27 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში “კიოლნმა” საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ჩაბი ალონსომ კი ბუნდესლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა. ესპანელი ნახევარმცველი მატჩის მიმდინარეობისას ბურთს 206-ჯერ შეეხო, ხოლო 196 ზუსტი პასი გააკეთა.
აქამდე, რეკორდი ტიაგო ალკანტარას ეკუთვნოდა, რომელიც ერთ მატჩში ბურთს 185-ჯერ შეეხო და 159 ზუსტი პასი გააკეთა.