ლებრონმა „კლივლენდს“ „ჩიკაგოსთან“ მეოთხე მატჩი მოაგებინა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეორე რაუნდის სერიის მეოთხე მატჩში „კლივლენდ კავალიერსმა“ „ჩიკაგო ბულზი“ გასვლაზე ორი ქულით დაამარცხა.

სტუმრებმა პირველ ნახევარში მასპინძლებს აჯობეს და დიდი შესვენების წინ ანგარიიშთ 49:45 იგებდნენ. მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 11 ქულით იმარჯვეს, თუმცა გადამწყვეტ თორმეტ წუთში „კლივლენდმა“ 9 ქულით იმარჯვა, რისი დახმარებთაც სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

„ჩიკაგო ბულზი“ – „კლივლენდ კავალიერსი“ – 84:86 (28:26, 17:23, 23:12, 16:25)

„ჩიკაგო“: როუზი (31 ქ. 4 პ.), ბატლერი (19 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ნოა (8 ქ. 15 მ.), სნელი (7 ქ.), გიბსონი (6 ქ. 8 მ.), დანლივი (4 ქ.), ჰაინრიხი (4 ქ.), მიროტიჩი (3 ქ. 3 ბ.), ბრუკსი (2 ქ.)

„კლივლენდი“: ჯეიმსი (25 ქ. 14 მ. 8 პ. 2 ბ.), მოზგოვი (15 ქ. 9 მ. 3 ბ. 3 პ.), სმიტი (13 ქ.), ტომპსონი (12 ქ. 7 მ.), რვინგი (12 ქ.), შამპერტი (5 ქ.), დელავედოვა (2 ქ. 3 პ.), პერკინსი (2 ქ.)

ლებრონ ჯეიმსი: „ჩვეულებრივზე უფრო აგრესიულად უნდა მეთამაშა“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ჩიკაგო ბულზთან“ სერიის მეორე მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 106:91 მოიგო.

„სერიაში ვმარცხდებოდით და რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, ამიტომაც ჩვეულებრივზე უფრო აგრესიულად უნდა მეთამაშა. მიხარია, რომ რამდენიმე სროლა ჩავაგდე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე“, – განაცხადა ლებრონმა.

ცნობისთვის, სერიის შემდეგი შეხვედრა ჩიკაგოში 9 მაისს გაიმართება.

 

შამპერტმა „კლივლენდს“ სიმღერა მიუძღვნა

„კლივლენდ კავალიერსის“ უკანახაზელმა იმან შამპერტმა თავის გუნდს რეპ-კომპოზიცია მიუძღვნა, რომელშიც თავისი ყველა თანაგუნდელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი ახსენა.

აღსანიშნავია, რომ ეს შამპერტის პირველი სიმღერა არ არის. რამდენიმე წლის წინ მსგავსი სიღერა მან „ნიუ-იორკ ნიქსისთვისაც“ დაწერა.

ლებრონის სეზონის პირველი ტრიპლ-დაბლი (ვიდეო)

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 38-ე ტრიპლ-დაბლი შეასრულა, თუმცა მიმდიანრე სეზონში მისთვის ის პირველი გამოდგა. „ჩიკაგოსთან“ შეხვედრაში ლებრონმა 20 ქულა, 12 ასისტი და 10 მოხსნა მიითვალა. ბოლოს ტრიპლ-დაბლი ჯეიმსმა 2014 წლის 28 მარტს შეასრულა, როდესაც ჯერ კიდევ „მაიამიში“ თამაშობდა.

ცნობისთვის, „კლივლენდმა“ ანგარიშით 99:94 იმარჯვა.

ირვინგმა „სან-ანტონიოსთან“ 57 ქულა დააგროვა და პირადი რეკორდი დაამყარა

„სან-ანტონიო სპურსთან“ ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა კაირი ირვინგმა არნახულ შედეგს მიაღწია – მისმა მონაგარმა 57 ქულა შეადგინა. თამაშიდან 32 ნასროლიდან მან 20 ჩააგდო, აქედან მან შვიდივე სამქულიანი გამოიყენა. ამით კაირიმ ერთ მატჩში შედეგიანობის პირადი რეკორდიც გააუმჯობესა.

