კაპჩაკი: „ბრაიანტის გამოჯანმრთელებას ველით“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ გენერალური მენეჯერი მიტჩ კაპჩაკი იმედოვნებს, რომ კობი ბრაიანტი გუნდის სამწვრთნელო ბანაკის დასაწყისისთვის სრულიად გამოჯანმრთელდება.

„სავარაუდოდ, ის სამწვრთნელო ბანაკის დაწყების წინ მზად იქნება. კობის ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ ის ყოველ ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას. ბაირონ სკოტთან ამის შესახებ გავესაუბრებით. ასე რომ, 2-3 ვარჯიშის გამოტოვების უფლებას მივცემთ. ყველაფრის მიუხედავად, ველი, რომ ის სრულ მზადყოფნაში იქნება“, – ციტირებს კაპჩაკს „USA Today“

კობი ბრაიანტი „ბარსელონას“ ფეხბურთელებს შეხვდა (სურათი)

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ნუკანახაზელმა კობი ბრაიანტმა „ბარსელონას“ ვარჯიში მოინახულა.

„ამ კლუბის სათამაშო სტილი მიყვარს. მას ათ წელიწადზე მეტია, რაც თვალყურს ვადევნებ.

სამწუხაროდ, „კამპ ნოუზე“ თამაში არასდროს მინახავს. პაუ გასოლი აქ ჩამოსვლას ყოველთვის მირჩევდა. „ბარსას“ თამაშის მონახულება ჩემს გეგმებში შედის. მესის, ინიესტასა და სხვების თამაში ძალიან მომწონს“, – განაცხადა „შავმა მამბამ“.

CKYtF5mVAAA5cqo

კობი ბრაიანტი “ბარსელონას” ფეხბურთელებს შეხვდა (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონა” ლოს ანჯელესში იმყოფება, სადაც გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. “ბარსელონას” ერთ-ერთ ვარჯიშს კალათბურთის ვარკსვლავი კობი ბრაიანტი დაესწრო.

კობი ბრაიანტი: „შაქილ ო’ნილთან ერთ გუნდში თამაში არასდროს მომწონდა“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი შაქილ ო’ნილთან ურთიერთობის თემას კიდევ ერთხელ შეეხო. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კალათბურთელი „ლეიკერსში“ 21-ე საუკუნის დასაწყისში თამაშობდა.

„შაქთან ჩემპიონები გავხდით, მაგრამ მასთან ერთ გუნდში თამაში არასდროს მომწონდა. ზოგადად საუკეთესო თანაგუნდელებად დერეკ ფიშერსა და პაუ გასოლს ვთვლი“, – ციტირებს „შავ მამბას“ ESPN-ი.

აქამდე ბრაიანტს უთქვამს, რომ კალათბურთსადმი სიყვარულის გამო მას ნამდვილი მეგობარი თითქმის არ ჰყავს.

კობი ბრაიანტმა პრესა გააკრიტიკა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი აშშ-ს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, თავისუფალი აგენტი ლამარკულ ოლდრიჯი კალიფორნიული კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ უკმაყოფილო დარჩა და მიღებულ წინადადებაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

„ასე სასაცილოდ გამოიყურებიან ჟურნალისტები, რომელთა „წყაროებს“ არასწორი ინფორმაცია აქვთ და ამას რეიტინგის ასამაღლებლად წერენ. ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას სოციალურ ქსელებში გადმოსცემენ, თავის კონტენტს არ უნდა აფუჭებდნენ“, – დაწერა ბრაიანტმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

კობი ბრაიანტმა კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანაზელი კობი ბრაიანტი კვლავ თავისი კარიერის დასრულების თემას შეეხო.

„პრესასთან ბოლო საუბრის შემდეგ მომავალ სეზონში კარიერის დასრულება არ გადამიფიქრია“, – დაწერა ბრაიანტმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

აწმყო მომავლის წინააღმდეგ – კობი ბრაიანტისა და მაიკლ ჯორდანის პირველი შეტაკება

წარმოგიდგენთ 2002 წელს გამოცემული წიგნის „NBA-ში კობი ბრაიანტის სწავლის“ ერთ-ერთი პატარა ნაწილის თარგმანს, რომელშიც „შავი მამბას“ მაიკლ ჯორდანთან პირველ შეხვედრაა აღწერილი.

