ალექსის სანჩესმა ლონდონის “არსენალი” დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, ამას არ აპირებს გუნდს მეორე ლიდერი, მესუთ იოზილი. როგორც გერმანული და ინგლისური პრესა წერს, გამთამაშებელი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
ახალი ხელშეკრულება იოზილს “მეთოფეებთან” 2021 წლის ზაფხულამდე დააკავშირებს. მისი ანაზღაურება კი წელიწადში 18 მილიონი ევრო იქნება. სწორედ ასეთ, საერთო იფნორმაციას იუწყება გერმანული გამოცემა, Bild-იც.
გეტყვით, რომ მესუთი 2013 წლის ზაფხულში გადავიდა მადრიდის “რეალიდან” ლონდონის “არსენალში” და მას შემდეგ შემადგენლობის შეუცვლელი წევრია.