ლებრონმა სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა

გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში „კლივლენდ კავალიერსმა“ მორიგი მატჩი ჩაატარა – ოჰაიოს შტატის გუნდის მეტოქე „ტორონტო რეპტორსი“ იყო. ხსენებულ შეხვედრაში „კავსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა 29 ქულა, 6 მოხსნა და 14 ასისტი მიითვალა. ასისტების მაჩვენებლით ლებრონმა მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ 29 ქულითან 15 მან თამაშის ბოლო ექვს წუთში დააგროვა.

ჯეიმს ჰარდენმა ლებრონ ჯეიმსს ფეხით უხერხულ ადგილას ჩაარტყა (ვიდეო)

„კლივლენდ კავალეირსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის“ მატჩი უსიამოვნო ეპიზოდით გამოირცა – წაქცეულმა ჯეიმს ჰარდენმა ლებრონ ჯეიმსს ფეხით უხერხულ ადგილას ჩაარტყა. წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„ეს მომენტი კალაშთბურთთან არანაირ კავშირშია. მგონია, რომ ლიგაში ამ ეპიზოდს ყურადღება უნდა მიეცეს. არ ვიცი, რატომ მოიქცა ის ასე.

აქამდე ჰარდენთან კონფლიქტი არასდროს მქონია. ეს მომენტი უბრალოდ გაჩნდა“, – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

ლებრონმა სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა (ვიდეო)

„გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ მატჩში „კლივლენდ კავალიერსის“ ლდიერმა ლებრონ ჯეიმსმა 42 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ლებრონისთვის ეს მაჩვენებელი მიმდინარე სეზონში საუკეთესოა.

პრინსმა მთელი მოედანი გაირბინა და ლამაზი დანკი მიითვალა (ვიდეო)

„პისტონსის“ ფორვარდმა ტაიშოუნ პრინსი „კავალიერსთან“ შეხვედრაში ჩინებული მომენტით გამოირჩა – კალათბურთელმა მთელი მოედანი გაირბინა და ბოლოს ლამაზი დანკი შეასრულა.

ლებრონი: „მაიკლ ჯორდანის დონე მიუღწეველი მეგონა“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ბავშვობა გაიხსენა და ყურადღება მაიკლ ჯორდანზე გაამახვილა.

„როდესაც ჩემი სათამაშო სტილის ჩამოყალიბება დავიწყე, ვიცოდი, რომ დიდი ბომბარდირი გავხდებოდი. მაიკლ ჯორდანით აღფრთოვანებული ვიყავი, თუმცა არასდროს მეგონა, რომ მის დონემდე მივიდოდი. ჯორდანი არარეალური მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, სკოტი პიპენის, ანფერნი ჰარდუეისა და ალენ აივერსონის დონის კალათბურთს ჩვენებას მოვახერხებდი“, – ციტირებს ჯეიმსს ESPN-ი.

ლებრონ ჯეიმსი: „კლივლენდში“ ყველაფერს თავიდან უკვე მესამედ ვიწყებ“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი თვლის, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მისი კარიერის დაყოფა სამ ნაწილად შეიძლება.

„კლივლენდში“ ყველაფერს ნულიდან მესამედ ვიწყებ. პირველად ეს ლიგაში სადებიუტო სეზონის შემდეგ მოხდა, ხოლო შემდეგ „მაიამი ჰიტში“ პირველი წელი მქონდა. მიმდინარე სეზონში ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყე. საჭიროა ძლიერი მოთამაშეების მოყვანა, რომლებსაც კარგი გუნდის ჩამოყალიბება შეუძლიათ. ამას მესამედ ვაკეთებ“, – ციტირებს ლებრონს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ ლებრონი „კლივლენდში“ 2014 წლის ზაფხულში დაბრუნდა.

კევინ ლავმა „კლივლენდის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მოგებულ მატჩში „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა კევინ ლავმა 32 ქულა დააგროვა. ოჰაიოს შთატის გუნდში გადასვლის შემდეგ ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელია.

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ხსენებულ შეხვედრაში მისი თამაშია ასახული.