მოურინიო: „რანიერისთან ტიტული წავაგე“

„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლესტერ სიტის“ ინგლისის ჩემპიონობა მიულოცა.

„მინდა, მიცულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც „ლესტერთან“ კავშირშია. რანიერისთან ჩემი ტიტული წავაგე. ძალიან ამაღელევებელია, რომ მისი კარიერის ამ ჯადოსნურ მომენტში ვცხოვრობ“, – ციტირებს მოურინიოს ბრიტანული „მირორი“.

პრემიერლიგის მოგების შემთხვევაში, რანიერი ხუთ მილიონ ფუნტს მიიღებს

„ლესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი, ინგლისის პრემიერლიგის მოგების შემთხვევაში, 5 მილიონი ფუნტით უფრო მდიდარი გახდება, იუწყება ბრიტანული „The Times“-ი.

„მელიებს“ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება უკვე მიმდინარე კვირას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასვლით მატჩში მოგებით შეუძლიათ, თუმცა სათქმელია, რომ ამ შეხვედრაში გუნდს მისი მთავარი დამრტყმელი ძალა თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი ვერ დაეხმარება.

რანიერიმ „ლესტერი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა. იტალიელის კონტრაქტი 2018 წლამდე მოქმედებს.

რანიერი: „მარეზი, ვარდი და კანტე ჩემთვის შვილებივით არიან“

ინგლისის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ერთდროულად „ლესტერის“ სამი ფეხბურთელი ჯეიმი ვარდი, ნ’გოლო კანტე და რიად მარეზი იბრძოლებს, რის შესახებაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.

„მარეზის, ვარდისა და კანტეს საუკეთესო მოთამაშის კანდიდატებს შორის მოხვედრით ვამაყობ. მათ ეს დაიმსახურეს, ყოველ მატჩში ისინი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ჩემთვის ისინი შვილებივით არიან. ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები“, – ციტირებს რანიერის „ESPN FC“.

იტალიაში წლის საუკეთესო იტალიელი სპეციალისტი დაასახელეს

“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი 2016 წლის ენცო ბერცოტის ტიტული მოიპოვა, რომელიც წლის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელებს გადაეცემათ.

აღნიშნული ტიტული 2011 წელს შეიქმნა. საკუთარი არჩევანის დაფიქსირების უფლება ცნობილ იტალიურ გაზეთებს აქვთ, რომელიც თავიანთ ერთ ფავორიტს ასახელებენ.

რაც შეეხება ტიტულის სახელს, ამ ტიტულს სახელი 1982 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი მწვრთნელის, ენცო ბერცოტის საპატივცემულად დაარქვეს.

აქამდე ეს ტიტული მოპოვებული აქვთ: “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის, “რეალის” ყოფილ თავკაცს, კარლო ანჩელოტისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ბოსს, ჩეზარე პრანდელის.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ტიტული სპეციალურად ჩეზარე მალდინისაც უსახსოვრეს, რომელიც ახლახან, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რანიერი: “კანტეს კლუბიდან წასვლის უფლებას ვაძლევთ”

“ლესტერ სიტის” ბოსმა, კლაუდიო რანიერიმ აღიარა, რომ კლუბის ერთ-ერთი ლიდერის, ნ’გოლო კანტეს ტრანსფერის თაობაზე შემოსულ წინადადებებს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ახლახან მისი დებიუტი შედგა საფრანგეთის ნაკრებშიც, სადაც მან გოლის გატანაც მოახერხა.

“კანტე ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა მისი გადაბირებით რამოდენიმე დიდი კლუბი ინტერესდება და დიდ თანხასაც გვთავაზობენ. შესაძლოა დავფიქრდეთ კიდეც.

თუ ის თავს ბედნიერად არ გრძნობს და წასვლა უნდა, ჩვენ მას გავუშვებთ. ნაღვლიანი ხალხი აქ არ მჭირდება. მინდა, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ, ისიც ბედნიერია, მუდამ იღიმის.

ეს ყველაფერი უბრალო სპეკულაციებია. ჩვენთვის ახლა მთავარი მოედანზე და მომდევნო 7 მატჩზე კონცენტრირებაა. ამის შემდეგ, კი შემდეგი სეზონი გველის.” – განაცხადა რანიერიმ, რომლის გუნდიც ჩემპიონობისთვის იბრძვის.

შვარცერი: “კანტეს, მარეზისა და ვარდის მომავალი კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”

“ლესტერ სიტის” კარის დარაჯი, მარკ შვარცერი თვლის, რომ ჯეიმი ვარდის, რიად მარეზისა და კანტეს მომავალი კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – თუ იტალიელი სპეციალისტი დარჩება, მაშინ “ლესტერს” მათი შენარჩუნების უფრო დიდი შანსი ექნება.

“ფეხბურთელებს რანიერი ძალიან მოსწონთ და მართლაც რომ აღიარებენ მის ეშხს, სიბრძნესა და წვლილს “ლესტერის” წარმატებაში.

კლუბისთვის რანიერის შენარჩუნება ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხია. სწორედ მისი საშუალებით ავიდა “ლესტერი” ამ სიმაღლეზე.

ისეთი ფეხბურთელების მიმართ, როგორებიც არიან კანტე, ვარდი და მარეზი ინტერესს ბევრი გამოიჩენს. თუმცა მათი მომავალი კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.” – განაცხადა 43 წლის მეკარემ.

კლაუდიო რანიერიმ გადაწყვეტილება მიიღო

“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის სხვა ევროპულ კლუბებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ სიამოვნებით დარჩებოდა ინგლისში კარიერის ბოლომდე.

