კრიშტიანო რონალდუ – “მარტო სახლში” (ვიდეო)

ახალ წლამდე შვიდ კვირაზე მეტია დარჩენილი, თუმცა კომპანიები უკვე ზრუნავენ ჩვენთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე.

პირველ საშობაო რეკლამაში მონაწილეობა კრიშტიანუ რონალდუმ მიიღო, რომელმაც ელექტრო ტექნიკის კომპანია MEO-ს გაუწია პოპულარიზაცია.

ვიდეორგოლში კრიშტიანუსთან ერთად დედამისიც, დოლორეს ავეიროც ფიგურირებს. რეკლამაში კი ყველასათვის ნაცნობი ფილმის, “მარტო სახლშის” ახლებურ ვარიანტს ვხვდებით:

რონალდუ: “კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი და განუმეორებელია”

მადრდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ყველასათვის ნათელი გახადა ფაქტი, რომ შეუძლებელია მსოფლიოში მეორე რონალდუ არსებობდეს.

“მომდევნო კრიშტიანუ რონალდუ ვერავინ ვერ იქნება, დუბლიორები არ არსებობენ.” – განაცხადა პორტუგალიელმა ალფრედო დი სტეფანოს პრიზის მიღების შემდეგ, რომლითაც ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელებს აჯილდოვებენ.

ევროპაში რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტია, რომელთა ნაწილის დასახელებაც შემიძლია, მაგალითად: რენატო სანჩესი, ანდრეს გომეში ან ჟოაო მარიო. მისნაირები მრავლად არიან.

მიხარია, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელების არსებობა, რადგანაც ეს მარწმუნებს, რომ ფეხბურთი ყოველთვის ძლიერ სპორტად დარჩება.” – დაამატა “რეალის” ვარსკვლავმა.

იოზილი: “რონალდუ საუკეთესოა, მან მე უკეთეს ფეხბურთელად მაქცია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა კრიშტიანუ რონალდუ შეაქო და აღნიშნა, რომ პორტუგალიელის დახმარებით, ის უკეთესი ფეხბურთელი გახდა.

“მისნაირი ფეხბურთელი მეორე არ მინახავს. გასახდელში ის პირველია, გასვლისას კი ბოლო. მისი პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა, ის საბრძოლველად ყოველთვის მზად არის, მაშინაც კი, თუ საქმე მხოლოდ ვარჯიშს ეხება.

რონალდუს გვერდით თამაშით ნამდვილად დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მან უკეთეს ფეხბურთელად მაქცია. ის კარგი პიროვნება და კარგი მეგობარია.

რა თქმა უნა, მე მას ძალიან ბევრი საგოლე გადაცემა გავუკეთე! ორ საგოლე გადაცემას თუ გავუკეთებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ორივე მათგანს გოლად აქცევდა.” – განაცხადა გერმანელმა.

კრიშტიანუ რონალდუ ფანს შეხვდა, რომელიც კომადან მისი წყალობით გამოვიდა

ახალგაზრდა დავიდ პოლაშიჩი მადრიდის “რეალის” გულშემატკივარი გახლავთ, რომელიც 2013 წელს კომადან კრიშტიანუ რონალდუს დახმარებით გამოფხიზლდა.

პოლონელი ფანი, რომელიც ახლა 15 წლის გახლავთ, ველოსიპედით სეირნობისას დაშავდა და კომაში 3 თვე გაატარა, სანამ კრიშტიანუ რონალდუს ბრწყინვალე თამაში გამოაფხიზლებდა (მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფი; შვედეთი – პორტუგალია).

საქმე იმაშია, რომ დავიდის მშობლები მას მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრებების თამაშების კომენტირებას ასმენინებდნენ. ის სწორედ იმ მომენტში გამოვიდა კომიდან, როდესაც კრიშტიანუმ შვედეთის კარში მესამე გოლი გაიტანა.

