ლებრონ ჯეიმსი: „მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი ვარ“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „გოლდენ სტეიტთან“ ფინალური სერიის მეექვსე მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერი მარტივია. „კლივლენდის“ გამარჯვებაში დარწმუენბული ვარ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ვარ.

ჩვენ სახლში ვბრუნდებით და საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. თუ „კავალიერსი“ ამ მატჩს თავის დონეზე ჩაატარებს, მაშინ  მეშვიდე შეხვედრა გაიმართება“, – ციტირებს ლებრონს ESPN-ი.

ცნობისთვის, ამჟამად „უორიორსი“ სერიას ანგარიშით 3:2 იგებს. განვლილ ხუთ შეხვედრაში ჯეიმსის საშუალო მონაგარმა 36,6 ქულა, 12,4 მოხსნა და 8,8 გადაცემა შეადგინა.

„გოლდენ სტეიტს“ NBA-ს მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი შედგა.

სერიის წინა ოთხი მატჩის შედეგად, ანგარიში თანაბარი – 2:2 იყო, შესაბამისად, ამ შეხვედრის მოგება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. მეოთხე მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ „კლივლენდს“ 3-მატჩიანი მოგებათა სერიის საშუალება არ მისცა, ამ შეხვედრაში კი „უორიორსი“ საკუთარ მეოდანზე ზედიზედ მე-2 მარცს გადაურჩა.

პირველი მეოთხედი ჯამში თანაბარი გამოდგა და ანგარიშით 22:22 დასრულდა. იგივეს თქმა მეორე მეოთხედზეც შეიძლება, რომელშიც მასპინძლები მხოლოდ ერთი ქულით დაწინაურნდნენ – დიდი შესვენების წინ „უორიორსი“ ანგარიშით“ 51:50 იგებდა.

მესამე მეოთხედში „უორიორსმა“ მეტოქეს ხუთი ქულით აჯობა, ხოლო თორმეტ წუთში კი ლებრონმა და კომპანიამ ვერაფერი შეძლეს. საბოლოოდ, „გოლდენ სტეიტმა“ 13 ქულით გაიმარჯვა და ახლა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

„უორიორსის“ მხრიდან საუკეთესო 37 ქულითა და 7 მოხსნის სტეფ კარი იყო, „კლივლენდის“ რიგებიდან კი 40 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.

„გოლდენ სტეიტი“ – „კლივლენდი“ – 104:91 (22:22, 29:28, 22:17, 31:24)

„გოლდენ სტეიტი“: კარი (37 ქ. 7 მ. 5 დ.), გრინი (16 ქ. 9 მ. 5 პ.), იგუოდალა (14 ქ. 8 მ. 7 პ. 3 ჩ.), ბარბოზა (13 ქ.), ტომპსონი (12 ქ.), ბარნსი (8 ქ. 10 მ.)

„კლივლენდი“: ჯეიმსი (40 ქ. 14 მ. 11 პ.), ტომპსონი (19 ქ. 10 მ.), სმიტი (14 ქ. 7 მ.), შამპერტი (10 ქ. 5 მ.)

ანგარიში სერიაში: 3-2

კარის ჩინებული დრიბლინგი და ჩაგდება (ვიდეო)

„კლივლენდთან“ ფინალური სერიის მეოთხე მატჩში „უორიორსის“ ლიდერმა სტეფ კარიმ ჩინებული დრიბლინგი შეასრულა, როდესაც იმან შამპერტი და მეთიუ დელავედოვა მოატყუა, რის შედეგაც ტიმოფეი მოზგოვსაც აჯობა და ბურთი მეტოქის ფარში ჩააგდო.

მსაჯი კალათბურთელს: „მოკეტე!“ (ვიდეო)

„კლივლენდ კავალიერსსა„ და გოლდენ სტეიტ უორირსს“ შორის ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის ფიანლური სერიის მეოთხე მატჩში მსაჯი ჯო კროუფორდმა ტიმოფეი მოზგოვის მოსმენა არ ისურვა და შმედეგი რამ უთხრა: „Shit Up!“ („მოკეტე!“)

შეფახსენებთ, რომ შეხვედრა სტივ კერის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ამჟამად სერიაში ანგარიში თანაბარია (2:2). სერიის მეხუთე შეხვედრა 15 ივნისს გაიმართება.

.

ბარაკ ობამა NBA-ს ფინალში ნეიტრტალიტეტს ინარჩუნებს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც კალათბურთის მოყვარულია, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში არც „კლივლენდ კავალიერსს“ და არც „გოლდენ სტეიტ უორირსს“ უგულშემატკვრებს. როგორც ობამა აცხადებს, ორივე გუნდი ჩინებულ თამაშს აჩვენებს.

„კლივლენდის“ რიგებიდან ობამამ ლებრონ ჯეიმსი აღნიშნა, რომლის თამაში „ბრწყინვალედ“ მოიხსენია. ამავდროულად აშშ-ს ლიდერმა „გოლდენ სტეიტის“ ლდიერის სტეფ კარის ფორმაში დაბრუნების იმედიც გამოთქვა.

ცნობისთვის, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ სერიაში ანგარიში ამჟამად 2:2-ა. სერიის მეხუთე შეხვედრა 15 ივნისს, ოკლენდში შედგება.

შამპერტი სამედიცინო შემოწმებას ელის

„გოლდენ სტიეტ უორიორსთან“ ფინალური სერიის მესამე მატჩში „კლივლენდ კავალიერსის“ შემტევმა უკანახაზელმა იმან შემპარტმა დრეიმონდ გრინთან შეჯახების შემდეგ მხარი დაიზიანა. უახლოეს დროში კალათბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც მისი ტრავმის სირთულეს გამოავლენს.