“ლესტერში” თავს მშვენივრად ვგრძნობ და კლუბის დატოვებაზე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ “ლესტერი” ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ბოლო კლუბი იქნება.

იმედი მაქვს, რომ “ლესტერის” ხელმძღვანელები გრძელვადიან კონტრაქტს შემომთავაზებენ. 6 ან თუნდაც 7-წლიანს. მინდა, რომ კარიერა სწორედ აქ დავასრულო.

სხვა კლუბებში გადასვლის შანსები ყოველთვის მქონდა. მე იღბლიანი ვარ და პირველ რიგში ვაყენებ იმას, რაც გულით მინდა. 30 წელია ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ერთგულებით კმაყოფილი ვარ.” – განაცხადა რანიერიმ, რომლის გუნდიც ძალიან ახლოსაა ინგლისის ჩემპიონობასთან.

კლაუდიო რანიერი ფანებისა და ფეხბურთელების მოტივირებას ცდილობს (ვიდეო)

14 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლესტერმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და მეტოქე ოკაზაკის გოლის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბოლო წუთებში, კლაუდიო რანიერი ფანებს გააქტიურებისაკენ მოუწოდა, რაც გამოუვიდა კიდეც.

რანიერის გადასაბირებლად მხოლოდ 1 მილიონია საჭირო

ცნობილი ინგლისური გამოცემა, The Sun საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თაანხმადაც “ლესტერ სიტის” თავკაცის, კლაუდიო რანიერის გამოსასყიდად მხოლოდ 1 მილიონი ფუნტია საჭირო.

როგორც იცით, იტალიელი პრემიერ ლიგაში სენსაციურად დაბრუნდა, რამეთუ მისი კლუბი, რომელიც გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა ამჟამად პირველ პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონობის საუკეთესო შანსი აქვს.

გამომდინარე აქიდან ბუნებრივია, რომ მისდამი ინტერესი არსებობს. რანიერის ნაკრების ჩაბარებასაც უწინასწარმეტყველებენ. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი, ანტონიო კონტე უახლოეს მომავალში პოსტის დატოვებას აპირებს.

ვარდი: “რანიერი ყოველთვის ერთმანეთისთვის ბრძოლისკენ მოგვიწოდებს”

“ლესტერ სიტის” თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას მოითხოვს მისგან და მისი თანაკლუბელებისგან გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი.

“ჩვენ ერთმანეთისთვის ვიბრძვით და თამაში კარგად გამოგვდის, რითაც რანიერი უზომოდ ბედნიერია. მან გუნდი ჩაიბარა და ახლა სატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ. იგი ყოველთვის მოგვიწოდებს, რომ ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის.

მწვრთნელი გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, გავიმარჯვებთ, დავმარცხდებით თუ ფრედ ვითამაშებთ. მისთვის მთავარი ჩვენი სულისკვეთებაა.

ჩვენგან ასეთ წარმატებას არავინ ელოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენ მხოლოდ პრემიერლიგაში დარჩენისთვის ვიბრძოლებდით. ამას წერდა ყველა გაზეთი. ჩვენ უბრალოდ სიამოვნებას ვიღებთ ფეხბურთისგან და ვაკეთებთ იმას, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით”, – ვარდის კომენტარი “ლესტერის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ვერატი:”იმედი მაქვს პრემიერ ლიგას “ლესტერი” მოიგებს”

“პარის სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ აღიარა, რომ პრემიერ ლიგას თვალს ადევნებს და ისიც აღნიშნა, რომ წლევანდელ სეზონში “ლესტერს” გულშემატკივრობს.

“პრემიერ ლიგა მართლაც რომ გასაოცარი ჩემპიონატია, ამიტომაც თვალს ახლოდან ვადევნებ. ეს სეზონი კი ძალზედ უცნაურია, ვერცერთი კლუბი ვერ ახერხებს წინ გაჭრას.

“ლესტერმა” ნამდვილად გამაოცა, დიდებულ ზღაპარს გავს – ამასთანავე მათ იტალიელი მწვრთნელი წვრთნის. ეს არის გუნდი, სადაც ყველა ერთმანეტს ეხმარება, მათ საკმაოდ კარგი, მებრძოლი სული გააჩნიათ.

იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრისთვის ისინი შესაბამის საჩუქარს მიიღებენ. მე მათი ფანი ვარ და ვიმედოვნებ, რომ რანიერი ამ ტიტულს მოიგებს.” – განაცხადა 23 წლის ვერატიმ.

რანიერიმ რიად მარეზის ტრავმაზე ისაუბრა

როგორც იცით, მარეზს, რომელმაც 56-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა და გუნდი 5 ქულით დააშორა უახლოეს მდევრებს, მოედნის დატოვება მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მოუწია. მიზეზად მუხლის ქვედა მყესის დაზიანება დაასახელეს.

თუმცა, “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი აცხადებს, რომ საქმე ტრავმასთან არ გვაქვს და ის უბრალოდ დასვენების მიზნით შეცვალა.

“საქმე ტრავმასთან ნამდვილად არ გვაქვს, მან მხოლოდ მცირე ტკივილი იგრძნო. უბრალოდ მისი დასვენება გადავწყვიტე. მე ის ბოლო წუთებამდე არ შევცვალე, რათა ნახევარდაცვა უფრო ძლიერი ყოფილიყო.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი “ლესტერი” მომდევნო მატჩს შინ, “ნიუკასლ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართავს 14-ში.