თავისი კარიერის განმავლობაში მაიკლ ჯორდანს თამაში ახალგაზრდა მოთამაშეების არაერთ თაობასთან მოუწია. ყოველი ამ მოთამაშის მოსვლასთან დაკავშირებით პრესა და გულშემატკივრები ბევრს საუბროდნენ, ისინი მუდმივად „ახალ მაიკლ ჯორდანს“ ეძებდნენ. საბოლოოდ, ეს სიტუაცია იმდენად სასაცილო გახდა, რომ ერთ ჩვეულებრივ შოუდ იქცა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია შექმნის დღიდანვე, პირველ რიგში, ბიზნესია. მაიკლის ლიგაში მოსვლამდე ყველას აინტერესებდა, თუ ვინ იქნებოდა შემდეგი ვარსკვლავი. ჯორდანის კარიერის ბოლოს ეს კითხვა უფრო გახშირდა.

1990 წლების დასაწყისში სამხრეთ კალიფორნიელ ჰაროლდ მაინერს „პატარა ჯორდანს“ ეძახდნენ. სამწუხაროდ, ამ კალათბურთელმა დაიჯერა, რომ მაიკლ ჯორდანის დონის კალათბურთელი გახდებოდა. „დეტროიტში“ პირველი სეზონის შემდეგ მაიკლის სახელს გრანტ ჰილსაც უკავშირებდნენ, თუმცა იგი უფრო სკოტი პიპენს ჰგავდა. ჰილის შემდეგ, 1996 წელს, ყურადღების ცენტრში ჯერი სტეკჰაუსი მოექცა, 1997 წლის დეკემბერში კი კობი ბრაიანტის ჯერი დადგა.

„ასეთი რამ ყოველწლიურად ხდება. შემდეგ სეზონში მსგავს სიტუაციაში სხვა კალათბურთელი მოექცევა. ეს მხოლოდ შოუს ნაწილია“, – აცხადებდა გრანტ ჰილი.

ამჯერად, ჯორდანმა საკუთარი თავი ბრაიანტს თავად შეადარა. შესაბამისად, ლოგიკური კითხვა გაჩნდა – რამდენად გაუძლებს კობი მაიკლთან დუელს? მაშინ ამ საუბრებმა „ჩიკაგოს“ გულშემატკივრები დააწყნარა. პიპენის გარეშე, რომელმაც 1997/98 წლების სეზონი ოპერაციისა და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო ვერ დაიწყო, გუნდს შეტევაში სწრაფი გადასვლა აკლდა, რომელიც სკოტისა და დაცვის კარგი თამაშის გამო რთული იყო. შედეგად, „ჩიკაგომ“ სეზონის პირველი ექვსი კვირა ძალიან არასტაბილურად ჩაატარა და ქულებს დიდი გაჭირვებით აგროვებდა.

„ლეიკერსთან“ მატჩში „ჩიკაგომ“ საკმაოდ კარგად ითამაშა. პიპენის გარეშე გუნდს ლიგის მოგებისთვის ბრძოლა არ შეეძლო, თუმცა იმ შეხვედრამ მაყურებლებს დაანახა, რომ „ხარები“ ძლიერ მეტოქეებად რჩებოდნენ. ამაში კალიფორნიელები თამაშის დასაწყისში დარწმუნდნენ. ვან ექსელმა მოგვიანებით აღიარა, რომ ჯორდანს თვალებზე ეტყობოდა, რამდენად არ ეთანხმებოდა მატჩის წინ გავრცელებულ პროგნოზებს. „ბულზი“ თამაშის ტემპს აკონტროლებდა, მეტოქეს სწრაფად შეტევაში გადასვლის საშუალებას არ აძლევდა. დამატებით გულშემატკივრებს ჯორდანისა და ბრაიანტის საინტერესო დუელის ნახვის საშუალებაც ჰქონდათ.

