გასული სეზონის ფინალისტები შობის დღეს ითამაშებენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2014/15 წლების სეზონის ფინალისტები „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ და „კლივლენდ კავალიერსი“ მოახლოებულ სეზონში პირველად ერთმანეთს შობის დღეს შეხვდებიან, რის შესახებაც ESPN ლიგის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ტრადიციული საშობაო დღის მატჩებს შორის ეს შეხვედრა ცენტრალური იქნება. აქამდე გავრცელებული ცნობით, იმავე დღეს „მიამისა“ და „ნიუ-ორლეანის“ შეხვედრაც იგეგმება.

ახალი სეზონის ოფიციალური განრიგი შემდეგ კვირას გამოქვეყნდება, მანამდე კი ლიგას მისი შეცვლის უფლება აქვს.

ლებრონი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდა

ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და „კლივლენდ კავალიერსის„ ხელმძღვანელობა ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ.

კალათბურთელი კლუბში კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს, რომელშიც 23 მილიონ დოალრს მიიღებს. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში მისი ავტომატურად ერთი წლის გახანგრძლივების პუნქტიცაა, რომლის მიხედვით, ლებრონ 24 მილიონს მიიღებს. ამის შესახებ ESPN-ის ჟურნალისტი ბრაიან უინდხორსტი წერს.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმსი „კლივლენდში“ გასულ ზაფხულს დაბრუნდა და განვლილ სეზონში გუნდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში გაიყვანა. რეგულარულ სეზონში მისმა საშუალო მაჩვენებელმა 25,3 ქულა, 7,4 გადაცემა და 6 მოხსნა შეადგინა.

ლებრონ ჯეიმსი: „წაგებას ჯერ კიდევ განვიცდი“

 „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ჟურნალსიტებს თავისი ამჟამინდელი ემოციური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„წაგება მძიმეა, ამიტომაც ჯერ კიდევ გულდაწყვეტილი ვარ. თუმცა, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ვმუშაობ. გუნდისთვის, რომელიც ახლახანს აიშენა, პირველივე სეზონში ფინალში გასვლა ჩინებული შედეგია. ვერ ვიტყვი, რომ ამ შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თანაგუნდელებით ვამაყობ. მიხარია, რომ ისინი ჩემთან მუშაობდნენ და პროგრესირებდნენ“, – ციტირებს ჯეიმსს „Bleacher Report“-ი

ლებრონმა განვლილი სეზონი შეაჯამა

ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი სეზონი შეაჯამა.

„იმედია, დაბრუნების შემდეგ პირველ სეზონში გულშემატკივრები ჩემი თამაშით კმაყოფილნი დარჩნენ. იმედია, აქ უახლოეს მომავალშიც ვითამაშებ. გულშემატკივრებსა და ქალაქის მცხოვრებლებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი.
არ დავკმაყოფილდი და ბედნიერი არ ვარ იმით, თუ როგორ მორჩა ეს ყველაფერი. იმედია, გუნდთან ერთად ტიტულისთვის ბრძოლას კიდევ შევძლებ. ეს ჩემი მიზანია“, – ციტირებს ჯეიმსს „The Score“.

ჯექსონმა ლებრონი შეაქო

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის განვლილი სეზონის პლეიოფი შეაფასა.

„პლეიოფთან დაკავშირებით ბევრი აზრი გავიგე. ზოგს ის მოეწონა, რადგან აქ ბევრი ბრძოლა იყო. სხვებს განსხვავებული აზრი აქვთ. ვთვლი, რომ „კლივლენდმა“ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. ფინალი ლებრონ ჯეიმსის ძლიერი ხასიათის დამადასტურებელია, ის გუნდისთვის წარმატების მოტანას მაქსიმალურად ცდილობდა.
„გოლდენ სტეიტი“ თავიდან დაბნეული ჩანდა, თუმცა შემდგომ გუნდი ახალ პირობებს შეეჩვია“ – ციტირებს ჯექსონს „ნიუ-იორკ თაიმსი“.

მო უილიამსს „კლივლენდში“ დაბრუნება სურს

გამთამაშებელი მო უილიამსი, რომელიც პირველ ივლისს სრულყოფილი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, „კლივლენდთან“ მრავალწლიანი კოტნრაქტითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ცნობას „Cleveland Plain Dealer“-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, კალათბურთელისთვის დამატებითი ვარიანტი „შარლოტ ბობკეტსში“ გადასვლაა.

32 წლის უილიამსი „კავალიერსში“ 2008 წლიდან 2011 წლამდე თამაშობდა. განვლილი სეზონი მან „მინესოტაში“ დაიწყო და „ჰორნეტსში“ გააგრძელა. 29 წუთში მისმა საშუალო მონაგარმა 14,2 ქულა და 6,2 გადაცემა შეადგინა.

ჯეი არ სმიტს „კლივლენდში“ დარჩენა არ სურს

„კლივლენდ კავალიერსის“ შემტევმა უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა, შესაძლოა, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუაროს, რის შესახებაც თავისი „ტვიტერის“ გვერდზე ESPN-ის მიმომხილველმა კრის ბრუსარდმა დაწერა.

