ხამეს როდრიგესს ბრაზილიის ნაკრების ძლევის იმედი აქვს

კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ბარიერის დაძლევა შეუძლია.

„ბედნიერები ვართ, რომ ამ ისტორიას ვქმნით. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნება იყო. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზეც ვითამაშებთ. ძალიან გვინდა გამარჯვება და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებულ ასპარეზობას გავაგრძელებთ.

რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მშვენივრად თამაშობენ, თუმცა მიმაჩნია, რომ ისინიც დიდი სიფრთხილით უნდა მოგვეკიდონ. ჩვენ შესანიშნავი შემსრულებლები გვყავს და შეგვიძლია, მეტოქეს ბევრი თავსატეხი გავუჩინოთ. ასე რომ, ბრწყინვალე მატჩი გველის“, – აღნიშნა როდრიგესმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ბრაზილიის და კოლუმბიის ნაკრებებს შორის 5 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

კოლუმბიამ ურუგვაის აჯობა

ხოსე პეკერმანის გუნდმა 1/8-ფინალურ მატჩში ურუგვაის იოლად სძლია. 

კოლუმბიელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მეშვიდე წუთისთვის ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს. გოლის გატანის შანსი კუადრადოს და სუნიგას ჰქონდათ.

ტაიმის შუაში ტემპი საგრძნობლა დაეცა. ყველაფერი უგოლო პირველი ტაიმისკენ მიდიოდა, თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებას ხამეს როდრიგესი არ ეთანხმებოდა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით მოახერხა ანგარიშის გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ ურუგვაელებმა შეუტიეს და ფორლანი-კავანის კომბინაციის შემდეგ გათანაბრებაც შეეძლოთ.

მეორე ტაიმში კოლუმბიელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და მალევე კუადრადოს კარგი თამაშის შემდეგ ხამეს როდრიგესმა დუბლი გაიფორმა. ტაბარესმა შეტევის გაძლიერებმა ცვლილებებით სცადა, ურუგვაი კი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაერთო.

ბოლო წუთებზე ურუგვაელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ოსპინას კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

კოლუმბიელებმა ურუგვაის საკმაოდ დამაჯერებლად სძლიეს და ახლა ტურნირის მასპინძებთან მატჩისთვის მოემზადებიან.

კოლუმბია 2:0 ურუგვაი

გოლები: ხამეს როდრიგესი 28′ ; 50′ 

სად არის ლუის სუარესი?

28 ივნისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში კოლუმბიის ნაკრებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 2:0 სძლია.

ყველასათვის ცნობილი იყო, რომ შეხვედრას გამოტოვებდა ურუგვაელი ლუის სუარესი, რომელიც ფიფამ მკაცრად დასაჯა.

როგორც ჩანს, ლუის სუარესის არყოფნამ ბევრს ხალისის საშუალება მისცა.

10

1

2

3

4

5

6

7

8

9

კოლუმბია – ურუგვაი 2:0

სანახაობრივი გამოდგა მეორე 1/8-ფინალური მატჩი კოლუმიის და ურუგვაის ნაკრებებს შორის. ხამეს როდრიგესის 28-ე და 50-ე წუთებზე გატანილი გოლებით გამარჯვება და მომოდევნო ეტაპის საგზური კოლუმბიამ მოიპოვა.

 

ტაბარესი: „ხამეს როდრიგესი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშეა“

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა აღიარა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე მის გუნდსა და კოლუმბიის ნაკრებს შორის გამართულ მატჩში (0:2) მეტოქემ უკეთ წარმოაჩინა თავი. გარდა ამისა, ფეხბურთის ურუგვაელმა სპეციალისტმა კოლუმბიელთა ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გამოარჩია, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

„ვიცოდით, რომ კოლუმბიას კარგი გუნდი ჰყავს. კოლუმბიელებს ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ. მოედანზე მეტოქე დომინირებდა. როდრიგესის მიერ გატანილი პირველი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. მცველები დანაშავეები არ არიან, ეს გოლი ასი პროცენტით დამრტყმელის დამსახურებაა. ვცდილობდით, რომ ინტრიგა დაგვებრუნებინა, მაგრამ მეტოქის მეკარე კარგად თამაშობდა, საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

ეს წაგება უნდა ვაღიაროთ და კოლუმბიას მივულოცოთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

ხამეს როდრიგესის შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი. მას მოედანზე ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც სხვა ვერ გააკეთებს. ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს. ფეხბურთში საჭიროა ასეთი ხალხი.

ახლა ნამდვილად არ არის ტურნირზე ჩვენი ასპარეზობის გაანალიზების დროს. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს ვაჯობეთ“, – განაცხადა ტაბარესმა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.

 

კოლუმბია — ურუგვაი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე კოლუმბიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ლოს კაფეტეროსის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიელთა ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დაასახელეს, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და გუნდს მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოუტანა.

„მონაკოში“ მოთამაშე 22 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 85 წუთი დაჰყო, გააკეთა 43 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

ურუგვაის ნაკრების მხარდაჭერა ლუის სუარესს

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, ურუგვაის ნაკრების გასახდელში ლუის სუარესის მაისური გამოჩნდა.

Screen-Shot-2014-06-28-at-7.50.12-PM

პრევიუ: კოლუმბია – ურუგვაი

სუარესის გარეშე დარჩენილი ურუგვაი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში კოლუმბიას შეხვდება. 

კოლუმბიამ და ურუგვაიმ ჯგუფური ეტაპი განსხვავებულად გაიარეს. კოლუმბიელებმა 1/8-ფინალის საგზური მეორე ტურში გაინაღდეს, ურუგვაიმ კი მესამე ტურის ბოლო წუთებზე მოახერხა პლეი-ოფში გასვლა.

კოლუმბიის ნაკრების თავკაცი ხოსე პეკერმანი ძირითად შემადგენლობას სავარაუდოდ პირევლი ორი ტურის მატჩებიდან გამომდინარე დააყენებს. მესამე შეხვედრაში პეკერმანმა უახლოეს რეზერვს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

ურუგვაის ნაკრებმა იტალიასთან მატჩში ლუის სუარესი დაკარგა. ინგლისთან და იტალიასთან ტაბარესმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და კავანი-სუარესის შემტევი დუეტის კლასსზე გააკეთა. დღევანდელ შეხვედრაში სუარესს სავარაუდოდ ფორლანი შეცვლის, თუმცა საკითხავი ის არის, რამდენად მოახერხებს ვეტერანი გუნდის ლიდერის სრულფასოვან შეცვლას.

კოლუმბია – ურუგვაი

სავარაუდო შემადგენლოები:

კოლუმბია: ოსპინა – არმერო, საპატა, იეპესი, სუნიგა – კარლოს სანჩესი, აგილარი – კუადრადო, ხამეს როდრიგესი, იბარბო – გუტიერესი.

ურუგვაი: მუსლერა – კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ა.პერეირა – გონსალესი, რიოს, კრისტიან როდრიგესი – ლოდეირო – ფორლანი, კავანი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Colombia_Uruguay_GEO_2

იაპონია — კოლუმბია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიელთა თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

„პორტუში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 28 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

იაპონია – კოლუმბია 1:4

შედეგიანი გამოდგა იაპონიისა და კოლუმბიის შეხვედრა. ანგარიში კუარდადომ მე-17 წუთზე გახსნა. ტაიმის ბოლოს იაპონელებმა ოკაზაკის გოლით გაათანაბრეს. თუმცა, კოლუმბიელებმა მეორე ტაიმში კვლავ მოიპოვეს უპირატესობა – დუბლი მარტინესმა გაიფორმა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე როდრიგესმა დააფიქსირა – 1:4.

პრევიუ: იაპონია – კოლუმბია

მეორე ადგილზე გასასვლელად იაპონელებს კოლუმბიის დამარცხება სჭირდებათ. 