„ვფიქრობ, ეს ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. თავს კარგად უნდა ვგრძნობდე“, – ციტირებს კალათბურთელს „სპორტანდო“.
ცნობისთვის, 12 დეკემბერს იმავე მხრის დაზიანების გამო კალათბურთელის 23 იანვრამდე არ უთამაშია.

უეიდი: „ფინალურ სერიაში მოგების გარანტია არ არსებობს“

„მაიამი ჰიტის“ უკანახაზელმა დუეინ უეიდმა „კლივლენდ კავალიერსსა“ და „გოლდენ სტიეტ უორიორსს“ შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მესამე მატჩი შეაფასა, რომელიც „კავსმა“ ანგარიშით 96:91 მოიგო და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

„ფინალურ სერიაში განუმეორებელი მატჩებია. სერიის მოგების გარანტიას არც ერთი მატჩი არ იძლევა“, – დაწერა უეიდმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, სერიის მეოთხე მატჩი 12 ივნისს, თბილისის დროით, დილის ოთხ საათზე დაიწყება.

განუმეორებელი ლებრონის თამაში ფინალური სერიის მესამე მატჩში (ვიდეო)

გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა, რომელიც „კლივლენდ კავალიერსმა“ „გოლდენ სტეიტ უორუიორსს“ ანგარიშით 96:91 მოუგო და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებულთა 96 ქულითან 78 ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო. წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ამ მატჩში ლებრონის მონაწილეობის საუკეთესო ეპიზოდებია ასახული.

ჯეი არ სმიტმა მეტოქეს ლებრონთან თამაშში წარმატება უსურვა

„კლივლენდი კავალიერსის“ უკანახაზელი ჯეი არ სმიტი იმედოვნებს, რომ ფინალურ სერიაში „გოლდენს სტეიტ უორიორსის“ მოთამაშეები მისი გუნდის ლიდერს ლებრონ ჯეიმსს ორმაგ ყურადღებას მიაქცევენ.

„უორიორსს“ ლებრონ ჯეიმსის გაჩერება მოუწევს. ამაში მეტოქეს წარმატებას ვუსურვებ. თუ ლებრონის შესაჩერებლად ისინი ორმაგ ძალებს დახარჯავენ, მე თამაში ძალიან გამიადვილდება“, – განაცხადა ჯეი არ სმიტმა.

„კლივლენდმა“ ლებრონის 31 ქულით ფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო

გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი შედგა, რომელშიც „კლივლენდ კავალიერსმა“ „ატლანტა ჰოუქსს“ 8 ქულით – 97:89 აჯობა.

საუკეთესო „კლივლენდის“ რიგებში 31 ქულით, 8 მოხსნითა და 6 ასისტით ლებრონ ჯეიმსი აღმოჩნდა, „ატლანტას“ შემადგენლობიდან კი 27 ქულითა და 4 გადაცემით ტიგი გამოირჩა.

„ატლანტა ჰოუქსი“ – „კლივლენდ კავალიერსი“ – 89:97 (26:20, 25:31, 16:23, 22:23)

„ატლანტა ჰოუქსი“: ტიგი (27 ქ. 4 პ.), ჰორფორდი (16 ქ. 7 მ.), მილსეპი (13 ქ. 7 მ. 3 პ.), ბეიზმორი (10 ქ.), კორვერი (9 ქ. 7 მ. 3 პ.)

„კლივლენდ კავალიერსი“: ჯეიმსი (31 ქ. 8 მ. 6 პ.), სმიტი (28 ქ. 8 მ. 3 პ.), ტომპსონი (14 ქ. 10 მ. 2 ბ.), ირვინგი (10 ქ. 6 პ.), მოზგოვი (10 ქ. 11 მ.)

ლებრონი: „პოლ პირსის წყალობით, მივხდი, რომ უკეთესი უნდა გავმხდარიყავი“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისთვის პოლ პირსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მთელი კარიერის განმავლობაში ის ჩემი მეტოქე იყო. ჩვენ შორის ბევრი დაპირისპირება არსებობდა. როდესაც მის წინააღმდეგ თამაშობ, ბოლომდე უნდა იბრძოდე. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

ნათელია, რომ ჩემს ბიოგრაფიაში მას ცალკე ნაწილი მიეძღვნება. მისი წყალობით, ბევრ წინააღმდეგობას გავუმკლავდი. მესმოდა, რომ უკეთესი უნდა გავმხდარიყავი.

ის ამ ლიგას ძალიან სჭირდება. შესაძლოა, პირსი დიდების დარბაზში პირველივე ხმის მიცემის შემდეგ შეიყვანონ. პოლი დიდებული მოთამაშეა“, – ციტირებს ჯეიმსს „ The Cleveland Plain Dealer“-ი.

ლებრონ ჯეიმსი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს

„ჩიკაგო ბულზთან“ პლეიოფის რაუნდის მეორე ეტაპის სერიის ანგარიშით 4:2 მოგების შემდეგ „კლივლენდ კავალიერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც „ატლანტა“ – „ვაშინგტონის“ გამარჯვებულს შეხვდება.

თუ ოჰაიოს შტატის გუნდისთვის 2009 წლის შემდეგ ეს პირველი წარმატებაა, იგივეს მის ლდიერზე ვერ ვიტყვით – ლებრონ ჯეიმსი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. თანაც, ბოლო შვიდ წელიწადში მისთვის ეს მეექვსე კონფერენციის ფინალი იქნება.

წინა ოთხ სეზონში ლებრონმა წარმატებას „მაიამი ჰიტთან“ ერთად მიაღწია. 2012 და 2013 წლებში კი ლებრონი „მაიამისთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული გახდა.