მატჩის სტატისტიკა

„მაიკლს ასეთ სიტუაციები ძალიან უყვარს. ბრაიანტი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეა, რომელმაც მომავალში, შესაძლოა, მისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, მაიკლი ახლა მას არაფერს დაუთმობს. მაშინ მოედანზე იგი ამის დასამტკიცებლად გავიდა“, – რონ ჰარპერი, რომელსაც 1980-იანი წლების ბოლოს ჯორდანის შესაძლო შემცვლელებს შორის მოიაზრებდნენ, სანამ მუხლის ტრავმამ მას თამაშის მანერა არ შეაცვლევინა.

მიუხედავად იმისა, რომ ის შეხვედრა „ჩიკაგომ“ 21 ქულით მოიგო, მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირება მეტად საინტერესო გამოდგა – ჯორდანმა 36 ქულა დააგროვა, ხოლო ბრაიანტმა იმ მომენტისთვის საუკეთესო კარიერულ მაჩვენებელს – 33 ქულას მიაღწია. ორივე კალათბურთელი ბრწყინვალე მომენტებით, პოზიციური თამაშითა და დანკებით გამოირჩა.

„ახალგაზრდობისას ენერგიას მეც ასე ვხარჯავდი. სასიამოვნოა, კობისნაირი ბიჭების წინააღმდეგ თამაში. სასიამოვნოა, რომ მისი გაჩერება დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე შევძელი.

სიტუაცია შექმნილი საუბრების გამო ცოტა რთული იყო. ამ ატმოსფეროზე თვალის დახუჭება და კობისთან ერთი-ერთზე თამაშზე უარის თქმა რთული იყო. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც მომეჩვენა, რომ ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, მაგრამ თავის შეკავება მოვახერხე. ყოველი მომენტის შემდეგ მისთვის პასუხის გაცემა და ბურთის კალათში ჩაგდება მინდოდა. ეს ნორმალურია. ასეთ შემთხვევებში, თვითდისციპლინაა საჭირო, რათა გუნდური თამაში ინდივიდუალურ თამაშში არ გადავიდეს. პრიორიტეტების შესახებ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“, – იხსენებს ჯორდანი.

მაიკლმა იმ შეხვედრაში კალიფორნიელთა თამაშზეც ისაუბრა:

„ვფიქრობ, მსგავსი გამოწვევისთვის მზად ვარ, რადგან ამ თამაშის შესახებ ყველაფერი ვიცი. რაც შეეხება დაცვას, შევეგუე იმ ფაქტს, რომ მსგავსი მანერის კალათბურთელის წინააღმდეგ ვთამაშობდი“, – აღიარა მაიკლმა.

ერთადერთი მინუსი, რომელიც ჯორდანმა ბრაიანტის თამაშში აღნიშნა, მისი დაცვაში დაშვებული შეცდომებია.

„მაიკლის წინააღმდეგ თამაში მხიარული იყო. მე მხოლოდ გამოწვევა მივიღე. მე მის წინააღმდეგ დაცვაში საიმედოდ თამაში ყოველთვის მინდა“.

იმ მატჩში ჯორდანი კობის ჰაერში თამაშითაც აღფრთოვანებული დარჩა: „მე სკოტის ვკითხე კიდეც, ჰაერში ოდესმე ასე კარგად ჩვენც თუ გვითამაშია“.

ამ დუელის გამო მაიკლ უცნაური გრძნობები დაეუფლა: „ვიგრძელი, რომ მათ ადგილას ვიყავი, ვინც ჩემ წინააღმდეგ თამაშობდა. კობიმ კარგად აჩვენა, რომ თამაშზე მოქმედებდა. ქულების დაგროვების ბევრი ვარიანტი იყო. თუმცა, მას ინდივიდუალურ და გუნდურ თამაშს შორის ბალანსის პოვნა მოუწევს, რაც მე მის ასაკში გამომივიდა“.