დავიდი და რონალდუ ერთმანეთს 2014-შიც შეხვდნენ, როდესაც პოლონელი “ბორუსიასა” და “რეალს” შორის გასამართ მატჩზე დაპატიჟეს, ახლა კი, რადგანაც რონალდუ ვარშავაში იყო (“ლეგიასთან” სათამაშოდ), მან დავიდის მონახულება გადაწყვიტა.

რამდენი პენალტი გაიტანა კრიშტიანო რონალდუმ ლა ლიგაში?

შაბათი კრიშტიანუ რონალდუსთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგანაც ამ დღეს “რეალ მადრიდის” თავდამსხმელმა “ბლანკოსის” მაისურით ლიგაში გატანილი 350-ე გოლი აღნიშნა.

ეროვნებით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “ალავესის” კარში ერთი გოლი პენალტით გაიტანა, ერთხელ პენალტი ვერ გამოიყენა, თამაშიდან კი ორჯერ აიღო ბასკური კლუბის კარი.

საინტერესოა, ამ 350 გოლიდან რამდენი გაიტანა რონალდუმ პენალტით?

საქმე 53 გოლთან გვაქვს, რომელიც “სპორტინგისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, რაც ლიგაში გატანილი გოლების ზუსტად 20 პროცენტია.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში გატანილი 80 გოლიდან 10, ანუ 12.5% პენალტით იყო გატანილი. კოპა დელ რეიში კი სამი 21-დან, ანუ 14.3%.

ბუდისტები კრიშტიანუ რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

კრიშტიანუ რონალდუ დღეს სოციალურ მედიაში ახალი სურათის ატვირთვით ხშირად იწყებს. თანაც ‘Bom dia’-საც აყოლებს, რათა მის მიმდევრებს მშვიდობიანი დილა უსურვოს.

ხუთშაბათს რონალდუს მიერ გამოქვეყნებულმა სურათმა, სადაც ჩანს, თუ როგორ უდგას მას ფეხი ბუდას ქანდაკებაზე, ბუდისტების უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ სურათის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ათასობით ადამიანმა გამოხატა სოციალურ ქსელში:

რონალდუ: “ტოტი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია”

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ იტალიური “რომას” ცოცხალი ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი შეაქო და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

“ის (ტოტი) ერთ-ერთი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის და ახლაც განაგრძობს უმაღლეს დონეზე თამაშს. ეს გასულ წელს გავაანალიზე, როდესაც მის წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ვფიქრობ, მას კიდევ 2-3 წლის მანძილზე შეუძლია ამ ფორმის შენარჩუნება. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, სამაგალითოა, რომ ასაკს მნიშვნელობა არა აქვს.

პირადად მე კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. მოედანზე ჩემს თავს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვხედავ – მანამ, სანამ ჩემი სხეული ამას შეძლებს.”

კრიშტიანუ რონალდუ: “მსოფლიოში საუკეთესო ვარ!”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარადა და ორი დიდი ტიტულის  – ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ჩემპიონატის – მოგებაც მოახდერხა. იგი, სრულიად სამართლიანად, ოქროს ბურთის მოგების მთავარ პრეტენდენტად ითვლება.

რონალდუმ La Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი თავს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად თვლის.

“ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე ვარ. ყოველ დღე ვვარჯიშობ  და ვმუშაობ ჩემს თავზე, რათა პროგრესი განვიცადო, განვვითარდე და მუდამ კარგ ფორმაში ვიყო.”

“ყოველთვის ძალიან მოტივირებული და წარმატებისკენ მიმართული ვარ. მჯერა, რომ თუ ბევრს ვიშრომებ, სულ წარმატებული ვიქნები.”

“ევროპის ჩემპიონატის ფინალში საშინელი ტრავმა მივიღე და ორთვე-ნახევარი გამოვტოვე, თუმცა ახლა ძალები აღვიდგინე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ.”

“დავბრუნდი და მზად ვარ კიდევ ერთი საოცარი სეზონისთვის!” – განაცხადა რონალდუმ.

“რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მორიგი სპექტაკლი დადგა (ვიდეო)

8

ახლახან დასრულდა ესპანური ლა ლიგის მესამე ტურის ეგიდით გამართული მატჩი მადრიდის “რეალსა” და “ოსასუნას” შორის, რომელიც საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა – “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილმა პუბლიკამ 7 გოლი იხილა.

მადრიდელებმა ანგარიშის გახსნა მალევე მოახერხეს – მატჩის მე-6 წუთზე თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა (ბეილის პასის წყალობით), რომელიც ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან. პირველი ტაიმის მიწურულს, დანილომა და სერხიო რამოსმა ანგარიშში სხვაობა 3-მდე გაზარდეს.

მატჩის მეორე ტაიმიც ზიდანის ბიჭების დომინირებით დაიწყო – ჯერ პეპემ მოახერხა თავის გამოჩენა, შემდეგ კი ლუკა მოდრიჩმა შემოვთავაზა ბრწყინვალე გოლი. ამის შემდეგ კი, სტუმრებმა ორი გოლის გაქვითვა მოახერხეს.

სიმეონე: “გრიზმანი რონალდუზე უკეთესი იყო”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე თვლის, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული არა კრიშტიანუ რონალდუს არამედ, ანტუან გრიზმანს უნდა მიეღო.

“ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მსოფლიოს საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის მისი ადგილი ნამდვილად მოიძებნება. ჩვენ მისთვის ყოველთვის საუკეთესო გვსურს. იმედი გვაქვს, რომ გრიზმანი ისევე გააგრძელებს ასპარეზობას, როგორც ამას ადრე აკეთებდა.

ვინც იგებს, ის იმსახურებს მოგებას. ვულოცავ რონალდუს. ხალხმა ხმა კიდევ ერთხელ მისცა ინდივიდუალისტს.

რა თქმა უნდა, ის ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2016-ის მოგების შემდეგ, ხელშეუხებელი გახდა თუმცა, ჩემთვის საუკეთესო გრიზმანი იყო. ამაში ეჭვიც არ მეპარება.”

გრიზმანი: “არ მინდა ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ…”

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი, ანტუან გრიზმანი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა შორისაა. მან ჩემპიონთა ლიგაზე 13 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და მადრიდულ კლუბთან ერთად ფინალში ითამაშა. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მან ვერ მოახერხა ვერცერთი ტიტულის მოგება.

ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა: “ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროპის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოვხვდი. ე.ი. , მე სწორი გზით მივდივარ და კარგად ვპროგრესირებ.”

“არ მინდა, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად ვიმსახურებ კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს. შესანიშნავი სეზონი მქონდა, როგორც კლუბთან, ასევე ნაკრებთან ერთად.”

“სამწუხაროდ, ვერაფრის მოგება შევძელით, თუმცა, დამიჯერეთ, სადამდეც მივაღწიეთ, იმ ყველაფერშიც დიდი შრომა და მონდომება იდო,” – განაცხადა ფრანგმა.

მოურინიო: “მწვრთნელ რონალდუს” პორტუგალიის წარმატებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია”

ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში კრიშტიანუ რონალდუს აქტიურობას პორტუგალიის ნაკრებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და რომ ეს უბრალოდ ზედმეტი ემოციურობა იყო.

“ფინალის ბოლო წუთებში მას აბსოლიტურად არაფერი არ გამოუმუშავებია. მოედანზე 11 ფეხბურთელი იყო გამოსული, რომლებიც საკუთარ საქმეს აკეთებდნენ, მათ სათავეში კი იყო მწვრთნელი.

მე ამას ზედმეტ ემოციურობად შევაფასებდი, ისეთი ვიღაცისაგან, რომელიც ხედავდა, რომ მის გუნდს სულ რამოდენიმე წუთი აშორებდა მთავარ მიზნამდე.

მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. თუმცა არ ვამბობ, რომ ეს ცუდი რამ არის. ვფიქრობ, ის 11 ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე იყო, მთლიანად მატჩზე იყო კონცენტრირებული.

ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ასეთ მომენტებში, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები, ფეხბურთელების საკუთარ, პატარა სამყაროში იკარგებიან”.