რადამელ ფალკაოს გარეშე მოთამაშე კოლუმბიამ პირველ ორ ტურში საკმაოდ დამაჯერებელი თამაში აჩვენა და ექვს ქულას მოუყარა თავი. ახლა პეკერმანის გუნდის მთავარი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვებაა, რასაც მხოლოდ საბერძნეთთან კოტ დივუარის დიდი ანგარიშით გამარჯვება თუ შეუშლის ხელს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიელთა დამრიგებელი იეპესს და კუადრადოს დღეს დასვენების საშუალებას მისცემს. შესაძლაო, პეკერმანმა სხვა ლიდერებსაც მისცეს დასვენების საშუალება.

იაპონელებს მუნდიალზე დასარჩენად გამარჯვება სჭირდებათ. თუმცა, მოგების შემთხვევაშიც კი მათი ბედი კოტ დივუარის თამაშზე იქნება დამოკიდებული.

ბერძნებთან ნულოვანი ფრის შემდეგ ძაკერონიმ შეტევის გაძლიერებაზე უნდა იფიქროს. დიდი ალბათბით, სასტარტოში კაგავას ვიხილავთ.

იაპონია – კოლუმბია

სასტარტო შემადგენლობები:

იაპონია: კავასიმა – უტიდა, იოსიდა, მორისიგე, ნაგატომო – ენდო, ჰასებე – ოკაზაკი, ჰონდა, კაგავა – ოსაკო.

კოლუმბია: ოსპინა – სუნიგა, ვალდესი, საპატა, არიასი – აგილარი, სანჩესი – კინტერი, როდრიგესი, იბარო – ჯ.მარტინესი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Japan_Colombia_GEO

კოლუმბიამ პლეი-ოფი გაინაღდა

ხოსე პეკერმანის გუნდმა კოტ დივუართან გამარჯვებით პელი-ოფში გასვლა გაინაღდა. 

ამ გუნდების დაპირისპირება ჯგუფში დიდ მნიშვნელობას ატარებდა. შეხვედრა, განსაკუთრებით მისი მეორე ტაიმი, საკამაოდ სანახაობრივი გამოვიდა.

მწვრთნელებმა მოგებული მატჩების შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებები არ შეიტანეს. ლამუშიმ დროგბა კვლავ სათადარიგოებში დატოვა და მხოლოდ მეორე ნახევარში შეუშვა მოედანზე.

ორივე გუნდი ძლიერი შემტევებით არის ცნობილი. ამიტომ, მატჩის არც თუ ისე მხიარული დასაწყისი შესაძლოა გასაკვირი ყოფილიყო. თუცმა, გუნდეები უბრალოდ ფრთხილობნდნენ და მეტოქის შეცდომას ელოდნენ.

პირველ წუთებში ტერიტორიული უპირატესობა კოლუმბიელების მხარეს იყო. პეკერმანის გუნდი ბურთს კარგად აკონტროლებდა. თუმცა, შემდეგ მოედის ცენტრი აფრიკელებმა დაიკვაეს.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით შეხვედრის მეორე ნახევარმა მოლოდინი გაამართლა. გუნდებმა სწრაფი და აგრესიული თამაში შემოგვთავაზეს.

აფრიკელებმა ორი კარგი მომენტი შექმენს, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოახერხეს, რის გამოც მალევა დაისაჯნენ. კუადრადოს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ანდარიში როდრიგესმა გახსნა.

ზუსტად ექვს წუთში დიეს უხეში შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ კინტერო დარჩა, რომელმაც კოლუმბიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მალევე ჟერვინიომ კოტ დივუარი თამაშში დააბრუნდა. ფორვარდმა ფლანგზე სამი ფეხბურთელი მოატყუა და დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩენილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. გოლის შემდეგ აფრიკელებმი მასობრივად გადავიდნენ შეტევაზე. ორიე და ბოკა ფლანგებიდან ცდილობდნენ ხიფათის შემქნას. კარგი შანსი ჰქონდა კალუს, უხეში შეცდომა დაუშვა იეპესმა, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

კოლუმბია 2-1 კოტ დივუარი

გოლები: როდრიგესი 64′ (1:0); კინტერო 70′ (2:0); ჟერვინიო 73′ (2:1)