ალბათ, ეს კალათბურთის ერთ-ერთი რთული ნაწილია. ჯორდანის წინააღმდეგ თამაში, ზოგჯერ, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რადგან ყოველი მომენტი მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა. ეს რთული იყო, პირველ რიგში, მეტოქის დაცვის თამაშის წაკითხვას ვცდილობდი. მათ აშკარად სურდათ, რომ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად მესროლა“, – აღნიშნა კობიმ.

„როგორც ლიგის ახალწვეულს, მას უამრავი სირთულის გადალახვა მოუწია, მაგრამ იგი ყველაფერს გაუმკლავდა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მის ანგარიშზე მთლიანი სეზონია. მან ადაპტაცია სწრაფად გაიარა და წელს ვერაფრით გააკვირვებ. მის გვერდით ყოფნას და მოედანზე არსებული სიტუაციის ახსნას ყოველთვის ვცდილობ“, – აღნიშნა „ლეიკერსის“ მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლერი დრიუმ.

მატჩის ბოლო მეოთხედში კობი მაიკლთან მივიდა და მისი სტატუსის შესახებ ჰკითხა: „იგი ჩემი თამაშით ინტერესდებოდა და მოძრაობების შესახებ მკითხა. ამან ოდნავ შოკში ჩამაგდო, თავი მოხუცად ვიგრძენი. ვუთხარი, რომ სროლის დროს დამატებით მოძრაობებს ვიყენებ, რათა მეტოქის მოძრაობა დავინახო“.

ჯორდანმა თქვა, რომ ბრაიანტისთვის მთავარი სირთულე იმის რეალიზაცია იქნება, რაც მან სხვებისგან ისწავლა. კობიმ თავის ცხოვრებაში მამის როლი აღნიშნა, რომელიც მას ბოლომდე ბრძოლას ასწავლიდა. საინტერესოა, რომ იმ საღამოს ჯო ბრაიანტი ჩიკაგოში სპეციალურად ჩავიდა, რათა შვილის თამაში ენახა. შეხვედრის შემდეგ მან კობის კალათბურთი დადებითად შეაფასა.

234

ჩიკაგოელი ჟურნალისტები კობის ყოფაქცევით გაოგნებულნი დარჩნენ. კამერების წინ მისი სიმშვიდე კარგის ნიშანი იყო. ასევე, იგი ჯორდანთან შედარებებს ყურადღებას არ აქცევდა.

„ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ექიმი ჯეი ლიგაში მოვიდა, მას ელჯრინ ბეილორს ადარებდნენ. შემდეგ მაიკლსა და დოკსაც ადარებდნენ. ხალხი შედარებას გააგრძელებს, ეს ბუნებრივია. მე მხოლოდ საკუთარი თამაშის ჩვენებას გავაგრძელებ“.

შესაძლოა, იმ შეხვედრაში კობისთვის დეტალების გაგება მთავარი იყო. მეორე მეოთხედში ჯორდანმა ბრაიანტი მოატყუა და მას თამაშის წესის დარღვევა აიძულა. ეს ვეტერანის მხრიდან ახალბედა კალათბურთელისთვის კარგი გაკვეთილი იყო. თუმცა, ბრაიანტმა მას მაშინვე თავისი სროლით უპასუხა.

„თამაშის აზრი სწორედ ამაში გამოიხატება – როდესაც ვინმე ბურთს ჩაგიგდებთ, ვალდებულნი ხართ, ის თავის ნახევარზე ათამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი დიდებულია, ის უბრალო კალათბურთელი იყო. როდესაც ის მოედანზეა, რასაკვირველია, მის წინააღმდეგმ მაქსიმალურად კარგად გამოსვლა გინდათ. მთელი გამოწვევა სწორედ ამაში მდგომარეობას, რაც ძალიან მომწონს. მისი მოძრაობების დაჭერა და ზოგჯერ მათი განმეორებაც ვცადე. მას დიდი ცოდნა გააჩნია, რომლითაც არ იბადებიან. NBA-ში უბრალოდ მოხვედრა საკმარისი არ არის, ყველა მოქმედების დაწვრილებით შესწავლა აუცილებელია. თანაც, ამ შემთხვევაში არა ფიზიკული მხარე, არამედ მენტალური მიდგომა იგულისხმება. თუ ნიჭი გაგაჩნიათ, ჩათვალეთ, რომ წარმატებისთვის ყველაფერი გაგაჩნიათ“.

