“ვოლფსბურგის” ცენტრალური მცველი ტიმ კლოზე ამიერიდან “ნორვიჩის” ღირსებას დაიცავს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“პრემიერ ლიგაში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, “ნორვიჩმა” კი ოცნების ასრულების შანსი მომცა. როცა აქ მოვედი, ბაზა და სტადიონი ვნახე – ყველაფერი მართლაც შესანიშნავია”, – ციტირებს კლოზეს სიტყვებს “ნორვიჩის” ოფიციალური ვებ-გვერდი.