ბრაზილიური “ატლეტიკო მინეირო” კოლუმბიაში ჩაფრინდა, სადაც მომდევნო მატჩი უნდა გამართოს. გუნდთან ერთად იმყოფებოდა რონალდინიო, რომელსაც გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, დიდი ოვაციებით შეხვდნენ.
ჭდე: კოლუმბია
10 საუკეთესო მაისური მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე
სპორტულმა პორტალმა GiveMeSport-მა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების 10 საუკეთესო მაისურის ფოტო გამოაქვეყნა.
მექსიკა (საშინაო)
ბრაზილია
კოლუმბია
არგენტინა
ესპანეთი
საფრანგეთი
გერმანია
მექსიკა (საგარეო)
ჰოლანდია
კოლუმბია (საგარეო)
კოლუმბიელი ფეხბურთელი სილამაზის სალონში მოკლეს
კოლუმბიური “უნიონ მაგდალენას” 22 წლის ფორვარდი ფრელეი რეიესი სილამაზის სალონში მოკლეს. ფეხბურთელი, რომელიც კლუბში ახალი გადმოსულია, სალონშ სამ თანაგუნდელთან ერთად იმყოფებოდა და საზარელი შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. რეიესი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი თანაგუნდელი ლუის ენრიკე ასპრილია მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. მკვლელობის მოტივები ჯერ უცნობია, ამავე დროს რეიესის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ფეხბურთელი მუქარის წერილებს ხშირად იღებდა.
ანხელიკა კამაჩო – კოლუმბიის ნაკრების ყველაზე სექსუალური ქომაგი
ანხელიკა კამაჩო კოლუმბიელი მოდელი და ტელეწამყვანი გახლავთ. ის კოლუმბიის ნაკრების თავგამოდებული (მკერდგამოდებულიც) ქომაგია და ქვეყნის ყველაზე სექსუალური ქალის წოდებაზე აქვს პრეტენზია.
„ფეხბურთი მიყვარს. მთელი ჩემი ცხოვრება სპორტის ამ სახეობის გარშემო ტრიალებს. ის მე მაბედნიერებს. მე ვარ მსოფლიო ფეხბურთის ქალი“, – განუცხადა ანხელიკა კამაჩომ ჟურნალისტებს.
ცოტა ხნის წინათ, ანხელიკამ იმ მოტივით, რომ კოლუმბიის ნაკრების ყველაზე სექსუალური ქომაგია, ჟურნალ „სოხოს“ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ანხელიკას იდეალური ფიგურა აქვს, თუმცა სამშობლოში მოფერებით მსუქანას ეძახიან.
გთავაზობთ მის ფოტოებსა და ვიდეოს.