თუ ხსენებული მხარეები არ გაქვთ, მაშინ დიდებული ჯორდანის სიტყვები აუცილებად უნდა გაიხსენოთ: „დარჩით აგრესიულები“. კარიერაში არაერთი სირთულის დროს ბრაიანტს სწორედ ეს სიტყვები ახსენდებოდა…

კობი ბრაიანტი: „ვინ თქვა, რომ კარიერას ვასრულებ?“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა, რომელიც მხრის ტრავმის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს, კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია უარყო.

„ვინ თქვა, რომ კარიერას ვასრულებ? ეს კითხვა არც კი არსებობდა.

თამაშს, დიდი ალბათობით, შემდეგი სეზონის დასრულების შემდეგაც გავაგრძელებ. 2016/17 წლების სეზონში თამაშზე ბევრს არ ვფიქრობ, მაგრამ, შესაძლოა, გადაწყვეტილება შევცვალო კიდეც“, – განუცხადა „შავმა მამბამ“ „ESPN Los Angeles“-ს.

კობი ბრაიანტმა 2007 წელს „დეტროიტში“ გადასვლა იუარა

გამოცემა „Grantland“-თან საუბრისას „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა დაადასტურა, რომ 2007 წელს მას „დეტოირ პისტონსში“ გადასვლა შეეძლო, რომელიც, კომპენსაციის სახით, კალიფორნიულ კლუბს უკანახაზელ რიჩარდ ჰემილტონს, ფორვარდებს ტაიშოუნ პრინსსა და ამირ ჯონსონს სთავაზობდა. გარდა ამისა, „დეტროიტი“ „ლეიკერსს“ დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლებასაც სთავაზობდა.

თუმცა, ბრაიანტი აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდა და კონტრაქტში არსებული ფუნქტი გამოიყენა.

„მაშინ „ლეიკერსს“ იმ კლუბების სია მივეცი, რომელთა რიგებშიც გადავიდოდი. „პისტონსი“ მათ შორის არ ყოფილა, შესაბამისად, მათ წინადადებას არ დავთანხმდი“, – განაცხადა „შავმა მამბამ“.

სეზონის TOP 20: კობი ბრაიანტი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელის კობი ბრაიანტის მონ აწიულეობით მიმდინარე სეზონის ოცი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ცნობისთვის, ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში „შავი მამბა“ თამაშს უკვე ვეღარ შეძლებს.

NBA-ს ოლ სტარზე კობი ბრაიანტის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

მოგეხსენებათ, გასულ კვირას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2015 წლის ოლსტარის შემადგენლობა დასახელდა, რომელშიც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი კობი ბრაიანტიც მოხვდა. სამწუხაროდ, კობი ხსენებულ შეხვედრაში ვერ ითამაშებს, რამეთუ მას მორიგი გრძელვადიანი ტრავმა აქვს. სავარაუდოდ, „შავი მამბა“ მოედანზე მხოლოდ სექტემბერში დაბრუნდება.

გუშინ ოლ სტარში ბრაიანტის შემცვლელის ვინაობაც გაირკვა – „ლეიკერსის“ მთავარი ვარსკვლავის ადგილს „საკრამენტო კინგსის“ ლიდერი დემარკუს კაზინსი დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ბიგმენი მიმდინარე სეზონში, შედეგიანობის მხვრივ, მეხუთე ადგილს იკავებს – მისი მონაგარი 23,8 ქულასა და 12,3 მოხსნას შეადგენს.

კობი ბრაიანტი: სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელის კობი ბრაიანტის მონაწილეობით მიმდინარე სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი.