუფონი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა.
“ჩვენი კაპიტანი, ჯიჯი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია. ძალიან გაგვიმართლა, რომ მისი თანაგუნდელები ვართ. ვფიქრობ, ის ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. ის რომ არა, ამდენი წარმატება არ გვექნებოდა.
რაც შეეხება პირლოს, ანდრეა გასაოცარი მოთამაშეა. მისი გამოცდილება გუნდისათვის ძალიან დიდი პლუსია”, – ამბობს კიელინი.
კიელინი: “კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს”
ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, ჯორჯო კიელინიმ მილანის “ინტერთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ “ბიანკონერიმ” თავისი სიძლიერე კვლავაც დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, სერი A-ში გამართული შეხვედრა “იუვენტუსის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა, კიელინიმ კი მატჩში ერთ-ერთი გოლის გატანა მოახერხა.
“რა თქმა უნდა, დიდი სურვილი და იმედი გვქონდა იმისა, რომ “ინტერი” დაგვემარცხებინა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. ვფიქრობ, ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს”, – ამბობს კიელინი.