დარჩენის შემთხვევაში, სმიტის ხელფასი უახლოეს სეზონში 6,4 მილიონ დოლარს შეადგენს.

29 წლის სმიტი იმან შამპერტთან ერთად „კავალიერსში“ სეზონის მიმდიანრეობისას „ნიუ-იორკ ნიქსდაინ“ გადავიდა. პლეიოფში მისმა საშალო მონაგარმა 12,8 ქულა და 4,7 მოხსნა შეადგინა.

„გოლდენ სტეიტი“ მეხუთე გუნდია, რომელმაც NBA ოთხჯერ მოიგო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ანგარიშით 105:97 მოგებითა და სეზონში გამარჯვებით „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ მეხუთე გუნდია, რომელმაც ისტორიაში პლანეტის უძლიერესო საკალათბურთო ლიგა ოთხჯერ მოიგო.

აქამდე ისტორიაში NBA ოთხჯერ „ბოსტონ სელტიკსს“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“, „ჩკაგო ბულზსა“ და „სან-ანტონიო სპურსს“ აქვთ მოგებული. სათქმელია, რომ კალიფორნიელთათვის 1975 წლის შემდეგ ეს პირველი საჩემპიონო ტიტულია.

ლებრონ ჯეიმსმა ისტორიაში უნიკალურ შედეგს მიაღწია

„გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ლებრინ ჯეიმსის მონაგარმა 32 ქულა, 18 მოხსნა და 9 პასი შეადგინა.

ამით სერიაში მისმა საშუალო მაჩვენებელმა 35,8 ქულა, 13,3 მოხსნა და 8,8 გადაცემა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ფინალური სერიების ისტორიაში „35+10+5“ სისტემის საშუალო მაჩვენებელი აქამდე არავის ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ სერიის მეექვსე მატჩი „უორუორსის“ სასარგებლოდ, ანგარიშით 105:97 დასრულდა.

ESPN-ის 28 ჟურნალისტიდან „გოლდენ სტეიტის“ ჩემპიონობა მხოლოდ ერთმა ივარაუდა

ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის განვლილი სეზონის დაწყების წინ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ჩემპიონობა ტელეარხ ESPN-ის 28 ჟურნალისტს შორის მხოლოდ ერთმა ივარაუდა. ამის შესახებ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე ბაკსტერ ჰოლმსმა დაწერა და თავის პოსტს სურათიც დაურთო. ჟურნალისტი, რომელმაც მომავალი გამარჯვებული გამოიცნო იტან შერვუდ-სტრაუსია.

შეგახსენებთ, რომ სერიის მეექვსეშეხვედრა „უორიორსმა“ 105:97 მოიგო, შესაბამისად, სერიაში ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

untitled

ლებრონის წარმოუდგენელი სამქულიანი ფინალურ სერიაში (ვიდეო)

„გოლდენს ტეიტ უორიროსთან“ ფინალური სერიის მეექვსე მატჩში, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა, ლებრონ ჯეიმსმა შონ ლივინგსტონის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, კუთხიდან ჩინებული სამქულიანი ჩააგდო.

„გოლდენ სტეიტი“ NBA-ს გამარჯვებულია!

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მექვსე მატჩში „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ „კლივლენდ კავალიერსი“ გასვლაზე ანგარიშით 105:97 დაამარცხა და NBA-ს 2014/15 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა. აქამდე სერიაში ანგარიში „უორიორსის“ სასარგებლოდ, 3:2 იყო, შესაბამისად, გუნდს სერიის მოსაგებად ერთ მატჩში გამარჯვება აკლდა.

პირველივე მეოთხედში სტუმრებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიშით 28:15 მოიგეს. მეორე მეოთხედში ლებრონმა და კომპანიამ სიტუაციის გამოსწორება შეძლეს და დიდი შესვენების წინ სხვაობა ორამდე შეამცირეს. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „უორიორსმა“ ათი ქულით მოიგო და ბოლო 12 წუთის წინ მეტოქეს 12 ქულით ამარცხებდა. ბოლო მეოთხედში „კლივლენდმა“ სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლა ვერ შეძლო და სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულით შეამცირა.

ტრიუმფატორთა რიგებში 25 ქულით, 9 პასით, 6 მოხსნითა და 3 ჩაჭრით საუკეთესო სტეფ კარი იყო, „კლივლენდის“ მხრიდან კი 32 ქულით, 18 მოხსნითა და 9 გადაცემით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.

„კლივლენდი“ – „გოლდენ სტეიტი“ 97:105 (15:28, 28:17, 18:28, 36:32)

„კლივლენდი“: ჯეიმსი (32 ქ. 18 მ. 9 პ. 6 დ.), სმიტი (19 ქ. 5 მ.), მოზგოვი (17 ქ. 12 მ. 4 ბ.), ტომპსონი (15 ქ. 13 მ.)

„გოლდენ სტეიტი“: კარი (25 ქ. 9. პ. 6 მ. 3 ჩ.), იგუოდალა (25 ქ. 5 მ. 5 პ.), გრინი (16 ქ. 11 მ. 10 პ. 3 ჩ.), ეზელი (10 ქ.), ლივინგსტონი (10 ქ.)

ანგარიში სერიაში: 2-4